კოპა ამერიკა 2011. ლა პლატაში ურუგვაის ნაკრებმა მექსიკას ალვარო პერეირას ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო და მეოთხედფინალში არგენტინას ხვდება
ურუგვაი-მექსიკა 1:0

ურუგვაი: მუსლერა, მ. პერეირა, ლუგანო, კოატესი, ა. პერეირა, რიოსი, პერესი, როდრიგესი (83. ეგურენი), გონსალესი (68. ლოდიერო), ფორლანი (89. აბრეუ), სუარესი.

მექსიკა: მიჩელი, მიერი, არაუხო, რეინოსო, აგუილარი (46. აქუინო), რეიესი, ენრიკესი, ჩავესი, პონსე (70. პაჩეკო), ჯ. დოს სანტოსი (46. პერალტა), ლუგო.

გოლი: 1:0 ალვარო პერეირა (14)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

ლა პლატაში ურუგვაიმ მექსიკას მოუგო და მეოთხედფინალში არგენტინას ხვდება. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე ალვარო პერეირამ გაიტანა. მისი წყალობით ურუგვაელებმა C ჯგუფში ჩილეს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. პირველზე, რომ ჩილე ავიდა, ცოტა ადრე გაირკვა, როდესაც ამ ქვეყნის ნაკრებმა პერუს 1:0 აჯობა, აი, მექსიკა კი შეჯიბრებას ჯგუფური ეტაპიდან ისტორიაში პირველად გამოეთიშა.

ურუგვაელებმა, დიეგო ფორლანმა და ნიკოლას ლოდეირომ ძელს გაარტყეს ბურთი, მექსიკელ რაფაელ მარკეს ლუგოს კი გოლი არ ჩაუთვალეს - თანამსაჯმა ალამი აღმართა, თამაშგარეაო.

თამაში ურუგვაელთა ინიციატივით დაიწყო, მექსიკას კი, სავარაუდოდ, კონტრშეტევაზე თამაში თავად ჰქონდა გეგმაში. როგორც მოგახსენეთ, მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის დასაწყისშივე გავიდა. ეს პერეირას მეორე შედეგიანი დარტყმა გახლდათ მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“. წარმატებას მან, ამჟამად, მას მერე მიაღწია, რაც ფორლანის დარტყმული ბურთი მეკარე ლუის მიჩელმა მოიგერია, რასაც მექსიკელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ზუსტად ერთ წუთში ფორლანმა შორეული დარტყმით კინაღამ გაზარდა ანგარიში, მაგრამ მიჩელმა ამ ჯერზე საქმეს თავი ჩინებულად გაართვა. 25-ე წუთზე კი ხიფათი უკვე მოედნის მეორე ბოლოში შეიქმნა, როდესაც ჯოვანი დოს სანტოსმა მარცხენა ფრთიდან მოხერხებული გარღვევის შემდეგ დაბლა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ურუგვაელმა მეკარე ფერნანდო მუსლერამ იყოჩაღა. თუმცა, ხუთი წუთის შემდეგ გოლი კინაღამ ისევ მიჩელის კარში გავიდა: მახსი პერეირაც ჩაწოდებულ ბურთს მცველმა ჰირამ მიერმა ვერ უხელთა და ფორლანმა ძელს გაარტყა ბურთი. ამ ამბიდან ექვსი წუთი რომ გავიდა ლუის სუარესმა შორიდან სცადა ბედი, დაარტყა, მაგრამ მიჩელმა ბურთი თითის წვერებით კუთხურზე გადააგდო.

შესვენებისას მექსიკელებმა დოს სანტოსი გამოცვალეს, რამაც მათ შეტევას აშკარად დააკლო ძალა. რაც შეეხება ურუგვაიელებს, მათ შესვენების შემდეგაც ეპყრათ ინიციატივა და სახიფათო მომენტებსაც ხშირად ქმნიდნენ, მაგრამ მუხლნატკენი ედინსონ კავანის არყოფნის გამო თუ რაიმე სხვა მიზეზით, გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. რამდენიმე კუთხურის დროს თავურის დარტყმა რკისტიამ როდრიგესმა სცადა, მაგრამ მეკარე მიჩელს ამ ეპიზოდებში საყვედური არ ეთქმოდა. კიდევ, 64-ე წუთზე იყო ერთი თვალშისაცემი მომენტი, როდესაც სუარესმა ფორლანს მიაწოდა საგოლე პასი, მან კი ბურთი კარს გადააცილა. ორ წუთში „ლივერპულის“ თავდამსხმელმა თავად ააცილა, შემდეგ ისევ ფორლანის ჯერი დადგა, მაგრამ მისი დარტყმა მოიგერიეს, ხეირიანად ვერ დაუმიზნა დიეგო პერესმაც, თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე კი ლოდეირო გახდა მეორე ურუგვაელი, რომელმაც ძელს მოარტყა ბურთი.

და ბოლოს იმ ეპიზოდის შესახებ, ზემოთ რომ მოგახსენეთ: მე-80 წუთზე ყველას ეგონა, რომ მექსიკამ გაათანაბრა. ედგარ პაჩეკოს მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი მარკეს ლუგომ ურუგვაელთა კარში შეაგდო, მაგრამ თანამსაჯმა ოფსაიდი აღმართა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტელემაყურებელმა და იმავდროულად ინტერნეტის მომხმარებელმა ფორლანი დაასახელა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ატლეტიკოს“ ვარსკვლავმა კარში რვაჯერ დაარტყა, თუმცა ამაზე მთავარი მისი პასები გახლდათ - ფორლანმა ამ შეხვედრაში თანაგუნდელებს 47 პასი გადააწოდა და ორჯერ ფლანგიდანაც სწორად ჩაჰკიდა.

ოსკარ ტაბარესი, ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი: „თამაშის წინ არასდროს არაფერია ცნობილი. ამჯერადაც, ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლებოდა ის იყო, რომ მექსიკა ძლიერი გუნდი, რთული მოწინააღმდეგეა. სულერთია, „კოპა ამერიკაზე“ ხვდები თუ სხვა შეჯიბრებაში, მასთან თამაში ძნელია“.

შაბათს კი სანტა ფეს „ბრიგადიერ ლოპესზე“ ურუგვაი არგენტინას ხვდება...

„შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი და ურუგვაის ის გუნდი უნდა დავივიწყოთ. „კოპა ამერიკასადმი“ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო პრესტიჟული შეჯიბრებაა და გუნდებს იქ უფრო დიდი მოტივაცია აქვთ. თუმცა, ჩვენ მაინც გამარჯვება გვინდა. თუ ჩვენ არგენტინას დავამარცხებთ, ჟურნალისტები დაწერენ, რომ ურუგვაი იმ დონეს დაუბრუნდა, სამხრეთ აფრიკაში მუნდიალზე რომ აჩვენებდა.

ვფიქრობ, ეს მთლად მართალი მაინც არ იქნება. ჩვენ ჯერ ვერ ვთამაშობთ ისე, როგორც გვინდა და გვჩვევია. ფეხბურთელთა ჯგუფი იგივეა, სამხრეთ აფრიკაში თავი, რომ გამოიჩინა, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ახლა რთულ პერიოდს გავდივართ. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენ გამარჯვების ჟინითაც ვართ ანთებული“, - დასძინა ტაბარესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა