ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა შემოგვთავაზა და "ლაციოსთან" თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, რომაული გუნდის მცველებს ქართველის შეჩერება ძალიან უჭირდათ.

"ნაპოლის" ქომაგები სოციალურ ქსელში "კვარასადმი" აღფრთოვანებას ვერ მალავენ, გთავაზობთ კომენტარებს:

"ვულოცავ საქართველოს, თქვენ მისი სახით ნაკრებში ნამდვილი მონსტრი გყავთ, რომელიც რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება".

"სამწუხაროდ სპალეტი ისევ ცვლის, ახალგაზრდა მოედანზე უფრო ხშირად უნდა იყოს".

"ეს ქართველი ბიჭი მაგიჟებს"

"კვარას" თამაშის სტილი იოჰან კრუიფისას ძალიან ჰგავს"

"ფენომენი საქართველოდან, სახელად ხვიჩა კვარაცხელია"

"მარადონას შემდეგ, ის "ნაპოლის" ლეგენდა გახდება"

"ეს ბავშვი მონსტრია!"

"თვის მოთამაშე, სეზონის მოთამაშე და წლის მოთამაშე"

"ნეაპოლში ახალი მარადონა ჩამოვიდა და სიგიჟეებს სჩადის"

"ინსინიეს ხასიათი არასდროს ჰქონდა, "კვარა" 100-ჯერ უკეთესია".

"დიდებული ტალანტი, სერია A უკეთესი გახადა"

ხვიჩას "ნაპოლიმ" ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ პოზიციაზეა, მომდევნო ტურში "პარტენოპეი" საშინაო კედლებში "სპეციას" მიიღებს.

ნუკრი
და ნაპოლი თვითონ რომ გახადოს ტოპ კლუბი, იქ ითამაშოს და მოიპოვოს საკლუბო ტიტულები უფრო მეტი დაფასება და სიყვარული არ ექნება გულშემატკივრებისგან? სპალეტიმ იცის რა ბრილიანტიც ყავს გუნდში და ამიტომაც უფრთხილდება და ასაკის შესაბამისად ტვირთავს,გუნდის საჭიროებების შესაბამისად.ულევი ჯანმრთელობა და წარმატებები!!!
დავით67
ფეხი რომ დაუსრიალდეთ და გოლები ვერ გაიტანონ
ვასილიჩი
ასეთი პრაქტიკა ყველა მინდორზე არ გამოიყენება, ზოგს ჭირდება მორწყვა, რომელიც სწრაფად ხმება და ამით ნიადაგი რბილდება, ზოგ ასეთ მინდორს ცივ ამინდებშიც კი რწყავენ....
canister
ვიღაც გამოქლიავებულმა იუტუბზე დაწერა კომენტარი (ნაპოლი-ლაციოს ვიდეოზე) აუ ნეტა ეს "ბალოტელია"(?) არგენტინელი რატო არ არისო რა კარგი იქნებოდა არგენტინისთვის მაგარი მოთამაშე იქნებოდაო. გესმით, კვარაცხელიაზე წერს მაგრამ ისეთი ბლაგვი დაბოლილი რომ "ბალოტელიაო" დაწერა... თან ნეტა არგენტინელი რატო არ არისო. და თან ხალხი ვერ ხვდება ვერ მოდიან აზრზე რომ კვარაცხელიას გულისხმობს, იმდენად ბლაგვად უწერია. Why don't this guy balotelia was not an argentine he will be such a great player for artina ბალოტელი არა მამადუ ნიანგი რაის ბალოტელია... ეს ტიპი უნდა მოვძებნოთ და დავაჯილდოვოთ იმენა რეკორდი მოხსნა ისეთი ბლაგვია
გომორძგუა მარგალეფც
ისევ ჩვენებბმა თუ რამე არ გაუჩალიჩეს მართლა გახდება მსოფლიოს საუკეთესო❤️
გიგა
მეც ძალიან მომწონს ჩაკვე,ისიც ჩვენი დიდი იმედია, მაგრამ კვარასთან მისი შედარება, როგორ კარგადაც არ უნდა ითამაშოს, მაინც წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი.კვარა, სხვა განზომილებაშია...გაახილეთ თვალები და დაინახავთ,მსოფლიოს (ერთა ლიგის კი არა) ახალი ვარსკვლავი იბადება (მე თუ მკითხავთ უკვე დაიბადა) კვარას სახით.შოთა არველაძემ ზუსტად თქვა (ფეხბურთში კარგად რომ ერკვევა და ყველაფერი რომ იცის იმ კაცზე ვსაუბრობ), ჯერ კიდევ არ ვიცნობთ კვარას რა და რამდენი შეუძლიაო. იგივეს იმეორებს სპალეტიც. ხვიჩა იტალიურ ტაქტიკურ სქემებზე მალე დაიხვეწება და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად (საუკეთესო ტოპ გუნდში) მოგვევლინება. აგერ მე და აგერ თქვენ (ურწმუნო თომებზე ვამბობ).
მამუკა
„ნაპოლის“ გულშემატკივართა კომენტარებს მე ჩემსას დავუმატებ: „ისტორია მეორდება! ნეაპოლელებს უფალმა მოუვლინა ახალი მარადონა, ამჯერად ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოდან“.
Goga
ძაან მახარებს ხვიჩიას წარმატება მჯერა რომ ნომერ პირველი გახდება ფიქრებში ლიგის თასით და ოქროს ბურთით წარმომიდგენია უბრალოდ კიდევ გვყავს ჩვენ ასეთი ნიჭიერი და მჯერა ისიც წარმატებას მიაღწევს და გადალახავს ცუდ პერიოდს ორივე ერთად შეძლებენ ჩვენ გახარებას როგორც ნაკრებში ისე კლუბებში ჩაკვეზე ძაან მწყდება გული მაგრამ იმედია ასეთ სტატიებს მასზეც წავიკითხავთ მიდით ბიჭებო გვეამაყებით
სოსო
ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა და ყველა, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული.უკვე მაინტერესებს,კიდევ რას მოიფიქრებს,ადრინდელისაგან სრულიად განსხვავებულს.მაკრატელათი რუბინში აქვს გატანილი.თავზე გადაგდებით,ნაკრებში.შეუძლია ქუსლით გატანა და დრიბლინგით,ბურთიანად კარში შესვლაც.იტალიელებისაგან განსხვავებით,ჩვენ ვიცით რომ ეს შეუძლია.აი მერე კი,ჩვენც იტალიელებივით,პირებს დაგვაღებინებს გაოცებისაგან,კიდევ რაიმე საოცრებას რომ გააკეთებს.არადა, ვიცი რომ გააკეთებს.
მართლა მაინტერესებს. ზურა.
თემას გადავუხვევ და ეგება ვინმემ ამიხსნას, თამაშის წინ მოედანს რატომ რწყავენ?
მაგარი ხარ ხვიჩა!
ოჰოჰო! უკვე კოჭებშივე ეტყობა, რა საფეხბურთო მომავალიც ელის ხვიჩას?
შაკო
აი რას ნიშნავს ბევრი შრომა,თორემ ნიჭი ქართველ ფეხბურთელებს არასოდეს აკლდათ
თემო
ხვიჩა გაიხარე, ქართველი ხალხის გახარებისათვის!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა