მოგეხსენებათ, დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.

ცნობილი გამოცემა Goal.com-ი ჩვენებურს ვრცელ სტატიას უძღვნის და გარემარბს "კვარადონას" უწოდებს.

"21 წლის ახალგაზრდამ ნეაპოლური თავგადასავალი შთამბეჭდავად დაიწყო და დღეს "ლივერპულს" უზარმაზარ საფრთხეს შეუქმნის. ხუთ შეხვედრაში უკვე ოთხი გოლი გაიტანა და გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში ეხმარება. "სქაუზერებმა" კარგად იციან, რომ მის შეჩერებაზე ზრუნვა მოუწევთ.

"კვარადონა" - ასე მიმართავენ მას "ნაპოლის" გულშემატკივრები. მსგავსი ზედმეტსახელი ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი ფუფუნებაა, განსაკუთრებით იქ, სადაც მარადონა მეფეა, მეტროსადგურები, კედლები და ახლა უკვე სტადიონიც კი არგენტინელის პატივსაგებადაა შექმნილი.

"პარტენოპეის" გოლების მესამედი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. "არის რაიმე, რაც ამ ბიჭს არ შეუძლია?" - აღნიშნა კომენტატორმა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა 25 იარდიდან ულამაზესი გოლი გაიტანა, მანამდე კი რამდენიმე მცველი გააბრუა. მისი მოძრაობები ცეკვას მოგაგონებდათ. საიდან მოვიდა ის? - პასუხია ბათუმის "დინამო", საქართველოს მოქმედი ჩემპიონი.

"ნაპოლიმ" გარემარბში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. თუ მის თამაშს და ახლანდელ ფორმას გავითვალისწინებთ, ეს თანხა, ფაქტობრივად, არაფერია. რომის "ლაციოსთან" "კვარამ" გუნდს ულიდერა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

კვარაცხელიას საკუთარ სამშობლოში "ქართველ მესის" უწოდებენ, მაგრამ მისი კერპი მეორე სუპერვარსკვლავი, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოა. ხვიჩას 7-ნომრიანი მაისურის მორგებაც მის საპატივცემულოდ სურდა.

საქართველომ წლების განმავლობაში ევროპულ ფეხბურთს რამდენიმე ვარსკვლავი აჩუქა: იტალიაში, "მილანთან" ერთად, კახა კალაძემ უამრავი წარმატება მოიპოვა; შოთა არველაძემ "აიაქსთან" და "რეინჯერსთან" ერთად შეძლო ტიტულების მოპოვება; პრემიერლიგის გულშემატკივრებს კი თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქინქლაძის უნიკალური ტალანტი, რა თქმა უნდა, ემახსოვრებათ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ხაზი შეწყდა. სწორედ ხვიჩა აღმოჩნდა მოთამაშე, ვინც, სავარაუდოდ, წარმატებული ქართველი ფეხბურთელების გზას გააგრძელებს. ნაკრებში 17 შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე 8 გატანილი გოლია და ზედიზედ ორჯერ საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მსგავსი შედეგისთვის გიორგი ქინქლაძესაც კი არასდროს მიუღწევია.

"ნაპოლის" გულშემატკივრებს კვარაცხელია უკვე შეუყვარდათ. მოდით, ვაღიაროთ, ის ვერ მიაღწევს იმდენს, რამდენსაც მარადონამ იტალიურ კლუბში მიაღწია, ამას ვერავინ შეძლებს, მაგრამ მცდელობის ყურება ნამდვილად სასიამოვნო იქნება.

"ლივერპულო", ფრთხილად იყავი, მან სერია A უკვე დაიპყრო, ახლა კი თვალი ჩემპიონთა ლიგაზე უჭირავს".

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ლივერპულის" შეხვედრა დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

გიორგი
კარგია რუსეთი რომ არსად ახსენეს!!!!
gio
შენ ყველაფერს მაღწევ ხვიჩა
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
მარადონამ კარიერაში რასაც მიაღწია, იმას ნამდვილად ვერ მიაღწევს, მაგრამ "იტალიურ კლუბში" რატომ ვერ მიაღწევს? იქნება მეტსაც მიაღწიოს მანდაც და სხვა კლუბშიც, ვინ იცის, ჯერ დიდი დრო აქვს. წარმატებები ჩვენ საამაყო უტალანტეს ბიჭს!
G.LA
კარგი სტატიაა ნამდვილად და სცოდნია ჩვენი ფეხბურთიც. აქ ჩამოთვლილ ჩვენი ფეხბურთელებიდან შოთიმ თავისი მაქსიმუმი დადო ალბათ. კახამ თავის მაქსიმუმზე 2 ჯერ მეტი გამართლების ხარჯზე. იმ დროის ძლიერი მილანი მყავს მხედველობაში და მისი დიდი შრომა. ქეცბაიამაც მაქსიმუმი დადო თავის შრომის ხარჯზე. ქინქიმ თავის შესაძლებლობის ნახევარიც ვერ დადო. მე მჯერა ხვიჩა მათზე გაცილებით მეტს დადებს. მე რაც ჩემი თვალით მახსოვს ქართველი ფეხბურთელები ასეთი არავინ ყოფილა როგორიც ხვიჩაა. დათოს ხვიჩას ნახევარი ნიჭიც არ ქონდა ის ძალიან მშრომელი იყო. ვოვა ძალიან მაგარი იყო, მარა ხასიათის ფეხბურთელი და დამაგვირგვინებელი დარტყმაც არ ქონდა ასეთი. ხვიჩა არგენტინაში არ დაიბადა რომ მსოლფიო ჩემპიონი გახდეს მარადონასავით. მაგრამ თუ მან გადაწყვიტა მთელი თავისი კარიერა ნაპოლის მიუძღვნას... მაშინ როგორც ამბობენ არასოდეს ვთქვათ არასოდეს. მე მაიც მწვერვალზე მინდა ხვიჩა ვიხილო და ეს რეალია.
ლაშა
ის (კვარა) ვერ მიაღწევს იმდენს, რამდენსაც მარადონამ იტალიურ კლუბში მიაღწია, ამას ვერავინ შეძლებს (?). არასოდეს თქვა არასოდეს!...
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ