"ნაპოლის" მესვეურებმა ბოლო დღეებში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს
სატრანსფერო ბაზარზე "იუვენტუსთან" ერთად ყველაზე აქტიური უდავოდ "ნაპოლია" - ნეაპოლური კლუბის მესვეურებმა ბოლო დღეებში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს და ქვემოთ, სწორედ მათზე მოგახსენებთ.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან სამხრეთელთა ღირსებას არგენტინელი შემტევი მარიო სანტანა დაიცავს. 29 წლის სამხრეთამერიკელმა ბოლო ხუთი სეზონი "ფიორენტინაში" გაატარა, ზუსტად 100 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლის გატანაც მოახერხა. მარიო შემტევი ტიპის ნახევარმცველია და ხშირად გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს. მისი მთავარი იარაღი სისწრაფეა, რის ხარჯზეც თამაშის გამწვავებას ახერხებს - სამაგიეროდ, დამაგვირგვინებელ ფაზაშია არც თუ ძლიერი. მიუხედავად ამისა, ვალტერ მაძარიმ მისი გადაბირებისთვის ყველაფერი გააკეთა. ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა კულუარული ინფორმაციით, სანტანა სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. აქვე აღვნიშნოთ, რომ არგენტინელის სანაცვლოდ ნეაპოლელებს ერთი ცენტიც არ გადაუხდიათ, რადგან ამ ზაფხულს მარიოს "ფიორენტინასთან" ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.

არანაკლებ სანტერესოდ მოსჩანს გეკჰან ინლერის "ნაპოლიში" გადასვლის ამბავი - ბოლო ოთხი წელია 27 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი "უდინეზეს" ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ინლერზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა ყველას აურელიო დე ლაურენტისმა აჯობა და ფეხბურთელთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ნეაპოლში გადაბარგებით ინლერი ძალიან კმაყოფილია:

"უდინეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და მეც ახალი ნაბიჯი გადავდგი კარიერაში. "ნაპოლის" წარმატების საიდუმლო გუნდის ერთსულოვნებაშია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მეგობრულ და შეკრულ გუნდში მოვხვდი. ჩემი მიზანია, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი და მწვრთნელის ნდობა ბოლომდე გავამართლო. ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ გადმოვედი "სან პაოლოზე", გულშემატკივრები არიან - "ნაპოლის" საოცარი ტიფოზები ჰყავს, რომლებიც გუნდს ყოველთვის გვერდში უდგანან".

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც "ნაპოლის" რიგები შეავსო, მიგელ ანხელ ბრიტოსი გახლავთ. 25 წლის ურუგვაელმა მცველმა გასული სეზონი "ბოლონიაში" გაატარა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. მისი ტრანსფერის უშუალო ინიციატორი ვალტერ მაძარი გახლავთ, რომელმაც დაცვის ცენტრის გაძლიერების სურვილი სეზონის დასრულებისთანავე გამოთქვა.

ბრიტოსმა უკვე მოაწერა ორწლიან ხელშეკრულებას ხელი და განაცხადა, რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. იქვე, მადლობა გადაუხადა მაძარის გამოცხადებული ნდობისთვის და დაპირდა მას, რომ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯება. ბრიტოსის ტრანსფერმა კიდევ უფრო გაზარდა ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა სალვატორე არონიკა ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდეს. გასულ სეზონში, არონიკა ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ "ნაპოლის" რიგებში და მასზე დიდი ტაციაობაა ატეხილი. წესით, ამ საკითხსაც მალე უნდა მოეფინოს ნათელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა