საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ივლისს შოთა არველაძის გაწვრთნილ "კაისერისთან" ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ივლისს შოთა არველაძის "კაისერთან" ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც 14 ივლისს თურქეთში გაემგზავრებიან.

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, დავით ლეგაშვილი.

მცველები: გივი იოსელიანი, თეიმურაზ შონია, ნიკოლოზ აფაქიძე, მირზა ფარტენაძე, ცოტნე ხარაბაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ნიკა შონია.

ნახევარმცველები: თორნიკე თარხნიშვილი, გიორგი სალარიძე, ზვიად სიხარულია, ვალერი ყაზაიშვილი, ვახტანგ ფოცხვერია, ლაშა გვალია.

თავდამსხმელები: ნიკოლოზ საბანაძე, ირაკლი სიხარულიძე, ზურაბ ხურციძე, კონსტანტინე გაბაშვილი, ვახტანგ ფოცხვერია

"მატჩი 15 ივლისს გაიმართება, თუმცა შეხვედრის დაწყების დრო ჯერ დასაზუსტებელია. ამ ტესტმატჩში ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ათამაშებს, ვინაიდან 15 ივლისი ფიფას სანაკრებო დღეების კალენდარში არ არის და, შესაბამისად, ლეგიონერების გამოძახება თითქმის შეუძლებელი იყო", - იუწყება პრესსამსახური.

გუნდში ერთადერთი ლეგიონერია - აზერბაიჯანული "თოვუზის" თავდამსხმელი ზურაბ ხურციძე, რომელიც პირველადაა გამოძახებული გაბელიას ნაკრებში. სხვათა შორის, კლუბის ვებგვერდზე ზურაბი მთელი ათი წლით დააბერეს, რადგან მისი დაბადების წლად მითითებულია არა 1991, არამედ 1981 წელი.

ახალწვეულები არიან აგრეთვე ცხინვალის "სპარტაკის" მცველი ბადრი ტეტუნაშვილი, ქუთაისის "ტორპედოს" მარჯვენაფლანგელი ცოტნე ხარაბაძე, ზუგდიდის "ბაიას" წევრი ნიკა შონია, ფოთის "კოლხეთის" ცენტრალური ნახევარმცველი ლაშა გვალია, თბილისის "დინამოდან" "ვიტ ჯორჯიაში" გადასული ირაკლი სიხარულიძე და "დინამო 2"-ის შემტევი ნახევარმცველი ვახტანგ ფოცხვერია.

გაბელიას თქმით, მატჩი არა "კაისერის" სტადიონზე, არამედ გუნდის ბაზაზე გაიმართება. ასეთი შეხვედრები ნაკრების კანდიდატებს ჰაერივით სჭირდებათ და რაც მეტს გამართავენ, თუნდაც ასეთ "შინაურულს" - მეტოქის ბაზაზე, მით უფრო წაადგებათ საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.

ახალგაზრდული ნაკრები თბილისში 16 ივლისს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...