ფოტო: facebook.com/ccNONA

17 წლის მოჭადრაკე თამუნა ესაძე სოციალურ ქსელ ფეისბუზე "ბათუმის მერიის თასი 2022-ის" ტურნირში მომხდარი ამბის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ორგანიზატორებმა შეჯიბრების ოფიციალურ დოკუმენტს გვერდი აუარეს და ტურნირის პირობების სიტყვიერად შეცვალეს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ესაძეს, რომელმაც ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ქალთა პირველადგილოსნის ჯილდო გადასცეს და განუცხადეს, რომ ქალი მოჭადრაკე ვერ აიღებდა კაცისთვის განკუთვნილ ჯილდოს.

ახალგაზრდა სპორტსმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობა მეგობრებო. მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის შესახებ, რაც ბათუმის მერიის თასის 2022 წლის ტურნირზე გადამხდა.

მთლიანი ოფენ ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე (სადაც პრიზი იყო 1300 ლარი) და დამაჯილდოვეს, როგორც ქალთა 1 ადგილზე გასული (პრიზი 900ლარი). ოფიციალური დებულების მიხედვით (რომელიც კვლავ უცვლელად უდევთ ოფიციალურ საიტზე), მეკუთვნოდა რომ დავჯილდოებულიყავი როგორც მთლიანი ტურნირის მეორეადგილოსანი. როდესაც დავიწყე გასაჩივრება და მივმართე ორგანიზატორს, მითხრეს რომ მთავარმა მსაჯმა ეს გამოგვიცხადა პირველი ტურის დაწყებამდე, რომ ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებდა. გთხოვთ მითხარით, რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, რომ ოფიციალურ დოკუმენტს (რისი გაცნობის შემდეგაც იღებ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღო მონაწილეობა თუ არა ტურნირში) ცვლიან უბრალოდ სიტყვიერი გამოცხადებით, რომელიც, შეიძლება, მონაწილეების უმეტესობამ ვერც მოისმინა თამაშისთვის კონცენტრაციის ან სხვა მიზეზების გამო? მაგრამ ამას რა აზრი აქვს, ნუთუ ეს ქალთა უფლებების დარღვევა არ არის? რას ნიშნავს ქალს არ შეუძლია მამაკაცთა პრიზის აღება? ან ვის გაუგია ოფიციალური დებულების შეცვლა სიტყვიერად პარტიის დაწყების წინ?" - წერს ესაძე.

ჯერ შეჯიბრების ორგანიზატორებს გოგონას განცხადებაზე პასუხი არ გაუციათ.

zaza
გია ჭანტურიასაგან მიკვირს ესეთი გაუგებრობა . თუ გია წყვერდა რაიმეს , ესაა საკითხავი .
ჟორიკა
უერთდები 100% ერთი ასმაგად
დავით 67
უნამუსოები. იფიქრეს ასეთ თანხაზე არ მოგვედავებაო. არადა ადვოკატი რომ აიყვანო და უჩივლო ეგ მთლიანი თანხა არ გეყოფა. ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურებაც უნდა მოითხოვო. აქ ქალთა უფლებების დარღვევა არ იკვეთება, ეს უსამართლობაა. ასე რომ ეგრეთწოდებულო ქალთა უფლებების დამცველებონუ აყაყანდებით თქვენებურად
ზურაბ
ბათუმის მერია,რას აკეთებთ, ვინმე პასუხისმგებლიანი არ გყავთ ხელმძღვანელობაში. სირცხვილია.
ლალუკა
ბათუმში ყველაფერი მოსულა, ძაღლის კუდი არ სწორდება. ჩემს გოგონას საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, მისი მსგავსი მოსწავლე არც ეყოლება არასდროს იმ სკოლას, კომპიუტერი არ მისცეს იმიტომ რომ მამაშენი პროგრამისტია და გაქვს კომპიუტერიო სახლშიო. დღეს წარმატებული ბიზნესი აქვს და ღმერთმა შენც ისე გაგიმართლოს როგორც მას მხოლდ თავის შრომით და ნიჭით.
ნუკრი
ყველა "კეთილი" სურვილი და "დალოცვა",რისთვისაც ადმინი ბლოკავს კომენტარებს,მომიძღვნია თქვენთვის ბათუმის მერიის თანამშრომლებო და ტურნირის ორგანიზატორებო!!!
ჩვენ
ყოველთვის ვიმსჯელოთ და დასკვნები გავაკეთოთ ორივე მხარის განცხადების შემდეგ
გულა
არაფერიც არ გვეშველება! ცხოვრება ბრძოლაა და ძლიერები უნდა ვიყოთ რომ გავიმარჯვოთ. უჩივლე სასამართლოში, მოიგებ და ეგენი მეორედ ვეღარ გაბედავენ მსგა
Irakli
ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ, რაც ქვეყანას 36 მლნ! ლარი დაუჯდა. წარმატებები თამუნა,ცოტაც გაუძელი ყველაფერი კარგად იქნება!
las
სამარცხვინო ქეყანა. მერიას 900 ლარი გაუჭირდა.
ქ. გ.
თამუნას 2200 ლარი ეკუთვნის (1300 ლარი + 900 ლარი). 1300 ლარი ეკუთვნის როგორც ტურნირის მეორე ადგილზე გასულ მოჭადრაკეს და პლიუს 900 ლარი როგორც ქალთა 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეს.
ფულისტი
ეჰ, იცი თამუნა რამდენია 400 ლარი? მთელი ცხოვრებაა, სად აქვს მერიას მაგდენი ფული? უჭირთ საწყლებს, რას იზამ, ისევ შენ უნდა გაუგგო. ხომ გაქვს 900 ლარი, კანფეტები უყიდე მაგათ, გაეხარდებათ. )))
ფეხბურთი
საქართველო დიქტატორული ქვეყანაა და მხოლოდ ასეთი რეჟიმების მქონე ქვეყნებში ხდება, მსგავსი პრეცენდენტები სამწუხაროდ.
ქ. გ.
თუ ქალები და კაცები ერთად თამაშობენ ერთ და იგივე ტურნირში, მაშინ ერთი და იგივე პრიზი ეკუთვნის მეორე ადგილზე გასულ ადამიანს (ქალი იქნება თუ კაცი). თამუნა 100% მართალია. და ეს ქალთა უფლებების დარღვევა კი არ არის, ადამიანის უფლებათა დარღვევაა.
მეგრელი
კი ჩემო კარგო, ხდება ესეთი რაღაცეები. ოღონდ მხოლოდ ავღანეთში,სამხრეთ სუდანში და საქართველოში.
ბოკინიო
იმის მაგივრად სტიმული მიცეთ 400 ლარზე ალაპარაკებთ სპორტსმენს? წარმატებები გული არ გაიტეხო ცხოვრება სავსეა დაბრკოლებებით საიდანაც უფრო -ძლიერი გამოდიხარ.
რა გვეშველება?
ასეთ ბავშვებს ჩაგვრა კი არა, პატრონობა სჭირდება, როდის დამთავრდება ეს ძირგამომპალი ფეოდალური საქართველო?
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა