საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. "ჯვაროსნებში" ერთი დებიუტანტია, წყალტუბოს "სამგურალის" 24 წლის მეკარე ლევან შოვნაძე, რასაც Sportall.ge ვარაუდობდა. კიპერი ეროვნულ ლიგაში გამორჩეულია, 10 მატჩი გოლგაუშვებლად ჩაატარა და მისი გუნდი ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის. სანიოლის მხრიდან დებიუტანტებისადმი თამამად ნდობა და სიის ობიექტურად დაკომპლექტება აქამდეც გვინახავს, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. შესაძლოა, ყველას თავისი აზრი გააჩნდეს, თუმცა შოვნაძე ნაკრების რიგებში ყოფნას ნამდვილად იმსახურებდა.

ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა "სამგურალის" ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა:

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. საქართველოს ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ოცნება ამიხდა. ძალიან მიხარია და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც ახლა ვგრძნობ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს და თანაგუნდელებს. მარტო ვერაფერს გავხდებოდი, ეს მათი დამსახურებაა, რომ ასეთ ფორმაში ვარ და ნაკრების მწვრთნელების ყურადღება დავიმსახურე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი იმედები გავამართლო."

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.

მირზა
მეკარეების პრობლემა ნამდვილად არ გვიდგას. ეჰჰ ასე ყოფილიყო 90-იანებში!
მალხაზი
მე ის მიკვირს ამდენხანს რატომ არ იწვევდნენ ნაკრებში.
კაპიტან გარდენბურგი
წარმატებები ამ ადამიანს :) მეც მომეწონა რომ გაუხარდა. ეს წინაპირობაა სწორი მიდგომის ფეხბურთთან. ეხლა ცოტა სხვა თემაზე, მაგრამ - ხარაიშვილი სადაა? ფერენცვაროსში რომაა ვიცი, მარა რატომ არ ჩანს
მირო
ვულოცავ ამ კაი კაცს!! ძლივს არ ვნახე რო გაუხარდა დებიუტანტს გამოძახება! რაც შეეხება ლაზარეს დიდი გულისტკივილით მაგრამ,ვერ დავიჯერებ რო ვინმე არ ძალით არ აქვეყნებს მის მდგომარეობას როგორც ნინუას შემთხვევაში ეტყობა დაიკიდეს ფეხბურთი ჯერჯერობით იმედია((
გიუშა
კუპატაძე სადაა ხალხოო???ჩრდილოეთ კორეას გავასწრობთ ასე)არავის აინტერესებს სად გაქრა ნაკრების მეკარე დავიჯერო?!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოტი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
მამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
საქართველოს ნაკრების მეკარის რთული და სევდიანი ისტორია - საამაყო მომენტში ყველაზე დიდი გულშემატკივრის გარეშე...
ქუთაისის "ტორპედომ" ახალგაზრდა მეკარე დაიმატა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"ტორპედოს" ფეხბურთელი "სამგურალში" ითამაშებს - პირველი კომენტარი