„ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ახალი კრიზისი დაემატა - გუნდიდან წასვლაზე ფიქრი დაიწყო მაიკლ დოუსონმაც
„ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ახალი კრიზისი დაემატა - გუნდიდან წასვლაზე ფიქრი დაიწყო მაიკლ დოუსონმაც. საოცარია, რომ ასეთი საქციელისკენ დოუსონსაც „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლივიმ უბიძგა - ეს კაცი აშკარად ამოვარდნილია კალაპოტიდან და საკუთარ კლუბში ვითარებას რევს.

კერძოდ, ლივის 27 წლის მცველისთვის უთქვამს ხელფასის მომატება ხომ არ გინდაო და დაუსახელებია თანხა, რომელიც ფეხბურთელმა დაცინვად მიიღო. „სანს“ „დეზების“ მავანმა თანამშრომელმა უთხრა:

„მაიკლმა თავი დაუფასებლად და დამცირებულად იგრძნო. ლივიმ მას ხელფასის მომატება შესთავაზა და ეს ნამდვილი დაცინვა იყო. დოუსონი დარწმუნებულია, რომ „ტოტენჰემისთვის“ თავი არ დაუზოგავს და ამ კლუბში დაფასებას იმსახურებს. ის ვერასდროს წარმოიდგენდა ასე თუ მოექცეოდნენ“.

როგორც ჩანს ლივიმ დოუსონს კვირაში 5 ათასის მომატება შესთავაზა. ფეხბურთელი რომც დათანხმებულიყო, მისი ყოველკვირეული ჯამაგირი მაინც 40 ათასზე დაბლა დარჩებოდა, ეს კი პრემიერლიგის მეხუთე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელისთვის აშკარად დაბალი ხელფასია.

შეგახსენებთ, რომ დოუსონის ამბავი „სფურზს“ ლუკა მოდრიჩის პრობლემაზე ახალ პრობლემად დაემატა. 25 წლის ხორვატს „ჩელსიში“ უნდა გადასვლა და ლივის ბრალად ჯენტლმენური სიტყვის დარღვევას სდებს. ის ამბობს, რომ თავმჯდომარეს მისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ თუ მისი ყიდბის სურვილს რომელიმე დიდი კლუბი გამოხატავდა, ის არ დააბრკოლებდა. მოგეხსენებათ, „ჩელსი“ მოდრიჩში 27 მილიონ ფუნტს იხდის.

რაც შეეხება დოუსონს, მას „ტოტენჰემის“ მაისურით უკვე 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. მცველი „უაით ჰართ ლეინზე“ 2005 წელს „ნოტინგემ ფორესტიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში დიუსონმა განსაკუთრებით მოუმატა თამაშს. ის ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრებში გამოიძახა და მარტში, უელსის წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში უკვე მეოთხე თამაში ჩაატარა. 2010 წლის იანვარში დოუსონმა „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"