გიორგი ჭანტურია მალე "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება. ჩვენს შემდეგ ეს ინფორმაცია ესპანურმა გამოცემებმაც გაავრცელეს. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა...

გიორგი ჭანტურია მალე "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება. ჩვენს შემდეგ ეს ინფორმაცია ესპანურმა გამოცემებმაც გაავრცელეს. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა "ბარსელონას" "ჟუვენილ B-ში" პირველივე სეზონის შემდეგ მოწონება დაიმსახურა. აი, რას წერს "ეარფუტბოლის" ჟურნალისტი:

ჭანტურია ჩელსიში

გიორგი ჭანტურიამ დაადასტურა, რომ "ჩელსიში" გადადის. ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში "ბარსელონას" "ჟუვენილ B-ში" გამოდიოდა, ლონდონელთა სარეზერვო გუნდში ითამაშებს. ის ბრიტანეთის დედაქალაქში მომდევნო კვირას ჩავა და სტივ ჰოლანდის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს.

გიორგის იჯარის ვადა ამოეწურა. "ბარსელონა" კი ჭანტურიას კლუბთან განათხოვრების გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდა. გასულ სეზონში ქართველი ჩემპიონატის ბომბარდირებში 11 გოლით მეორე ადგილზე გავიდა, კატალონიის ჩემპიონატში კი 18 ბურთი გაიტანა. ამით მან რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიქცია. "ჩელსი" ყველაზე აქტიური გამოდგა და ჭანტურიამაც ინგლისში მიმზიდველი პერსპექტივა დაინახა.

ის პლეიმეიკერია (ეს უზუსტობაა, გიორგი თავდამსხმელია - რედ), მაგრამ ფლანგებზე თამაშიც შეუძლია და ცენტრფორვარდადაც. ის მშვენიერი ტექნიკით გამოირჩევა".

საინტერესო ფაქტი - ესპანურის მცოდნე ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი დაინტერესდა, მართლა ასეთი ნიჭიერია ჭანტურია, როგორც ქართული გაზეთები წერენ, თუ აზვიადებენო. მან ექსპერიმენტი ჩაატარა: "ბარსელონას" ფანების ფორუმზე ჭანტურიას შესახებ შეგნებულად ნეგატიური რამ დაწერა - რას გიჟდებით ამ ქართველზე, მეტი უკეთესი არავინ გინახავთო?! ბოლოს და ბოლოს, "ბარსელონას" ქომაგობთ თუ რომელიღაც პროვინციულ გუნდსო?!

მერე გახარებული ჰყვებოდა, როგორ გაცოფდნენ "ბარსას" ფანები - ეს რა იკადრე, ჭანტურიას მსგავსი ტალანტი დიდი ხანია არ გვინახავს, მეორე მესი გახდება, თუ იშრომებს და არ გაჩერდებაო. მოკლედ, მავანი ქართველი გულშემატკივრის ექსპერიმენტმა ასეთი შედეგი მოგვცა - "ბარსას" ფანებს ჭანტურია ნადვილად მოსწონთ!

გიორგიმ მართლაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა - კატალონიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის რეგიონთა თასს დაეუფლა, "ბარსელონას" "ჟუვენილ B-ში" კი კატალონიიის ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, კატალონიის ნაკრებში "ჟუვენილ B-დან" მხოლოდ სამი ფეხბურთელი მიიწვიეს. ამას გარდა, მთავარ "ბარსაში" (მართალია, შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა, მაგრამ ძირითადიდან 6 ფეხბურთელი იყო, პლუს დუბლები და ორი კაცი "ჟუვენილ B-დან") ბოლივიის ჩემპიონ "ბოლივართან" ამხანაგურ მატჩში 11-მეტრიანი დარტყმით ანგარიშზე პირველი კატალონიური გოლიც ჩაიწერა. აღარაფერს ვამბობთ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში ნაჩვენებ შედეგიანობაზე.

საკლუბო გამოსვლებს გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებში მშვენიერი თამაშიც დაემატა. სანაკრებო და საკლუბო სტატისტიკით გიორგისადმი ინტერესი გაძლიერდა და მისი შეძენა რუსეთის უმდიდრესმა კლუბმა "ზენიტმა", "ეინდჰოვენმა", ჰოლანდიის ჩემპიონმა "ტვენტემ" და "ვალენსიამ" მოინდომეს. სხვა მიწვევებით ჭანტურია არც დაინტერესებულა, რადგან გრანდში მოხვედრის მსურველი ამბიციური ფორვარდისთვის მიმზიდველი მხოლოდ სახელიანი კლუბები იყო.

ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს "ჩელსისა" და მერაბ ჟორდანიას ურთიერთობა ასრულებს. თუ ყველა საკითხი საბოლოოდ შეთანხმდა (და ამის იმედი საკმაოდ დიდია), "არისტოკრატებთან" კონტრაქტს გიორგი და მის ტრანსფერზე უფლებების მქონე საფეხბურთო აკადემია "ოლიმპი" გააფორმებს.

ერთი კია, რომ გიორგი ჯერ 17 წლისაა და 18 წლამდე დიდი ბრიტანეთის სამეფოში უცხოელს, განსაკუთრებით კი არაევროკავშირელს, შრომის (ანუ თამაშის) უფლება არ გააჩნია. როგორც ამბობენ, ჟორდანია და "ჩელსი" ამ პრობლემის მოგვარებაზე მოლაპარაკების დაწყების დღიდან მუშაობენ. სავარაუდოდ, ჭანტურია თავდაპირველად "ჩელსის" სარეზერვო გუნდში ითამაშებს...

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ასაკში "არისტოკრატთა" დუბლებში სტაჟირებაზე თავდამსხმელი რატი ალექსიძე და მცველი არჩილ სახვაძე "ჩელსის" მაშინდელმა მწვრთნელმა ჯანლუკა ვიალიმ მიიწვია. შემდეგ გუნდს მხოლოდ ალექსიძე დაუბრუნდა, მაგრამ კარიერა ვერ ააწყო და ინგლისიდან წამოსვლამ მოუწია. იმედია, ჭანტურიას შემთხვევაში ასე აღარ იქნება და ის ლონდონურ გრანდში ადგილის დამკვიდრებას მოახერხებს.

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს