"ზესტაფონი"-"დაჩიას" მატჩის შემდგომ კომენტარები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ფეხბურთელებმა და ნაკრების თავკაცმაც გააკეთეს
"ზესტაფონსა" და "დაჩიას" შორის ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩშის შემდეგ გუნდების მწვრთნელებთან ერთად კომენტარები საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ, დუბლის ავტორმა ჯაბა დვალმა და გიორგი ონიანმაც გააკეთეს.

იგორ დობროვოლსკი: "ძალიან სუსტად ვითამაშეთ. ზოგიერთ ფეხბურთელის ცნობა საერთოდ შეუძლებელი იყო. ჩვენმა მეტოქემ კი ძლიერად ითამაშა. "ზესტაფონის" ასეთი კარგი თამაში ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. მეტქოემ თავისი აგრესიული თამაშით გვაიძულა, რომ საკუთარ კარს მივჯაჭვოდით, თორემ დაცვაში გამოკეტვა ნამდვილად არ გვქონდა განზრახული.

დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ვფიქრობ, შანსები კვლავ 50/50-ზეა. თუ მეტოქემ საკუთარ მოედანზე სამი გოლი გაგვიტანა, ხომ შეიძლება, იგივე კიშინიოვში ჩვენც მოვახერხოთ?! შემადგენლობას გადავახალისებთ და საპასუხო შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ."

გია გეგუჩაძე: "სასიამოვნოა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ ამან ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. მოლდოვაში რთული მატჩი გველის და არ უნდა მოვდუნდეთ. დღევანდელი მოგება ფეხბურთელების დამსახურებაა, ბიჭებს მატჩამდეც ეტყობოდათ, რომ თავს არ დაზოგავდნენ.

აღსანიშნავია მაყურებლის ფაქტორიც, სავსე ტრიბუნებმა მოთამაშეებზე დადებითად იმოქმედა. საპასუხო მატჩის წინ სოლიდური ფორა გვაქვს, რაც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ."

თემურ ქეცბაია: "ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეტოქე დასაფასებელია. მოხარული ვარ, რომ "ზესტაფონმა" შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდი ანგარიშით მოიგო. პირველ ტაიმში მოედანზე ერთი გუნდი ჩანდა. 3:0-ის შემდეგ ზესტაფონელებს, ალბათ, ისეთი მოტივაცია აღარ ჰქონდათ.

სასიხარულოა, რომ თამაშზე ამდენი გულშემატკივარი მოვიდა, ფეხბურთელებმაც მათ ლამაზი ფეხბურთი უჩვენეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. ვფიქრობ, "ზესტაფონს" მეორე თამაშში დაბრკოლება არ შეექმნება, რადგან საქართველოს ჩემპიონი დღესდღეობით ,,დაჩიაზე" ძლიერი გუნდია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე სწორედ ის გააგრძელებს ასპარეზობას."

ჯაბა დვალი: "ძალიან გახარებული ვარ, დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ და ლამაზი გოლები გავიტანეთ. გოლიც რომ არ გავუშვით, ესეც სასიხარულოა. თუმცა ვიცით, რომ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა, დღეიდან საპასუხო მატჩზე უნდა ვიფიქროთ."

გიორგი ონიანი: ,,გასახარია, რომ გავიმარჯვეთ. მოლდოველებთან კიდევ ერთი დაძაბული თამაში გველის. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დღეს მოპოვებული სამბურთიანი ფორა შევინარჩუნოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zestafoneli
ყოჩაღ! გილოცავთ და გისურვებთ შემდეგ წარმატებებს.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა