ტურ დე ფრანსზე დაგეგმილი შესვენების შემდეგ პირველი რბოლა, წინა სკანდალური ეტაპისგან განსხვავებით, საკმაოდ მშვიდად წარიმართა
დაგეგმილი შესვენების შემდეგ პირველი რბოლა, წინა სკანდალური ეტაპისგან განსხვავებით, საკმაოდ მშვიდად წარიმართა. 158-კილომეტრიანი დისტანცია მესამე კატეგორიის ოთხ და მეოთხე კატეგორიის სამ მთას მოიცავდა. წესით, ასეთი რელიეფი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო სპრინტერებისთვის, მით უმეტეს, რომ ველომრბოლები მთებს ფინიშამდე კარგა ხნით ადრე გადაივლიდნენ და შემდეგ სწორი მონაკვეთი იქნებოდა გასავლელი.

თუმცა გამარჯვების გარკვეული შანსი გაქცეულებსაც ექნებოდათ. პირველი პელოტონს ფრანგი რემი დე გრეგორიო დაშორდა. მას გვერდში ამოუდგნენ თანამემამულეები ჟულიენ ელ-ფრაესი, ანტონი დე ლაპლასი, არტურ ვიშო, სებასტიან მინარი და იტალიელი მარკო მარკატო. დისტანციის შუაში მათი უპირატესობა პელოტონთან ოთხ წუთს შეადგენდა - უფრო შორს გაქცეულები არ გაუშვეს. ძირითად ჯგუფს კატეგორიულად არ უნდოდა ზედიზედ მესამე ეტაპზე გამარჯვება დაწინაურებულებისთვის დაეთმო.

ყველაზე რთულ მთას ვერ გაუძლო ეტაპზე გამარჯვების ერთ-ერთმა პრეტენდენტმა ტაილერ ფარარმა. "გარმინის" მთავარმა სპრინტერმა პარტნიორების დახმარებითაც ვერ შეინარჩუნა პელოტონში ადგილი. ამ მთაზე ასვლა გაუჭირდათ გაქცეულებსაც: უკვე ფინიშამდე 50 კილომეტრით ადრე მათი ჰანდიკაპისგან მხოლოდ წუთნახევარი დარჩა.

ბოლო აღმართი კი ლიდერებისთვის საერთოდ დამღუპველი აღმოჩნდა. თავდაპირველად ეს ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო, შემდეგ კი ის პელოტონმა "გალაყლაპა". პარალელურად გაიმართა სამთო ქულებისთვის ბრძოლა და აქ ყველას აჯობა ლიდერის ყვითელი მაისურის მფლობელმა ტომას ვიოკლერმა. მის გვერდით აღმოჩნდა სპრინტერული კლასიფიკაციის ლიდერი ფილიპ ჟილბერი და კიდევ სამი მრბოლელი. ერთ-ერთი, ტონი მარტინი არა გამარჯვებისთვის, არამედ თავისი გუნდის ("ჰაიროუდი") ლიდერის მარკ კევენდიშის ინტერესებისთვის იბრძოდნენ.

შვიდი კილომეტრით ადრე ჟილბერმა მარტო სცადა რბოლის გაგრძელება, მაგრამ ბოლო აღმართზე ძალა არ ეყო. ამის შემდეგ რამდენიმე მრბოლელმა სცადა გაქცევა, თუმცა 10 მეტრზე შორს ვერ დაცილდა პელოტონს.

ყველაფერი მზად იყო სპრინტერული ფინიშისთვის. მარკ კევენდიში ჯერ კიდევ ბოლო მოსახვევამდე დამხმარეების გარეშე დარჩა და "ლიკვიგასის" წევრ დანიელ ოსს ჩაუდგა კვალში. ბრიტანელის უკან ანდრე გრაიპელი იყო, რომელმაც წამში მოახდინა რეაგირება კევენდიშის შეტევაზე და ბოლო მეტრებზე უკან ჩამოიტოვა ეტაპის მთავარი ფავორიტი. რამდენიმე წელი ეს გერმანელი ველომრბოლი ველოსაჯინიბო "კოლამბიას" შემადგენლობაში კევენდიშის ჩრდილში იყო მოქცეული და დუბლიორის როლით კმაყოფილდებოდა. უკეთესი ბედის საძებრად ის "ლოტოში" გადავიდა და პირველივე შესაძლებლობისთანავე რევანში აუღო კევენდიშს.

X ეტაპი. 208 კმ

1. ანდრე გრაიპელი (გერ, OLO) - 3.31,21; 2. მარკ კევენდიში (ბრიტ, THR) - იგივე დრო; 3. ხოსე ხოაკინ როხასი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 4. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - იგივე დრო; 5 . რომან ფეიუ (საფ, VCD) - იგივე დრო; 6. დანიელ ოსი (იტა, LIQ) - იგივე დრო... 24. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო... 27. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო... 31. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 33. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო; 34. ტონი მარტინი (გერ, THR) - იგივე დრო; 35. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 36. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - იგივე დრო... 38. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 62. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - იგივე დრო... 64. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო... 70. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 42.06,32; 2. ლუის ლეონ სანჩესი (ესპ, RAB) - +1,49; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,26; 4. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +2,29; 5. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,37; 6. ტონი მარტინი (გერ, THR) - +2,38... 8. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +2,43... 11. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,36; 12. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,37... 16. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,07... 20. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +5,01... 36. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +7,16...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა