6 სექტემბერს სტარტი უეფას ყველაზე პრესტიჟულმა საკლუბო ტურნირმა, ჩემპიონთა ლიგამ აიღო. ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება დღევანდელი დღისკენაა მიმართული, როცა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლივერპულთან" საშინაო დაპირისპირებას (23:00 სთ) ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი იმ ფეხბურთელებს წარმოგვიდგენს, რომლებიც ამა თუ იმ გუნდში ახლა საუკეთესო ფორმაში არიან. "ნაპოლის" შემთხვევაში ასეთი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. რაც შეეხება "ლივერპულს" - კოლუმბიელმა ლუის დიასმა პრემიერლიგის 6 ტურში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში მშვენივრად გაიცნეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგისთვის ის ჯერ მაინც უცნობია. ქართველ შემტევს შეუძლია მთელი ევროპა მალევე აალაპარაკოს. ხვიჩა განსაკუთრებით არ უნდა დავძაბოთ და გოლი ან საგოლე პასი ყოველ შეხვედრაში, პირდაპირი მნიშვნელობით, არ მოვითხოვოთ.

ვინც "ლივერპულის" ბოლო მატჩებს თვალი მიადევნა, შეამჩნევდა, რომ მათი მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი იდეალურ ფორმაში არაა. 23 წლის ინგლისელი შეტევაში ჩართვის მოყვარულია და "კვარას" ამ მომენტის გამოყენება შეუძლია. ჯერჯერობით ვერც გუნდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ბრწყინავს, თუმცა ის ყოველთვის ძალიან სახიფათოა.

"სტადიო მარადონაზე" გასამართ შეხვედრაში მასპინძელთა სასტარტოს წევრად მიჩნეული შემტევებიდან, შესაძლოა, მხოლოდ კვარაცხელიამ ითამაშოს. მექსიკელი ირვინგ ლოსანოს სახის ტრავმა "ლაციოსთან" მატჩისას ვნახეთ. ის ახლა თავს კარგად გრძნობს, ვიკტორ ოსიმენს კი კუნთების პრობლემა შეექმნა. სასტარტოში მატეო პოლიტანოს, ფორვარდის პოზიციაზე კი ჯოვანი სიმეონეს ელიან. შეხვედრას ესპანელი არბიტრი დელ სერო განსჯის. შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში ამსტერდამის "აიაქსი" და შოტლანდიური "რეინჯერსიც" გამოდიან.

"შენ მარტო არ ხარ და არასდროს იქნები, ჯოჯოხეთი ჩვენ ვართ" - წერს Napoli24. ლივერპულელებს გულშემატკივრობით ვერავინ გააკვირვებთ, თუმცა ნეაპოლშიც მშვენიერ გარემოსა და საფეხბურთო საღამოს ველით, სადაც "წითლებმა" უკანასკნელი ორი სტუმრობა ისე წააგო, გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. ნეაპოლელთა თავკაც ლუჩანო სპალეტის იურგენ კლოპთან საინტერესო დაპირისპირება ელის. "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე "რომა", "ინტერი" და "ზენიტი" გაუწვრთნია, რომაულ კლუბში "ლივერპულის" ორ წამყვან ფეხბურთელს, მეკარე ალისონსა და მოჰამედ სალაჰს ავარჯიშებდა.

საღამოს ყველანი ეკრანებთან ვართ - ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე იწყებს!

ზაზა
რა იყო მეგობარო, მოსკოვში ქართულად წერა დაგვავიწყდა?ჩვენს ულამაზეს და დალოცვილ ანბანს ყველა ასო ბგერა აქვს
Москва
რტლი ტამაში იკნედა,ლივერჰული ფორმაში არ არის ჯერ მაგრამ ფრტხილად უნდა იხვნენ,მაინც ვფიკრობ ნაჰოლი მოიგებს 2-1 ან 1-0.კვარა დხეს გაიბრცხინებს იმენა აიცხვიტავს და გოლი ტუ გაიტანა აი მაშინ ნახავტ რამბავი მოხვება მტელი საფეხბურტო სამხარო კვარაზე ილაჰარაკებს,კვარა კლოჰი უნდა გაშტერო დხეს,ხველას გვჯერა რო ეგრე იკნება მტელი მოსკოველი კარტველები შენტან ვარტ,ხმერტს მაგას ვტხოვ რო გოლი გაგატანიოს ხმერტი და ცმინდა გიორგი გფარავდეს.
Semi
მაგარი ღადაობა იქნება ზამენაზე რო დაიწყოს ხვიჩამ
zura222
ლივერპული ძირითადად ფლანგებიდან უტევს ამიტომ სპალეტი აირჩებს (ყოველ შემთხვევაში უნდა აირჩიოს) 4-5-1 ან 4-3-2-1 სქემას ანუ 2-2 ფლანგის ნახევარმცველით.მარიო რუის სალაჰის გადამკიდეს შეტევებში წასვლის დრო არ ექნება ამიტომ საჭიროა კიდევ ერთი ფლანგის მოთამაშე (მაგალითად ოლივეირა) რომ ხვიჩას მეტი თავისუფლება ქონდეს წინ
Zaza
Sad vykyrot chveni imedis tamashs?
Meore emigranti
me samsaxurshi viqnebi da mag dros ar vimushaveb,tu undat gamagdon xvalve.
ვახო სანაია.
ლივერპული გაიმარჯვებს!
კაპიტან გარდენბურგი
ძალიან ბევრი რამეა ძალიან კარგად შეამჩნია
tngh
რთული თამაში იქნება...
სტალინი
საქართველო და ნეაპოლი ერთი სიხარულით ცხოვრობს.....
რაბუ
ხვიჩას დუბლი
ბაჩო
გეფურინი ხვიჩა მარგალურო❤️
ქ. გ.
რაფა ბენიტესი ხვიჩას შესახებ https://www.gazzetta.it/Calcio/Champions-League/07-09-2022/napoli-liverpool-benitez-kvaratskhelia-45069608541.shtml?cmpid=shortener_1ca5f9c6tF
gio
ხვიჩა ოღონ დღეს გაიტანე რა და გაახარე ეს გაუბედურებული ქვეყანა.მგონი შენ ერთადერთი ხარ ვინც აერთიანებ ქართველებს. შენ შემოგევლოს მთელი ქვეყანა. მთელი საქართველო ტელევიზორს ხომ მიაჯაჭვე. დიდი თუ პატარა შენ შეემოგცქერით. შენ გაიხარე ჩევნო საამაყო ქართველო
gio
ჩვენი იმედი
ემიგრანტი
ხვიჩააა, გთხოვ დღეს იფრინეე, ყველანაირი კომპლექსი და შიში მოიშორე და იფრინე გთხოოვ. სამსახურიდან მომავალს ავტობუსში მომიწევს ყურება სპეციალურად ვიყიდე საკმარისი ინტერნეტი, დიდი იმედი მაქვს რომ ავტობუსს თავზე დამამხობინებ სიხარულისგან.
მერაბი
ოცნების ასრულება ვუსურვოთ ხვიჩას, თანაც წელსვე!მრავალგზის შეგემართოს თავს ზემოთ ეს საოცნებო თასი,ჩვენო საამაყო ფეხბურთელო და ადამიანო!!!
G.LA
ერთ ორჯერ ლივერპულელ ქომაგებთან მქონდა ლაპარაკი და დინამო სად არისო მკითხეს. მათ რა თქმა უნდა ახსოვთ 3-0 იმ არა ნაკლებ ძლიერ ლივერპუთან თუ მეტთან არა. აბდა უბდათ უპასუხე, რა უნდა მეთქვა? დინამო თუ გაქრა ევრპიდან, ხვიჩა შენ შეგიძლია უპასუხო იმ ქომაგებს, მე ვერ შევძელი. რომ ჩვენ ვარსებობთ და აქ ვართ. ჩვენი სისიხლი ხარ და მთელი გულით გგულშემატკივრობთ. მიდი იფრინე, შენ შეგიძია ყველა ერთად გაგვახარო.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა