დღეს საქართველოს ნაკრები თავის მეორე მატჩს გამართავს ევრობასკეტზე. ჩვენი მეტოქე იქნება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, რომელსაც საქართველო აქამდე სამჯერ შეხვედრია. პირველად სლოვენიაში, 2013 წლის ევრობასკეტზე, როცა იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველომ 59:83 დათმო შეხვედრა ვარსკვლავებით გადაჭედილ ესპანელებთან.

შემდეგ ჯერზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში შეხვდნენ. პირველი მატჩი ესპანეთში გაიმართა და ესპანელების დამაჯერებელი გამარჯვებით – 89:61 დასრულდა. მეორე წრის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანელებს თბილისი არენაზე უმასპინძლა და საამაყო გამარჯვება მოიპოვა – 82:76. მატჩი ქართველებმა დამატებით დროში მოიგეს.

ესპანეთის ნაკრები ახლა ორმაგად ძლიერია. სერჟიო სკორიოლოს გუნდს ნბასა და ევროლიგის მოთამაშეები დაემატნენ – ლორენსო ბრაუნი, რუდი ფერნანდესი, ვილი ერნანგომესი, უსმან გარუბა და ხუან ერნანგომესი. ესპანეთმა მიმდინარე ევრობასკეტის პირველ ტურში ბულგარეთს ძალიან იოლად – 114:87 მოუგო, საქართველო კი მოგეხსენებათ დამატებით დროში ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მისი სტატუსი გაურკვეველია და თამაშის წინ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა.

მომავალი მატჩის მონაწილე გუნდების მწვრთნელებმა ეს კომენტარი გააკეთეს:

ილიას ზუროსი: “წინ კიდევ 4 მატჩია. მომდევნო ორ შეხვედრას ვატარებთ ნაკრებებთან, რომლებსაც მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ, ბოლო ორ მატჩში კი ვთამაშობთ მეტოქეებთან, რომლებთანაც, თუ გასვლა გვინდა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს დავთმობთ! იმედია, რომ მომდევნო მატჩში გოგაც იქნება და ტრიბუნებზეც ისეთივე საოცარი ატმოსფერო იქნება, როგორც – ბელგიასთან”.

სერჯო სკარიოლო: “რთული თამაში გველის ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან, რომელსაც დიდი აუდიტორიის მხარდაჭერა ექნება და ეს ბელგიასთან მატჩშიც გამოჩნდა. ქართველ კალათბურთელებს პირველ შეხვედრაში ფეხი დაუცდათ და ახლა სიკვდილზეც წავლენ, რათა შეცდომა ჩვენთან გამოასწორონ. ესპანეთის ნაკრების ამისთვის მზად უნდა იყოს”.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისი არენაზე დღეს 21:00 საათიდან დაიწყება.

GBF.GE

ვოოტ
გასაგებია ზუროსის სურვილი, რომ ჩვენი ჯგუფი ძლიერად წარმოაჩინოს, მაგრამ წელს ვერც ესპანელები და მითუმეტეს, ვერც თურქები მედლებთან ახლოსაც ვერ მივლენ... რეალურად, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ჯგუფია და დასანანია, რომ ასეთი ჯგუფიდანაც გასვლის შანსები მიზერულია...
თემო
წარმატება ბიჭებს!
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ზუროსი: დილით მივხვდი, რომ გავიმარჯვებდით
სკარიოლო: საქართველოსთან მარცხი მტკივნეული არაა - ვულოცავ მათ ნაკრებსა და გულშემატკივრებს
თორნიკე შენგელია: ენერგია დილიდანვე იგრძნობოდა
როდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ევრობასკეტი 2015. 1/4 ფინალები: წინასწარი ფინალი ნახევარფინალში [VIDEO]
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ესპანეთმა ევრობასკეტი მოიგო [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!