ლიტვის ნაკრების გულშემატკივართა გასახარად, ევრობასკეტზე თამაშს 35 წლის გამთამაშებელი შარუნას იასიკიავიჩუსი დათანხმდა
თანდათან იკვეთება გუნდების შემადგენლობები ევროპის მომავალ ჩემპიონატზე. სასიამოვნო ამბავი შეიტყვეს მასპინძლის, ლიტვის ნაკრების გულშემატკივრებმა. ევრობასკეტზე თამაშს დათანხმდა 35 წლის გამთამაშებელი შარუნას იასიკიავიჩუსი. ბოლოს ამ კალათბურთელმა ნაკრებში 2008 წლის ოლიმპიადაზე ითამაშა.

შარასი ლიტვის ნაკრებთან ერთად 2003 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და 2000 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ევრობასკეტზე საბერძნეთის რიგებში ვერ ვიხილავთ დიმიტრის დიამანტიდისს. "პანათინაიკოსის" მცველმა შარშან ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა, მაგრამ წელს მას დაჟინებით სთხოვდნენ ეროვნული გუნდში დაბრუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ. დიამანტიდისის გვარი არ ფიგურირებს მთავარი მწვრთნელის ელიას ზუროსის მიერ გამოქვეყნებულ სიაში.

ასევე ჩამოშორდნენ გუნდს პაპალუკასი, კაკიუცისი, პაპადოპულოსი... ასე რომ, წელს ძალიან სახეშეცვლილ საბერძნეთის ნაკრებს ვიხილავთ.

ვერაფრით ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია სლოვენიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, "ბარსელონას" ცენტრმა ერაზემ ლორბეკმა. ორი დღის წინ მან დარწმუნებით განაცხადა, რომ არ გაემგზავრებოდა ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე, ერთ დღეში კი გადაიფიქრა და ეროვნულ გუნდს დახმარება აღუთქვა. როგორც ლორბეკი ამბობს, მან მოაგვარა ყველანაირი უთანხმოება სლოვენიის ფედერაციასთან და კალათბურთელს დაზღვევას გადაუხდიან.

ასე რომ, სლოვენიელები პლანეტის პირველობაზე ერთგვარ მსოფლიოს რეკორდს დაამყარებენ: მათ გუნდში სამი წყვილი ძმა ითამაშებს - ერაზემ და დომენ ლორბეკები, ბენო და სამო უდრიხები და გორან და ზორან დრაგიჩები.

როგორც ჩანს, წელს ევროლიგაზე ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება კაუნასის "ჟალგირისს". ლიტვური გრანდის მორიგი შენაძენი გახდა სერბი ცენტრი მილოვან რაკოვიჩი, რომელიც გასულ სეზონში "მონტეპასკის" შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა. თითქოს ერთი ჩვეულებრივი ახალი ამბავია და მასში სენსაციური არაფერი არ არის - რაკოვიჩი კარგი მოთამაშეა, მაგრამ სუპერვარსკვლავი არ გახლავთ.

მაგრამ თუ კაუნასელთა წინა ხაზს გადავხედავთ, ის მართლაც ძალიან ძლიერად გამოიყურება. თავად განსაჯეთ: რობერტას იავტოკასი, ტრევის უოტსონი, პაულიუს იანკუნასი, მილოვან რაკოვიჩი... მათ ემატებათ ახალგაზრდა და პერსპექტიული სამჰანი და კუზმინსკასი. ასევე შეგახსენებთ, რომ "ჟალგირისმა" რამდენიმე დღის წინ "ტორონტო რეპტორზიდან" გადაიბირა ამერიკელი სონი უიმზი. ევროლიგაზე "მწვანეების" მეტოქეები ფრთხილად უნდა იყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა