ფიბამ საქართველოს ნაკრებთან "დაკარგული" 22 წამის გამო თურქეთის პროტესტი არ დააკმაყოფილა და გადათამაშება არ გაიმართება. შეისწავლა რა წარმოდგენილი მასალები და მტკიცებულებები, ევრობასკეტზე ფიბას სადისციპლინო კომისიის მსაჯმა დაადგინა:

"მეოთხე მეოთხედში ქრონომეტრაჟის შეცდომა მართლაც იყო, მაგრამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ თავის პროტესტში ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ თუ შეცდომა არ იქნებოდა, სხვა შედეგი შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო. მატჩის შედეგზე პროტესტი არ იქნა მიღებული".

ფიბამ აგრეთვე გამოაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტის გამო გამოძიება დაიწყო. ერგინ ატამანი, ფურკან კორკმაზი და დუდა სანაძე დისკვალიფიცირებულნი არ იქნებიან.

სანაძემ თქვა, რომ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ხელი არავის არავისთვის არ გაურტყამს. კორკმაზის მტკიცებით, ერთმანეთს გვირაბში მუშტები ურტყეს და საინტერესოა, როგორ მოახერხა ცალი ხელით ჩხუბი თორნიკე შენგელიამ.

თურქეთის ნაკრების კაპიტანმა მელიხ მახმატოღლუმ ჯერ კიდევ ფიბას ვერდიქტამდე დაიჩივლა, რომ სამწუხაროდ, პროტესტის დაკმაყოფილებას ნაკლებად ელოდნენ, გუშინდელი ამბავი უკვე დაივიწყეს, ბელგიასთან დაპირისპირებისთვის არიან კონცენტრირებული და რაც მოხდა, უმსგავსობაა:

"ის ფაქტი, რომ ჩვენთან გასახდელში მოვიდნენ და თავს დაგვესხნენ, დაუშვებელია. ამაშია მათი ძალა? ეს საკუთარ სახლში გააკეთეს. მსგავსი რამ შეიძლებოდა სხვაგან მომხდარიყო? მე ასე არ ვფიქრობ".

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა განაცხადა, რომ ფიბას პრეზიდენტი თურქი ტურგაი დემირელია, ჯანდაბას, რომ მას არ დაურეკა, მაგრამ კორკმაზისთვის უნდა დაერეკა, მწვრთნელისთვის. ბავშვებმა (ზუსტად ასე მოიხსენია თავისი მოთამაშეები) ასეთი რამ გადაიტანეს და მისი დუმილი სამწუხაროა.

გიორგი
ესეთი ჯუშისა არიან, ვერ შეცვლი.
alexandre
გახსოვთ, მთელი საფრანგეთი ზინედინ ზიდანს (დიახ, დიახ ბატონო, ზიდანს!!!) ადანაშაულებდა ფინალის წაგებაში. თან რა? თითქმის მხოლოდ პენლების დარტყმა იყო დარჩენილი. რის პატრიოტი და რის პროფესიონალია, თუ ასეთ პროვოკაციას წამოეგოო. რა გითხრათ? დუდა უნდა ყოფილიყო მაგ კორკმაზზე მაღლა თავისი დონით. და რადგან რაღაც ჩაულაპარაკა და წამოაგო პროვოკაციაზე, თავი შეეკავებინა უნდა. ხედავთ, როგორ შეტრიალდა ყველაფერი. კიდევ კარგი ფიბას პრეზიდენტი თურქი რომ არის, და დუდა გადაურჩა დისკვალიფიკაციას (მარტო მაგას ვერ მიცემდნენ, ატამანი და კორკმაზიც დაისჯებოდა, რა თქმა უნდა). გილოცავთ თურქებთან გამარჯვებას. მჯერა, ღვთის ნებით ბოლო 2 თამაშსაც მოვიგებთ! გაიხარეთ ბიჭებო! გაახარეთ სდაქართველო!
ალეკსანდრე
რაო "პატივცემულო? გარკვევით დააფიქსირე შენი "ბრძნული" აზრი
WTF
ყველამ თავი უნდა დაანებოს ამ ინციდენტის სპორტულის გარდა სხვა სიბრტყეში გადატანას, მითუმეტეს პოლიტიკურში. ეს იქნება ყველაზე უარესი გაგრძელება ამ სიტუაციის. პროვოკაცია ყველა სპორტის სახეობას სჩვევია, მაგრამ კონკრეტულ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. ამიტომ ყველა უნდა იყოს ფრთხილი თავის კომენტარებში ამაში მედიასაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს.
r
ვაბშე გაუფშტვინეს, ამათ კალათბურთის გარდა სხვა პრეტენზიები აქვთ
დავით აღმაშენებელი
ამ თურქების ნდობა არ შეიძლება. პროვოკატორები არიან და მისაღები მიიღეს. ისტორიულადაც ასე იყო!
ნოდო
ესენო რო ნაცემები იყვნენ ფოტოები მსოფლიოს მოივლიდა სხვადასხვა გვირაბით წავიდა დუდაც და ისიც და როგორ შეხვდნენ ერთმანეთს საინტერესოა საღოლ თოკო რემბო ხარ ცალი ხელით :დ და მოგებული მატჩის შემდეგ ძაან უაზრობად მეჩვენა ტურნირის დატოვება თითქმის გასულები არიან და ფლიოფები გერმანიაში ტარდება ვის ემუქრებოდნენ ნეტა რო გაიკვირვეს ჩვენ სახლში ვიყავით და ამიტო დვჩაგრეთ რაც ხდება ეფესის და ფენერის მოედნებზე მეტოქე გუნდის მიმართ ჯერ მაქედან დაიწყონ
მოსეხონელი
ამაზე იკადრეს ყველაფერი?თურქებს ხო ჯგუფიდან გასვლის პრობლემა აარააქ რატო ითხოვდნე გადათამშებას? იმიტომ რომ ვერ აიტანეს პატარ საქართველოსთან დამარცხება.ისინი ესპენელებივით ვაშკაცები არარარიან დაგაფასონ რომ მისნაერი ძლიერი გუნდი დაამრცხე

აი სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული! ფიბას პრეზიდენტი თურქი ყოფილა და იმისი იმედი ჰქონდათ. ეს ამხელა საკალათბურთო ქვეყანა იმ დონეზე დაეცა, რომ ინტრიგების გარდა მეტი ვერაფერი მოიფიქრა. ეხლა თანამემამულე პრეზიდენტსაც მისწვდნენ. ისიც აშკარად მიხვდა სცენარს და ატამანის გულისთვის თავი არ შეირცხვინა. ეს თურქი ყველა ერდოღანს როგორ ბაძავს ??? ნაღდად მადლია ამათი ჯგუფში ჩარჩენა
ii
სულ ჩხუბში როგორ არის ეს ნაკრები. მე არც არასდროს მქონია მათი იმედი. მხოლოდ უკრაინის წარმათების იმედით ვუყურებ და ჯერ კარგად მიდიან !!:)
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა
დავითაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"უზარმაზარი წარმატებების მიღწევის იმედი მაქვს" - ბარკოლა "ლივერპულში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით
"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?
ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]
კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ