ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავად თამაშს განაგრძობს. 7 სექტემბერს, "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა. გარდა ამისა, მეტოქე გუნდის მცველებს მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ.

ამჯერად ჩვენებურის შესახებ იტალიური გამოცემა Fanpage.it ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ქართული საფეხბურთო სკოლის ხარისხზე უსვამს ხაზს.

"ხვიჩა კვარაცხელია სრულყოფილი ფეხბურთელია: ფიზიკური სიძლიერე, ტექნიკა, სისწრაფე, გამძლეობა, თამაშის სწორი ხედვა. რა თქმა უნდა, რთულია მოთამაშე მხოლოდ 5 მატჩით შეაფასო, თუმცა ძნელია "კვარას" თამაშით არ აღფრთოვანდე.

ქართველმა 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, თუმცა ეს არც კი შეიმჩნია, მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს სხვაობას ქმნიდა და "ლივერპულის" მცველებს უშანსოდ ტოვებდა.

კვარაცხელიას შესახებ ბევრი რამ გაოცებს. დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს. შესანიშნავი პიროვნებაა, რომელიც გულშემატკივრებისა და გუნდის გახარებას ყოველთვის ცდილობს. როდესაც "კვარას" უყურებ, მისი თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული ხარ. ხვიჩა ყოველ მოძრაობაში უდიდეს ენერგიას დებს და არასდროს ჩერდება, მეტოქის დაჩაგვრის სურვილი კი თითქოს ხასიათში აქვს გამჯდარი. ის და ოსიმენი ერთად ფეთქებადი კოქტეილია.

"ნაპოლის" და ზოგადად, იტალიური ფეხბურთის ქომაგები, მიჩვეულნი არიან სუსტ, გამხდარ ტექნიკურ მოთამაშეებს. ხვიჩა ამ მხრივაც განსხვავებულია, ქართველი 183 სანტიმეტრსა და 70 კგ-ზე მეტს იწონის, ათლეტური აღნაგობა აქვს და ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული, რაც "ლივერპულთან" ჯო გომესის წინააღმდეგაც დაამტკიცა.

სწორედ ეს ჩამოთვლილი თვისებები აქცევს კვარაცხელიას მსოფლიო დონის მოთამაშედ. 21 წლის ფეხბურთელი იმ საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც მაღალი კლასის მოთამაშეები უნახავს, მაგალითად, დავით ყიფიანი, თბილისის "დინამოსა" და ქართული ფეხბურთის 70-იანი წლების ლეგენდა. არ უნდა გამოგვრჩეს გარემარბის გამძლეობაც, "ლივერპულთან" მუდმივად ფლანგურ გარღვევებს ახორციელებდა.

შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე თანაგუნდელსაც დაეხმარა და სიმეონეს სადებიუტო გოლი გაატანინა, რაც კარგი სავიზიტო ბარათია" - წერს გამოცემა.

სოსო
დავით ყიფიანის დარი პასების არსენალი,სხვისგან,არავისგან ვიცი.არც სიზუსტით უდებდა ტოლს,თუნდაც ზიდანს.თუმცა ზიდანი მასზე უფრო მეტად მობილური იყო.ყიფიანს დასავლეთში რომ ეთამაშა,ზიდანის მასშტაბის მიღწევები ექნებოდა, საბჭოთა კავშირში,ნაკრებს სულ სხვა თამაშს ათამაშებდნენ და თავის გამოჩენის შესაძლებლობა,ნაკლები ჰქონდა.
ყიფიანი-შენგელია
მთელმა ევროპამ განსაკუთრებით ძველმა თაობამ იცის დინამო თბილისი და რასაც თამაშობდნენ მაგაზე დიდი კლასი და დონე აღარ არსებობს უბრალოდ მეტი სირბილი ისწავლეს დღევანდელ ფეხბურთში
Alexandre
ჰო, 1962 წლიდან დინამოს თითქმის ყველა თამაშზე ვიყავი, ესე იგი ძველი თაობა ვარ. კომბლე, მაინც ვიტყოდი, ცოოოტა წაამატე:). გაიხარე, გენაცვალე. ყიფიანი ერთერთი უდიადესი იყო მეოცე საუკუნეში. ჩემი აზრით პელე, მარადონა და კრუიფი (ვინც ნაღდ თამაშში მინახავს, დი სტეფანო 1963 წელს ვნახე უემბლიზე ფეხბურთის 100 წლისთავზე) - ეს სამეული უკონკურენტოა. მერე ზიდანი, პლატინი, მიშა მესხი, ყიფიანი, ვან ბასტენი, ბეკენბაუერი და ბესტი ერთად ავსებენ ათეულს თანაბარი 4-10 ადგილით. ა? რა სასტავია?
₾ადო
N1 ქართველი ფეხბურთელებიდან!
ჟორა
კარგია, როდესაც ფეხბურთის გულშემატკივართა ახალგაზრდა თაობა ქართული ფეხბურთის წარსულით არის დაინტერესებული, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და წარსულის რამოდენიმე ინფორმაციას მოგაწვდით დათო ყიფიანმა უკვე 1972 წელს ჩაატარა მატჩი სსრკ-ს ნაკრებში, დათო მაშინ ცენტრალური თავდასხმელის ადგილზე გამოდიოდა ნაკრებშიც და დინამოშიც მეტ-ნაკლები წარმატებით, შემდეგ იყო 1976 წლის მონრეალის ზაფხულის ოლიმპიადის ფინალის ინციდენტი ლობანოვსკისთან და მაშინდელ სსრკ-ს ნაკრებთან (ფაქტიურად კიევის დინამოსთან) და აი 1976 წლის შემოდგომიდან დათო ხდება ის დათო, რომელიც დღემდე ახსოვს მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს დაინტერესებულ ნაწილს.
კ ო მ ბ ლ ე
ვისაც ყიფიანის თამაში არ უნახია იმას არ უნახავს ფეხბურთის დირიჟორი, ბურთის მომთვინიერებელი და სპორტის ამ სახეობის ფილოსოფოს..აკადემოკოსი. . მისი მოედნის ხედვა და პასი, ეს სასწაულები იყო იმ დროს, გაივლის ბევრი წლები და ზიდანი ოდნავ მიუახლოვდება მის სტილს და თამაშის მანერას, თუმცა დათო ათი თავით ჯობდა მასაც და ბევრ მსოფლიო ლეგენდას. . თუ ოდნავ რაიმეს ვამატებდე, მე ვიყო „ბიშკოკი“ სიმონ! თუ არადა აგერ ხართ ძველი თაობა და თქვით, რაიმეს ვაზვიადებ? თუნდაც ფრჩხილის ოდენა წავამატე რამე? აი ესეთი ლეგენდა იყო დავით ყიფიანი..
G.LA
პირველად მამა 1975 ფეხბურთზე რომ წამიყვანა მაშინ ლოკომოტივზე თამაშობდა დინამო. სულ რამოდენიმე თამაში ძალიან ბუნდოვნად მახსოვ პატარა ვიყავი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჩემი შეკითხვა და მამაჩემის პასუხი ლოკომოტივზე. ვკითხე მამა ეს რაღას შემოიყვანეს მეთქი და მიპასუხა აბა რა ვიციო განაწყენებულმა. გარშემო გულშემატკივფრებიც უკმაყოფილოები იყვნენ მასზე. იცით ვინ იყო ის? დათო იყო. 1976 ში დინამოს სტადიონი გაიხსა და იმ სტადიონის გახსნაზე უკვე სსრკ-ს თასი პირველად შემოატარეს დინამოელებმა. დათომ გოლი გაიტანა თავით არარტს 3-0 მოუგეს, სული და გული იყო დინამოსი. იქიდან მოყოლებული დაიწყო ის დიდებული დინამო და დათოს ხანა. მერე სადღაც წავიკითხე დათოს მეგობარის ინტერვიუ, ალბათ იმ 75-ზე ყვებოდა. დათომ სანაძლეო დამიდო სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებიო და სსრკ-ს ნაკრებშიც დამიძახებენო. წარმოიდგინეთ რამხელა ნახტომია, ეს რატომ შემოიყვანესო ვიკითხე 75 ში და 1977 წელს როცა ის სსრკ-ს საუკეთესო გახდა. რა თქმა უნდა ნიჭიერი იყო დათო მაგრამ 2-3 ჯერ მეტი მშრომელი იყო თავის ნიჭთან შედარებით. ბურთი ფეხებზე ეკრობოდა თვითონ. აცხონოს დათოს სული იმ ქვეყანაზე. მადლობა დათო.
სოსო
დავით ყიფიანს,დინამოსთან ერთად,ინტერიც გამწარებულ,გამოგდებული ჰყავს და ნაპოლიც.ასე რომ, ეტყობა მართლაც კარგად გაამწარა(ჩვენ მაგას რა დაგვავიწყებს,ახლაც თვალწინ მიდგას,ფაკეტის რომ ბურთი მოჰპარა),40 ზე მეტი წლის შემდეგაც რომ ახსოვთ.
ქ. გ.
ხმა მიეცით ხვიჩას https://twitter.com/ChampionsLeague/status/1568170518775271425
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე