ღმერთმა ქნას, ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი გამართლდეს და ევროთასებზე ოთხივე ქართული გუნდის მატჩის შედეგმა გაგვახაროს
ორი ქართული კლუბისთვის ევროსეზონი ორი კვირის წინ დაიწყო - "დინამომ" და "მეტალურგმა" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახეს.

ამ კვირაში კი საქართველოს ერთბაშად ოთხ წარმომადგენელს ვუქომაგებთ. დღეს, 13 ივლისს "ზესტაფონი" ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო მატჩით დაიცავს, 14 ივლისს კი "დინამოსა" და "მეტალურგს" საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" შეუერთდება და სამეული ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გადასასვლელად იბრძოლებს.

ქართულ ფეხბურთში პრობლემებს რა დალევს, მაგრამ ჩვენს წამყვან კლუბებში მიმდინარე სასიკეთო პროცესები გვაიმედებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავს არ შევირცხვენთ. ამა თუ იმ ქვეყნის საკლუბო დონის საზომად ხომ ევროთასებზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ჰოდა, ვნახოთ, რა შეუძლია ევროდონეზე ოთხ საუკეთესო ქართულ კლუბს. დღევანდელი და ხვალინდელი დღე ქართული ფეხბურთისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და ღმერთმა ქნას, ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი გამართლდეს და ოთხივე მატჩის შედეგმა გაგვახაროს.

დიდი იმედი გვაქვს, "ზესტაფონი" დღეს "დაჩიასაც" დაუმტკიცებს, რომ საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს, ამბიციამომატებული "დინამო" უელსიდან გამარჯვებული დაგვიბრუნდება, "მეტალურგი" ყაზახურ ნავსს გატეხს, "გაგრა" კი სენსაციებს საქართველოში არ დასჯერდება და კვიპროსიდანაც გაგვაოცებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

uzlevi
გაგრას წარმატებები ხვალ!!! დინამო წინ! მეტალურგი ვაშა! დღეს კი ზესტამ უნდა გვასახელოს!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს