ესპანური "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველი "ღამურების" რიგებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა და გასულ კვირას ლა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

უცხოური გამოცემა hitc.com გიორგის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ლონდონის "ტოტენჰემმა" მასზე უარის თქმით შეცდომა დაუშვა.

"ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი "ბოქსინგ დეიზე" 36-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. მართალია, ფრანგი ჯერ კიდევ ჩინებულად გამოიყურება და "სპორტინგთან" მარცხის მიუხედავად, გუნდი გაშვებული გოლისგან უამრავჯერ იხსნა, თუმცა "დეზების" ხელმძღვანელობამ მის შემცვლელზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოს, იმის ფონზე, რომ ბოლო სეზონების მიხედვით უგო არასტაბილურად გამოიყურება და მისთვის უჩვეულო შეცდომებს უშვებს. 34 წლის ფრეიზერ ფოსტერი მისი ერთადერთი შემცვლელია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ასაკის გათვალისწინებით, ლორისის როლისთვის ინგლისელი კიპერი შეუფერებელია.

"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც "ღამურებმა" მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად შეიძინა, "ტოტენჰემის" რადარზე ჯერ კიდევ გასულ სეზონში აღმოჩნდა.

"გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა და ძალიან გვეხმარება" - აღნიშნა ვალენსიური გუნდის მცველმა გაბრიელ პაულისტამ.

"21 წლის ქართველმა კიდევ უფრო მოუმატა და გრძელვადიანი კონტრაქტიც დაიმსახურა. Marca-ს ინფორმაციით, მისი ხელფასი 10-ჯერ გაიზრდება. უფრო მეტიც, "მამარდას" გამოსასყიდი თანხა 86 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება. "დეზებს" მისი შეძენა სულ რაღაც 17 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა ნაბიჯი არ გადადგეს, ამ გადაწყვეტილებას კი ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ინანებს.

იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ სეზონში ფოსტერისა და ლორისის ჯამური ასაკი 80 წელს მიაღწევს, ძნელი წარმოსადგენია იპოვონ მეკარე, რომლის საფასურიც 17 მილიონი იქნება და ექნება ისეთი უნარები და ლიდერული თვისებები, როგორებსაც უგო ლორისი ფლობს. ფრანგის წასვლა ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ ქართველი მეკარის ხელიდან გაშვება და მის ნაცვლად ფოსტერის შეძენა, უბრალოდ, შეცდომაა" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრას "სელტას" წინააღმდეგ 17 სექტემბერს გამართავს.

G.LA-ს
იმედია არამარტო მამარდა და კვარა დააფიქრებს ევროპელებს!
ლაშა
ტოტენჰემი ისევე, როგორც დანარჩენი პრემიერლიგის მორბენალი, ე. ი. მოუქნელი და გაუგებარი (და არა პრაგმატული) სტილის მატარებელი გუნდები არაფერში გამოადგება გიორგის! ესპანეთი ანდა იტალია, თუგინდ გერმანია, მაგრამ არა დასაკარგავი პერსპექტივის მქონე ინგლისი!
G.LA
ვფიქრობ მამარდა და ხვიჩა დააფიქრებენ ეცროპაში ზოგიერთებს. ასეთ სასაცილო ფასად ასეთი ბიჭების ხელში ჩაგდება არც აფრიკიდან არ ხდება მგონი. იმედია ჩვენ ბიჭებს შემოხედავენ და ევროპისკენ გზა გაეხსნებათ უფრო ფართოდ.
ლაშა
მამარდაშვილიც ასევე შეუფერებელია ინგლისისთვის...
L.J .
Dzalian kargia rom ar gadavida am asakshi praqtika chirdeba rac valensiashi aqvs upro karg gundshi wasvlas kidev shedzlebs...warmatebebi
ქომაგი
გასკდნენ გულზე ტოტენჰემში. ყოფილიყო ბრაზილიელი ცალხელასაც აიყვანდნენ. მიდი გიორგი აჯობე ყველას. ეს ბიჭები აცნობენ ევროპას ქართველ ფეხბურთელებს. სასწრაფოდ გვჭირდება სკოლები და აკადემიები რეგიონებში, რომ ჩვენი ბიჭები დაუბრკოლებლად მიდიოდნენ დიდ გუნდებში.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო