მოგეხსენებათ, სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება, მისი "ნაპოლი" 7 სექტემბერს "ლივერპულს" უმასპინძლებს.

playingfor90.com ვრცელ სტატიას აქვეყნებს და გვაცნობს 3 მოთამაშეს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე თვალყური უნდა მივადევნოთ.

ხვიჩა კვარაცხელია

"A ჯგუფში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იყრის თავს: ფაბიო კარვალიო ("ლივერპული"), მალიკ ტილმანი ("რეინჯერსი"), ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი"), მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. 21 წლის გარემარბი "ნაპოლის" ამ ზაფხულს შეუერთდა. პირველი 3 მატჩის შემდეგ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ "პარტენოპეის" ლეგენდას, ლორენცო ინსინიეს იდეალურად ანაცვლებს.

პირველ ორ თამაშში ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა "მონცასა" და "ვერონას" წინააღმდეგ, თუმცა საქმე მხოლოდ გატანილ გოლებს არ ეხება, აღსანიშნავია მისი აგრესიულობა ფლანგზე და ის, თუ რამდენად მოხერხებულია 6 ფუტი სიმაღლის მქონე ფეხბურთელი.

მატჩებში, რომლებიც ხვიჩას წინ ელის, აქვს შანსი, დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩემპიონთა ლიგა დიდ სცენაზე ასასვლელად გამოიყენოს. "ენფილდზე" ქართველი მიიღებს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს საკუთარი თავი ისე, როგორც 2020 წელს დარვინ ნუნიესმა, რომელიც ახლა "სქაუზერთა" შემადგენლობაში ირიცხება. კვარაცხელიას ტრენტ ალექსანდერ არნოლდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ინგლისელი დაცვაში არც ისე საიმედოა, ხვიჩას კი შეუძლია ამით ისარგებლოს და ინგლისური გრანდების ყურადღება მიიპყროს" - წერს გამოცემა.

მოთამაშეები, რომლებსაც ასევე უნდა დავაკვირდეთ:

გონსალო რამოსი ("ბენფიკა")

ჟოტა ("სელტიკი")

აკო
მაგის გარეშე ძალიან გაუჭირდება თუმცა დროთა განმავლობაში მეტნაკლებად ეცოდინება ვისთან როგორ ითამაშოს. ისე კი ნაპოლმა როგორმე უნდა დაალაგოს თამაში თორე კვარას და ანგისას გარდა სამოყვარულო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ დანარჩენები.
გიორგი
ხვიჩას მცველები სწავლობენ და ისე ეთამაშებიან. დროა ხვიჩამაც შეისწავლოს ის მცველები,კონკრეტულად ვის წინააღმდეგაც მოუწევს თამაში, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ისე ითამაშოს მათ წინააღმდეგ. უფრო გაუადვილდება მათი მოტყუება
Winter
არამგონია ლივერპულმა ისეთი ჩაკეტილი ანტიფეხბურთი ითამაშოს, როგორც ფიორენტინა თამაშობდა. ამიტომ მეტი სივრცეები იქნება და კვარასნაირ ფეხბურთელებს ზუსტად მაღალი დონის კლუბებთან შეუძლიათ თავიანთი შესაძლეობების უფრო მეტად ჩვენება, ვიდრე ჩაკეტილ, დაცვაზე ორიენტირებულ გუნდებთან. შვედეთთან თამაში რომ გავიხსენოთ. როგორ იფრინა და რეები გაუკეთა მცველებს ალბათ გახსოვთ. ვნახოთ რაიქნება ლივერპულთან, შეიძლება დამარცხდეს ნაპოლი მაგრამ მეტად სანახაობრივი იქნება ვიდრე სერია ა ს ჩაკეტილ გუნდებთან არის. პ.ს ისე ხვიჩას მარტის მერე წაგება არ აქვს. ბოლოს თამაში რუბინში წააგო მარტის თვეში :) აღსანიშნავია. ფრეს როგორ ვხვდებით და წაგების დროს ალბათ გადავუვლით, ეგ არ გვეშლება :)

ყოვლის მცოდნე ქართველებს წააკითხეთ როგორ ეხმაურება პრესა კვარაცხელიას თუნდაც უგოლო თამაშს. ეს დივანზე წამოწოლილი, წარუმატებელი, სრულიად უცოდინარი ხალხი რეებს წერს აქ. აბა რა ეგონა ბათუმის დინამო კი არაა და ეგეთებს რომ წერენ ეგ გონებაშეზღუდულები. მაგ ბიჭს სერია ა თვალით არ ჰქონდა ნანახი ესპანელი და შვედი მცველები რო ათრია და თურმე მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ თამაში უჭირს. ჯერ კიდე როდის წერდა ევროპული პრესა კვარაცხელიაზე და ამათმა ჩამოწერეს უკვე, ორ თამაშში ვერ გაიტანაო. არც უყურებიათ გუშინ როგორ შემოვიდა, როგორ გაამწვავა, როგორი პასები აკეთა. სადღაც დაინახავენ ფეისბუქზე რომ გოლი არაა გატანილი და წამოესევიან ეგრევე. ვის რაში ჭირდება ამათი გულშემატკივრობა. ჩვეულებრივი უვიცები და თან ჩასაფრებული, როგორმე თავიანთი უვიცობა გამოავლინონ
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო