სად, რომელ პოზიციაზე უფრო გამოადგება 22 წლის ჩილელი ვარსკვლავი კატალონიურ გრანდს
ალექსის სანჩესისა და "ბარსელონას" ამბავი კოპა ამერიკას შემდეგ ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებენ, იტალიური, ესპანური და სამხრეთამერიკული წყაროები. ჩვენ კი, რა უფლება გვაქვს, არ ვენდოთ მათ? ჩავთვალოთ, რომ ტრანსფერის საკითხი გადაწყვეტილია, ესპანეთისა და ევროპის ჩემპიონი იმატებს 22 წლის ჩილელ ვარსკვლავს. ახლა, მოვიფიქროთ, სად, რომელ პოზიციაზე უფრო გამოადგება სანჩესი კატალონიურ გრანდს.

გასულ სეზონში "უდინეზემ" დიდი ხმაური გამოიწვია იტალიაში, გუნდმა მე-4 ადგილზე დაასრულა სერია ა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. ბუნებრივია, ეს დიდად ჩემპიონატის ბომბარდირის, ანტონიო დი ნატალეს დამსახურებაა, რომელმაც 28 გოლი გაიტანა, თუმცა, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ უდინელთა მთავარი ვარსკვლავი მაინც ალექსის სანჩესი იყო.

2009-10 წლების სეზონში ჩილელს ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე სიმონე პეპეს ალტერნატივად განიხილავდნენ, თუმცა შემდეგ სეზონში, სანჩესი უკვე შეუცვლელი წევრი იყო ძირითადი შემადგენლობის. ამან ფრიუელთა შეტევებს ფეთქებადი ხასიათი მისცა. ალექსისს აქვს შესანიშნავი უნარი აკონტროლოს ბურთი ბრწყინვალედ, მაშინაც კი, როცა დიდი სისწრაფით გარბის მეტოქის კარისკენ. ასეთი უნარის ფეხბურთელი კი არ შეიძლებოდა არ მოხვედრილიყო "ბარსას" თვალსაწიერში.

სანჩესის კიდევ ერთი დადებითი თვისება - ის უშიშარია და ძლიერია. სერია ა-ში ყველაზე მეტად მას ურტყამდნენ ფეხებში, რადგან ყველაზე ხშირად ის უტევდა მეტოქეებს, თუმცა ჩილელს უკან არასოდეს დაუხევია და არც სერიოზული ტრავმა მიუღია. ის ენერგიულია და კაჟივით ჯანმრთელია. და რაც მთავარია, ის სეზონის განმავლობაში მუდამ ძიებაში და იმპროვიზაციაში იყო - მოკლედ, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ახლა მზად არის იგივე ესპანეთში გაიმეოროს. სპეციალისტები მიიჩნევენ, და საფუძვლიანადაც, რომ სანჩესი "ბარსას" უფრო შემტევ 4-3-3 სისტემას უფრო კარგად მოერგება, ვიდრე იტალიურ შედარებით დაცვით სქემას.

მაშ ასე, ჩვენ სანჩესის 4 განსხვავებული როლი გვესახება "ბარსელონას" მექანიზმში": 1. მარჯვენა შემტევად (სანჩესი-მესი-ვილია) - "უდინეზეში" და ჩილეს ნაკრებშიც ალექსისი უფრო მარჯვნიდან უტევს. თუკი ლეო მესი ისევ და ისევ "ცრუ 9-იანზე" ითამაშებს (ალბათ, ლეო კვლავ ცენტრალური თავდამსხმელი იქნება შემტევ ტრიოში), ჩილელი ბრწყინვალედ მოერგება მარჯვენა ფლანგს. თან ეს მისი საყვარელი პოზიციაა. ამ შემთხვევაში სანჩესს კონკურენციის მოგება პედრო როდრიგესთან და იბრაჰიმ აფელაისთან მოუწევს. მაგრამ სანჩესი უფრო ძლიერი მოჩანს და მას თავისუფლად შეუძლია სასტარტოში დამკვიდრება და უძლიერესი ალიანსის შექმნა, შეტევაში - მესისთან, ფლანგზე კი - დანი ალვეშთან. "ბარსელონას" მეტოქე მარცხენა მცველებს საქმე თავზე საყრელად ექნებათ.

2. მარცხენა შემტევად (პედრო-მესი-სანჩესი) - გვარდიოლას შეტევის მარცხენა ფლანგზე მხოლოდ დავიდ ვილიას იმედი აქვს, წინა სეზონში ის ახალწვეული იყო და მაინც 23 გოლი შეაგდო. მოკლედ, "ელ გუახემ" გაამართლა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის ფანტასტიკური იყო. თუკი მწვრთნელი, ამ პოზიციაზე სანჩესს მოსინჯავს, რას მივიღებთ? ვფიქრობთ, ახლა მეტოქეთა მარჯვენა მცველები უნდა შევიცოდოთ წინასწარ. მერე რა, რომ სანჩესი მარჯვენათი ურტყამს, რონალდინიოც ასე იყო, მაგრამ თავიდან სულ მარცხნიდან თამაშობდა, ცაცია მესი კი ლამის მარჯვენა შემტევად გაიზარდა.

3. ცენტრალურ ფორვარდად (მესი-სანჩესი-ვილია) - ხოსეპ გვარდიოლასთვის იოლი არ იქნება ვილიას სკამზე დასმა, მით უფრო, რომ მას კიდევ ერთი ბრწყინვალე ალტერნატივა აქვს - სანჩესი ცენტრში გაამწესოს, მესი მარჯვენა ფლანგზე და მარცხნივ - ვილია. ეს სამეული მეტოქეთა დაცვას შიშის ზარს დასცემს! ყოველთვის თუ არა, გვარდიოლამ შეიძლება ხშირად მიმართოს ამ ტაქტიკას. ან მესიმ და სანჩესმა პოზიციები თამაშის მიმდინარეობისას ცვალონ.

4. სუპერშემცვლელი (პედრო-მესი-ვილია) - ძნელი წარმოსადგენია, ფეხბურთელში 45 მილიონი ევრო გადაიხადონ ("უდინეზე" ამდენს აფასებს ალექსისს) და ის სკამზე დასვან, თუმცა აქ მხოლოდ სეზონის გარკვეულ ნაწილს ვგულისხმობთ (საწყისი ტურები), სანჩესის ტიპის შემტევი ყველაზე მეტად საშიში მაშინაა, როცა მეტოქის დაცვა დაღლილი და არაქათგამოცლილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...