საფეხბურთო მენეჯერი ლაშა ოდილაძე, რომელიც უნგრეთში საქმიანობს, ვრცელ ინტერვიუში ლაპარაკობს ქართველ ფეხბურთელებზე, მათ პერსპექტივებზე, იმ გავლენაზე, რომელიც მათზე გიორგი მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის ტოპლიგებში გადასვლამ იქონია...

ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძეზე საუბრით დავიწყეთ. უნგრული მედიის ცნობით, მას "კიოლნი" იწვევდა, რომელთანაც კონფერენსლიგის გასვლით პლეი-ოფში ქართველმა თავდამსხმელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა...

ბუდუ ზივზივაძეზე...

- "კიოლნი"? ეს არ ვიცი, მაგრამ ბუდუს გერმანიაში მეორე ბუნდესლიგის 3 გუნდი ნამდვილად იწვევდა. "ზანკტ პაულის" ხელმძღვანელობამ "ფეჰერვარს" კონკრეტული წინადადებითაც მიმართა. ასევე, ორი შვედური კლუბი აქტიურობდა, ერთი მათგანი ძალიან ცნობილი და წარმატებულია. ასევე აქტიურობდა თურქული კლუბიც...

მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. "ზანკტ პაული" მოლაპარაკებას თვე-ნახევრის განმავლობაში აწარმოებდა და სოლიდურ თანხასაც იხდიდა. მაგრამ "ფეჰერვარს" ბუდუ სჭირდებოდა, თან სატრანსფერო "ფანჯარაც" იხურებოდა და მისივე დონის თავდამსხმელს უცებ ვერ მონახავდნენ.

ბუდუს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში, 30 ივნისს უმთავრდება. ჯერ მის გაგრძელებას არ ვჩქარობთ. სავარაუდოდ, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი დეკემბერში დადგება. მთავარია, ბევრი გაიტანოს და გარწმუნებთ, მსურველები გამოჩნდებიან.

ლუკა გაგნიძეზე...

- ერთ-ერთ ნიჭიერ მოთამაშეს აქვს შანსი, რომ ძლიერ ლიგაში გადავიდეს, თუკი თამაშს და პროგრესს გააგრძელებს. ეს ფეხბურთელი მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძეა.

როცა ის მოსკოველებმა შეიძინეს, მოსამზადებლად და პრაქტიკისთვის "ურალში" გაუშვეს და ლუკამ ეს დრო კარგად გამოიყენა, ფიზიკურად მოღონიერდა, რუსულ ლიგაში გაზრდილ მოთხოვნებს შეეჩვია, გაუშინაურდა და მოსკოვის "დინამოში" დაბრუნების შემდეგ ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა.

ამას ლოგიკური შედეგი მოჰყვა - რუსეთში ვინც ნიჭიერი ახალგაზრდაა, ყველას ინტერესით აკვირდებიან. ახლახან ჩემი მეგობარი მენეჯერი დამიკავშირდა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის კლუბის სკაუტი გახდა და მითხრა, რომ გაგნიძე დასაკვირვებელ მოთამაშეთა სიაში შეიყვანეს.

ეს ლუკას მენეჯერს, ირაკლი ლილუაშვილს ვაცნობე, მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. გაგნიძე ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, სხვა გუნდებიც დააკვირებიან.

ქართველები ტოპლიგებში

- საქართველოს სახელია, რომ ჩვენი სამი მოთამაშე - მამარდაშვილი, კვარაცხელია და ლოჩოშვილი - ტოპლიგაში თამაშობს. ჯუღელზე აუცილებლად სათქმელია - მან ხვიჩა იტალიაში დროულად წაიყვანა. მანამდე კი დისციპლინას "ლოკომოტივსა" და "რუბინში" შეეჩვია, ფიზიკურად მოღონიერდა და მერე დაიწყეს ტოპლიგების გუნდებმა მისი გვარის ჩანიშვნა.

უნგრეთში ვცხოვრობ და მიხარია, აქაური კომენტატორები ხვიჩაზე რომ ამბობენ - ძალიან მაგარი თავდამსხმელიაო. მამარდაშვილმა შანსი გამოიყენა და დუბლების მეკარე "ვალენსიას" პირველი ნომერი გახდა.

ასევე მოხდა ლოჩოშვილის შემთხვევაში. "დინამოდან" წავიდა ავსტრიაში, ორი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და აგერ, იტალიის სერია A-ში გადავიდა, სადაც ისე დაიწყო თამაში, თითქოს, უკვე დიდი ხანია იტალიურ ფეხბურთშია.

ეს ბიჭები ტოპლიგებში ქართული ფეხბურთის სახეს წარმოადგენენ და დარწმუნებული ვარ, ბევრ კლუბსა და მენეჯერს გამოახედებენ ჩვენსკენ. საერთოდ, რაც უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი წავა ევროპაში, მით უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ და ამით კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ნაკრები.

განაგრძეთ კითხვა

გიორგი
გაგნიძეს ვგულშემატკივრობ. ვინც რა უნდა თქვას, მიზანდასახული და ჭკვიანი ბიჭის შთაბეჭდილებას ახდენს რომელსაც შრომა არ ეზარება წინ სვლისთვის. ასე რომ წარმატებას ვუსურვებ ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის. არ მინდა დროს გავუსწრო მაგრამ ისეთივე გავლენის უნარს ვხედავ ფეხბურტზე როგორც ხვიჩას აქვს ეხლა.
tngh
წარმატებები ლუკას!!!
სოსო
სული მწარით არ მინდოდა,ლუკა ისევ რუსეთში რომ დაბრუნდა.ახლაც ვფიქრობ,რომ მორალური მხრიდან ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.თუმცა მეორე მხრივ,პოლონეთში სცადა და ბიჭს თითქმის არ ეძლეოდა სათამაშო დრო,ეტყობა არც სხვა ვარიანტი გამოჩნდა და რუსეთში, მას გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა.აკი თამაშობს კიდეც.ტექნიკურად ადრეც საკმაოდ ძლიერი იყო,მოედანსაც კარგად ხედავს და ფიზიკურ მომზადებას,ამ ეტაპზე მაინც რუსეთშიც კარგად იუმჯობესებს.არც სათამაშო დრო აკლია და რეალურად,ლუკას განვითარებისათვის იდეალური გარემოა.მთავარია ზრდა განაგრძოს და ძლიერი კლუბი,გარანტირებული აქვს.დიდხანს დარჩენასაც არ ვურჩევ,ლუკას.სანამ თავისუფლად წამოსვლა შეეძლება,ვფიქრობ ის პერიოდი უნდა გამოიყენოს და სასურველ კლუბში გადავიდეს,სადაც საკმაო სათამაშო დრო მიეცემა
მგელი
მე ბევრჯერ დამიწერია და ახლაც ვწერ ლუკა გაგნიძე საქართველოში ნომერი მე 2 ფეხბურთელია ის მოსკოვის დინამოს ძირითადი ფეხბურთელია რომელმაც რუსული ნაკრების ფეხბურთელი სამოშნიკოვი არ დაიმატა, აუცილებლად ვილი სანიოლმა ის უნდა გამოიძახოს ნაკრებში
T.q
წარმატებები ღმერთმა ქნას მისი ტრანსფერიც შედგეს. ეხლა ბუდუს კიოლნში და კაკაბას შტუტგარტში ტრანსფერი გვინდა და მომავალ წელს დავითაშვილი და მიქაუტაძე რო ლიგა 1ში აიწევიან აბა ნახეთ მერე რა ბაბანგიდა ნაკრები გვეყოლება აქ ჩვენ რეგიონში თურქეთის ჩათვლით ტოლი არ გვეყოლება ;) ეს რაც ჩვენ თავს ხდება ჯერ კიდევ აგონიაში ვარ!
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...