მიხეილ სააკაშვილმა "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებაზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო. მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებაზე გამგზავრების წინ მიხეილ სააკაშვილმა სპორტსმენებს წარმატება უსურვა და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სამომავლო გეგმებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა განვლილი წლები და მორაგბეთა წარმატებები გაიხსენა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მორაგბეები ასეთივე წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც სექტემბერში ახალ ზელანდიაში გაიმართება.

"ბოლო წლების განმავლობაში ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა კოლექტიურ სპორტში. ინდივიდუალურად, ყველა ძლიერები ვართ, მაგრამ, როდესაც კოლექტიურ სპორტზე მიდგება საქმე, როცა ერთმანეთს მხარი უნდა ავუბათ და შეთანხმებულად ვითამაშოთ, როგორც წესი, პრობლემა გვიჩნდება. გვიჭირდა სახელმწიფოს დონეზეც და გვიჭირდა სპორტის დონეზეც. თქვენ ხართ პირველი, ყველაზე შორს წასული კოლექტიური გუნდი საქართველოში. მომიტევეთ, მაგრამ თქვენ შემთხვევაშიც, კიდევ არის ბევრი სამუშაო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ელემენტები ძლიერია, გუნდური ელემენტი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში. ეს ჩემი რჩევაა.

თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ბევრი ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ; ძალიან ბევრი ოცნებობს, რომ თქვენ გზას დაადგეს. ბევრი თქვენგანი არის მსოფლიოს საუკეთესო ლიგების საუკეთესო მოთამაშე, რაც საამაყოა. ახლა მივიღეთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის წერილი (ეს წერილი პირადად მივიღე დღეს დილით), რომელიც ძალზე საინტერესოდ წერს. იგი მადლობას იხდის იმისთვის, რომ თბილისში ძალიან კარგი შეჯიბრი გავმართეთ - ეს ყველამ ნახეთ.

წერილში ასევე ნათქვამია: დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის გუნდების ათეულში დაიმკვიდრებს ადგილს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაღალი ადგილია - სრულიად განსხვავებული ლიგაა. მილიონობით, ათობით და ასობით მილიონი ადამიანი უყურებს მთელ მსოფლიოში ამ ლიგას. ისინი ამაში ყოველგვარ მხარდაჭერას გვპირდებიან და გვთხოვენ ჩვენ, სახელმწიფოს, რომ ყველა ვალდებულება შევასრულოთ.

ამ წერილის პასუხად და თქვენ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას რაგბის გუნდებთან, სკოლებთან, დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე 2016 წლამდე პროგრამისა და, მათ შორის, შემდეგ ჩემპიონატზე ახალ ზელანდიაში საპრიზო ფონდის თაობაზე შევასრულებთ.

არასდროს არ დამავიწყდება თქვენი და საფრანგეთის მატჩი მარსელში, რომელსაც პრეზიდენტ სარკოზისთან ერთად ვესწრებოდი. მაშინაც ვამაყობდი, რომ ამ ლიგაში თამაშობთ. ხშირად მახსენდება და გული მწყდება: რა იქნებოდა, ირლანდიასთან რომ ლელო დაგვედო... მაშინ ჩვენი ბედი სულ სხვაგვარად დატრიალდებოდა და უკვე ძალიან მყარად ვიქნებოდით დამკვიდრებული აი ამ ლიგაზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ.

თუმცა ყველა ახალი თამაში წინ გაქვთ, თქვენ წინ ახალი ლელოები გაქვთ და დარწმუნებული ვარ, ახალი გამარჯვებებიც საქართველოსთვის. ერთადერთი, რაც მინდა, ბიჭებო, გითხრათ - დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი შემართებით ხართ. ჩვენ ყველანი გგულშემატკივრობთ და თქვენ გბაძავთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს მორაგბეებმაც გადაუხადეს მადლობა და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერა მათთვის დამატებითი სტიმულია, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიონ. მიხეილ სააკაშვილს მათ ეროვნული ნაკრების მაისურიც უსახსოვრეს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"