საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბელგიასთან ოვერტაიმში დრამატული მარცხისგან (79:76) განცდილი დამთრგუნველი ემოციებიდან გამოსვლას ჯერ ვერ ვახერხებთ, თუმცა უკვე მე-2 ტურზე ვფიქრობთ. კალენდარი ძალიან მჭიდროა. კარგია, რომ მოთამაშეებს ერთდღიანი დასვენების საშუალება მაინც ჰქონდათ.

დღეს, 3 სექტემბერს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს უნდა ვუმასპინძლოთ, რომელიც თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, 4 ივლისს დავამარცხეთ (ოვერტაიმში 82:76). მეტოქეს ახლა ერთგვარი შურისძიების სურვილი ექნება და რთული მატჩი გველის.

ილიას ზუროსის გუნდმა პლეი-ოფში თამაშის შანსები შეიმცირა, თუმცა ამისთვის იქნებ უკანასკნელ 2 ტურში მთავარი კონკურენტების, ბულგარეთისა და მონტენეგროს დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს. ესპანელებსა და თურქებთან (4 სექტემბერს) ჩვენი თამაში უნდა ვეძებოთ, თუმცა ძალების სწორად გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ახლა ყველაზე მეტად გოგა ბითაძის ბედი გვაღელვებს, რომელმაც თამაშის გაგრძელება ტრავმირებულმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო. თორნიკე შენგელიას დანაკლისის შემდეგ ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იყო. მთავარია, გოგა მძიმე დაზიანებას გადაურჩა.

სანდრო მამუკელაშვილმა ბელგიასთან გუნდს გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტებში მშვენივრად ულიდერა. მთავარია, ოპტიმიზმი არ დავკარგოთ და დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. საქართველოს ნაკრების ყველა შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

შაბათის საკალათბურთო მატჩის შემდეგ (22:45) ხვიჩა კვარაცხელიას (რომელიც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია "ა"-ს აგვისტოს თვის მოთამაშედ დაასახელა) "ნაპოლი" რომში "ლაციოს" ესტუმრება. ლუჩანო სპალეტიმ კარგად დაინახა, რომ როტაციამ არ გაამართლა და მიუხედავად იმისა, "ლივერპულთან" საჩემპიონთალიგო შეხვედრა კარსაა მომდგარი (ოთხშაბათს), ოპტიმალურთან მიახლოებულ შემადგენლობას ველით.

ნეაპოლურმა კლუბმა რომაელებს ბოლო ხუთიდან 4 მატჩი მოუგო და 13 გოლი გაუტანა. "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული უკანასკნელი შეხვედრა დრამატული გამოდგა და სტუმრებმა 94-ე წუთზე გაიმარჯვეს.

როგორც "ლაციოს", ასევე "ნაპოლის", 8 ქულა აქვთ. რომაელებმა წინა საშინაო მატჩში პედროს აქტიური შემოსვლის შემდეგ "ინტერი" (3:1) დაამარცხეს. ევროტურნირებზე ისინიც მონაწილეობენ, ევროპა ლიგაზე "ფეიენოორდს" უნდა უმასპინძლონ.

ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, იტალიის ნაკრების 28 წლის მცველთან, მარიო ლაცარისთან დაპირისპირება მოუწევს. მას "სკუადრა აძურაში" არგენტინასთან "ფინალისიმაში" წარუმატებელი (0:3) დებიუტი ჰქონდა. ლაცარი კარგი დრიბლინგით გამოირჩევა, იერიშებზე ფიქრობს და "კვარას" შეტევაში მასთან უპირატესობის შექმნა შეუძლია.

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" პირველი ქულ(ებ)ის მოპოვებას "სასუოლოსთან" საკუთარ მოედანზე შეეცდება.

კრემონელებმა კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, შოტლანდიელი ჯეკ ჰენდრი იჯარით აიყვანეს, რომელიც ქართველი ფეხბურთელის (მარცხენა ცენტრალური მცველი) პირდაპირი კონკურენტია. შეხვედრა კვირას, 4 სექტემბერს, ჩვენი დროით 14:30 საათზე დაიწყება.

იტალიიდან ესპანეთში გადავინაცვლოთ, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ხეტაფეს" დაუხვდება. 3 ტურის შემდეგ ორივე გუნდი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაშია. "მამარდა" "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა გუნდი მაინც (0:1) დამარცხდა.

ვალენსიურმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჯასტინ კლუივერტი და ილაიშ მორიბა შეიძინა, გუნდი კი მაქსი გომესმა და ვიცე-კაპიტანმა კარლოს სოლერმა დატოვეს, რომელიც პსჟ-ში ჩაირიცხა. გატუზოს გუნდში ედინსონ კავანის დებიუტს ველით.

"მესტალიაზე" შეხვედრა კვირას, 4 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ღმერთო რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ვარაუდი ჩაქვესკნელდა და არ ასრულდა :დ
buba
პოლონელი მსაჯის ვერ ფავიგე,რა უნდა
Bachoo
საინტერესო საღამო გველოდება იმედია წარმატებით ჩაივლის. მიუხედავად ბელგიასთან უსახური თამაშისა მაინც გვაქვს შანსი მონდომების, მაყურებლის და სიმშვიდის ხარჯზე რომ დავამარცხოთ ესპანეთი. ნაპოლის ყველა თამაში უკვე ზეიმია ჩვენთვის იმედია მალე გაშინაურდება ხვიჩა და ეს მღელვარება მალე გადაივლის რაც გამოწვეულია თამასის თავიდანვე ასე აწევით. უცბად მოექცა მთელი იტალიის ყურადღების ცენტრში, ამავდროულად მთელი საქართველო მისგან ყოველთვის მაქსიმუმს ელოდება და ფსიქოლოგიურად რთულია გამკლავება მაგრამ პროფესიონალია, გამოცდილი ხალხის გვერდითაა და ნელ-ნელა ამ წნეხის ქვეშ გახსნილად თამაშსაც ისწავლის. დღეს სერიოზული მეტოქე ყავს ნაპოლის და ეს კიდე დამატებითი მოტივაცია იქნება მისთვის რო კარგად წარმოაჩინოს თავი. იმედია გუნდში მეგობრული და ერთსულოვანი განწყობაა
Charley
მე მგონი ქართველებს ძაან ამწარებს სპალეტი. დღეს კვარას ზამენაზე განიხილავს მის ადგილზე ლოზანოს აყენებს ლოზანოს ადგილზე ანუ მარჯ: ვინგერად პოლიტანოს და კვარას ზამენაზე სვამს, ნაპოლის ორივე ავტორიტეტული საიტი ამ ფორმაციას ვარაუდობს და თუ რეალურად ასე განალაგა სპალეტიმ ეს წყობა ეს კაცი საბოლოოდ შეგვაძულებს თავს. რა გამოდის უგოლო და უასისტო ლოზანოს იმდენად ამჯობინებს კვარას რომ დამცინავათ მის პოზიციაზე უპირებს მექსიკელს გამწესებას, არ მინდა რომ ეს ასე მოხდეს მარა მთელი გულით ვუსურვებ სპალეტის ბარგის ჩაბარებას.
სააკაძე
სამწუხაროდ დღეს კალათბურთელები დიდი ანგარიშით წააგებენ და იმედია ამის შემდეგ ცოტა ობიექტურები გავხდებით.
გოჩა
2-2-ი დამთავრდება: ლაციო-ნაპოლის თამაში.
ზურა
გთხოვთ!!! რამე ლინკი რომ კალათბურთს უყურო პირველი არხის გარდა სადმე, საზღვარგარეთ ვარ და პირველი არხი ყველგან, რომელ საიტზეც კი არის, ჭედავდა, დამაწყდა ნერვები. ანუ კალათბურთამდე ჩვეულებრივად აჩვენებდა, კალათბურთი რომ დაიწყო, ჭედავდა სულ, ყველა საიტზე თან, რომ მორჩა გამოსწორდა. ძალიან გამახარებთ რამე ლინკს თუ მომაწვდით

ქართველებს გვეძახიან ზეწოლას ახდენთ ხვიჩაზეო და იტალიურმა გვერდებმა როგორ აღნიშნეს კვარას თვის საუკეთესო ფეხბურთელობა, სულ იმას წერენ "who needs Insigne" ვიღას ჭირდება ინსინიეო. ამაზე მეტი ზეწოლა რაღა უნდა იყოს. ვერ გაიტანს კიდე ორ თამაშში და დაიწყებენ მერე დააბრუნეთ ინსინიეო. ფანატიკური გულშეატკივრის ფსიქოლოგია მაინც არვიცოდე
tngh
შერმადინი იქნება დღეს???
ირაკლი
არა,ტრანვირებულია

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. წინ ურთულესი კალენდარია და ვერ წარმომიდგენია, რომ დღეს მოიგონ. ხვიჩას მარტის მერე თამაში არ წაუგია და სავარაუდოდ დღეს იქნება პირველი წაგება. შევეგუოთ წინასწარ. :/
ლიზა
რიკი რუბიო არ ჩამოდის თბილისში?
Lasha
ესპანეთთან გამარჯვების შანსი არის 0% კვარა კარგ თამაშს ჩაატარებს მაგრამ ლაციო მაიიბც გაიმარჯვებს.
Spain
ხალხო ჩვენ აქ ერთმანეთს ვეჩხუბებით ზედმეტს ნუ ვწერთ კვარაცხელიაზე და წნეხში ნუ ვამყოფებთთქო. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე ტიკტოკის იტალიური გვერდები სადაც ხვიჩას ვიდეოები იდება და აქვს ათასობით იტალიური კომენტარი. უამრავი ადამიანი დებს და აკომენტარებს. სმაილებით ვხვდები, რომ ძირითად დადებითი კომენტარებია, სამწუხაროდ იტალიური არ მესმის. მართლა ძალიან ბევრია, უამრავი. თითო ნაბიჯს რომ უკონტროლებენ და უკომენტარებენ სულ ისეთები. ძირითადად თინეიჯერების კონტენტებია სულ ხვიჩაზე :))) იქ ერთი ქართული კომენტარიც არაა, სულ იტალიურია. ასე რომ ეს ყურადღება გარდაუვალია. ჩვენ რაც არუნდა ვიძახოთ ზედმეტი აჟიოტაჟით ხვიჩას ვავნებთთქო არაფერი გამოვა. პირს და კლავიატურას ვერავის ამოუკერავ. იტალიელები ასეთ ამბავში არიან და მითუმეტეს ქართველები როგორ გინდა გააჩერო :))) სადაც მიდის რეიტინგი და აჟიოტაჟი თან მიჰყვება ამ ბიჭს, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ჩუმი, არასკანდალური და არააქტიური სოც.ქსელებში. მახსოვს რუბინის ტიკტოკ და ინსტაგრამ გვერდები მისით რომ აკეთებდნენ რეიტინგს. ხან აუზში გადახტომის დროს უღებდნებ და ხან გასახდელში რაღაცის წამღერებისას. ჰქონდა მერე ათასობით ლაიქი. ახლა ჩამკვდარია, ვინღა აკომენტარებს საერთოდ რუბინის გვერდზე :) ასევე ბათუმში როგორ შემოიტანა სიცოცხლე და ყველა იმ ქალაქში, სადაც ბათუმს თამაში ჰქონდა. ახლა კი, ეროვნული ლიგა ვიღას აინტერესებს. მისი წასვლის მერე ერთი წესიერი ინფორმაცია არ შემხვერდია ეროვნული ლიგის შესახებ.
გუბერნია ს
აზროვნებაზე გეტყობათ გუბერნიას რომ წარმოადგენთ. თქვენნაირები მართლა ძალიან მეცოდებიან. კვარაცხელიას ფეხის დაცდენაზე რომ გაქვთ აწყობილი საკუთარი ბედნიერების საათები. აბა ამაზე დაბლა და ფსკერზე რაღა უნდა იყოს. რუსეთის გუბერნია აღარ ვართ, მაგრამ თქვენნაირების ტვინები ვერ დატოვა გუბერნიის მენტალიტეტმა ჯერ კიდევ.
აა, გიცანით..
აბა ვინ გამოიცნობს ამ კომენტარის ავტორის სახელის უკან სინამდვილეში ვინ იმალება??

მიუშვით ბურჯანაძე, ცინცაძე და დუდა ამოტენიან ესპანეთს ცინცაძე მარტო თავის ქნევით და უკუსვლით ბურთის ტარებით გააოგნებს და დააბნევს. ეეეხ!!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
შეიკლეს ეს ბიჭი რა. ამდენი უაზრო პიარით კრიტიკის გარეშე უკვე გაფუჭდა. კვარადონას ძახილით როცა ჯერ კვარაცხელოვია.
ვაი გულშემატკივარს
როგორ მოგწონთ და გიხარიათ რაიმე ცუდი მოხდება, ვერ ეღირსებით საქართველო მაინც გაიმარჯვებს!
რეზო
ესპანეთთან 5 ბურჯანაძით უნდა გავიდეთ. ეგ თამაში უნდა გამოვტოვოთ, ყველა დავასვენოთ
გუსანი
ნეტა არს მორწუნენი? ჩვენი კალათბურთის საქმე ცუდათაა, ჯგუფში აუტსაიდერობა გველოდება, მსოფლიოზე ჩაილურის წყალი. ნეტა სექტემბერში ფეხბურთმაც არ ჩაისვაროს......
ბექა
სანიკიძეეე!!!მიხედე სუპერ ლიგას და ბავშვთა კალათბურთს, მარტო ბასკონიის იმედზე ვერ ვიქნებით,ესპანელები ვერ გააკეთებენ ჩვენ გასაკეთებელს!!!!
საქართველო უპირველესად
სანიკიძეს არ ცალია კალათბურთისთვის,პარლამენტში მნიშვნელოვანი კანონები აქვს მისაღებიიი!!!!ნეტა რა გვეშველებაა!!!
ბათუმელი ექსპერტი
ეხლა რაც მთავარია ნაკრებმა ლაღად და თავისუფლად ითამაშოს ესპანელებთან და თურქეთთან, მათთან წაგებისთვის არავინ განურისხდებათ, დაამუშაონ ის ტაქტიკა-სტრატეგია რითიც მონტენეგროსთან და ბულგარეთთან თამაშს აპირებენ ამ სიტუაციის გათვალისწინებით. იდეაში ეს ორი გუნდი რჩება ჩვენს მეტოქეებად და ჩაროზად თუკი თურქების დამარცხებას შევძლებთ ხომ მთლად უკეთესი. წარმატებები ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს და პირადად ხვიჩა კვარაცხელიას!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "ნიურნბერგის" მოგება ორი წაგების შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა