სანამ ევროპელები კონტინენტის პირველობისთვის ემზადებიან, ნბა-ს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გამოთქვა ოკეანის გაღმა თამაშის სურვილი
სანამ ევროპელები კონტინენტის პირველობისთვის ემზადებიან, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გამოთქვა ოკეანის გაღმა თამაშის სურვილი. ეს გახლავთ "ოკლაჰომა-სიტის" სუპერფორვარდი კევინ დურანტი.

ასეთივე გეგმა აქვს "დენვერ ნაგეტსის" გამთამაშებელ ტაი ლოუსონს. ისინიც დერონ უილიამსის მაგალითით არიან მოხიბლულები და სავარაუდოდ, არ დაელოდებიან NBA-ის კლუბების მფლობელებსა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებებს და ევროპას მიაშურებენ.

ტაიშონ პრინსის აგენტმა ბილ დაფიმ ერთ-ერთ გაზეთთან კომენტარში განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა "დეტროიტ პისტონზის" პრეზიდენტი ჯო დუმარსი და პრინსთან ურთიერთობის გახანგრძლივებაზე ჩამოუგდო სიტყვა. საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა იმის გათვალისწინებით, რომ ყველას გადაწყვეტილი ეგონა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე პრინსის სხვა გუნდში წასვლა. გაუგებარია რაში სჭირდება "დეტროიტს" ეს ვეტერანი, როცა მესამე "ნომრის" პოზიციაზე ოთხი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე ჰყავს.

საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა ჩინეთის ერთ-ერთმა პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა. მის კლიენტებს დაუსვეს ერთი შეკითხვა - გააგრძელებენ თუ არა NBA-ის მატჩების ტრანსლიაციების ყურებას მას შემდეგ, რაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა იაო მინმა. გამოკითხულთა 55-მა პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა. სხვათა შორის, ამ სოციალურ ქსელში NBA-ის 4,3 მილიონი თაყვანისმცემელია გაწევრიანებული - ორჯერ მეტი, ვიდრე "ტვიტერზე". სულ კი ჩინეთში აღრიცხულია კალათბურთის მოთამაშე დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი. მსოფლიოს უძლიერესი ლიგისთვის ეს მნიშვნელობით მეორე ბაზარია ამერიკის შემდეგ. და ეს აწყობილი სისტემა, შესაძლოა, ერთი ადამიანის სპორტიდან წასვლის გამო მოიშალოს.

"ფილადელფიას" მძიმე ფორვარდს ელტონ ბრენდს ახალი პროფესიის ათვისება სურს. კალათბურთელი ცნობილი რეპერის თუფაქ შაქურის ბიოგრაფიით შექმნილი ფილმის პროდუსერი გახდება.

სურათის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად რეპერის დედა იქნება, რეჟისორი - ანტუან ფუკუა. "თუფაქის" გადაღებები ამა წლის სექტემბერში დაიწყება.

სპორტის სახეობის შეცვლას აპირებს "ოლ სტარზე" ჩატენვების კონკურსის სამგზის გამარჯვებული ნეიტ რობინსონი. "ოკლაჰომას" მცველი, თავის დროზე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის გუნდში ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა და ახლა ახალგაზრდობის გახსენებას აპირებს.

რობინსონს სერიოზული გეგმები აქვს - ის მთელი წელი მოემზადება კორნერბეკის პოზიციაზე და მომავალ წელს NFL დრაფტზე მოხვედრას ეცდება.

"შემიძლია ფეხბურთის თამაში - ამაში დარწმუნებული ვარ. და ვაპირებ გავაკეთო ის, რაც აქამდე არც ერთ კალათბურთელს არ გაუკეთებია - ფეხბურთი ვითამაშო. თანაც ეს შესანიშნავი რეკლამა იქნება იმ გუნდისთვის, რომელიც ჩემთან კონტრაქტს გააფორმებს", - განუცხადა გაკვირვებულ ჟურნალისტებს რობინსონმა.

ლეგენდარული მწვრთნელი დონ ნელსონი, რომელიც ლიგის რეკორდსმენია მოგებული მატჩების რაოდენობით, სამწვრთნელო კარიერის განახლებას აპირებს. ნელსონი "მინესოტას" მთავარი მწვრთნელის პოსტით დაინტერესდა.

გუშინ, "ტიმბერვულვზის" პრეზიდენტმა დევიდ კანმა ოფიციალურად გამოაცხადა კურტ რემბისის განთავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ უნდა ამ პოსტზე სწრაფი კალათბურთის მიმდევარი სპეციალისტი იხილოს.

ამ მომენტისთვის "მგლების" მწვრთნელობაზე ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია "პორტლენდის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბერნი ბიკერსტაფი, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უმუშევრები არიან ძალიან ძლიერი და გამოცდილი სპეციალისტები - ჯერი სლოუნი, რიკ ადელმანი და ლარი ბრაუნი.

ლოკაუტის დაწყებიდან ორი კვირის თავზე NBA-ის მინიმუმ ორმა კლუბმა დაიწყო შტატების შემცირება. სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში "შარლოტ ბობკეტსის" ხელმძღვანელობამ შვიდი თანამშრომელი გაანთავისუფლა, მათ შორის რადიოკომენტატორი, კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორი და საზოგადოებასთან კავშირის მენეჯერი.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ სამუშაო დაკარგა "დეტროიტის" 15-მა თანამშრომელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს