სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

52-ე წუთზე ხვიჩას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლად აქცია. მანამ, სანამ მატჩის მთავარი არბიტრი VAR-ზე ეპიზოდს გადაამოწმებდა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ხვიჩასა და რადე კრუნიჩს შორის პატარა სიტყვიერი შეკამათება მოხდა, გუნდებმა კი ფეხბურთელების დაშოშმინება მალევე მოახერხეს. გამოსარჩევია ზამბო ანგისასა და ოლივიე ჟირუს კარგი საქციელი, როდესაც უმალ მივიდნენ და სიტუაციის ჩაცხრომისკენ მოუწოდეს თანაგუნდელებს.

სანაკრებო პაუზის წინ "ნაპოლი" სერია A-ს 17 ქულით ლიდერობს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოსთან" გამართავს. მანამდე კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გადაერთვება და 23 (ჩრდ. მაკედონიასთან) და 26 (გიბრალტართან) სექტემბერს 2 მატჩს გამართავს.

მალხაზ ჯობავა
ეგ პოლიტანო მეც არ მევასება ისე იქცევა თითქოს ის იყოს პირველი მოედანზე, არადა კვარას ტუიკამდეც ვერ წვდება, პენალტს კი საერთოდ გამართლებაზე არტყამს. დროა ხვიჩამ აიღოს ვთავის თავზე პენალთის დარტყმა. ისე რა იქნებოდა , ქართველის პირველი გაკეთებული პენალტი და გოლი სან-სიროზე ჰა,ჰა.
მალხაზ ჯობავა
დავჩიჩე შენი აზრი
იბერია
ოხ მაყვალა მამიდა, მაყვალა მამიდა რა ენა გაქვთ ვინც არ გიცნობთ?! თქვენ ჩაქრით.
zura222
ტონალი (8) და კრუნიჩი(33) მივარდნენ თავიდან რომ იწვა მოედანზე და მაგათმა დაიწყეს
ვაჟა მასწავლებელი
ჟირუ ჯიგარი ყოფილა! მისი მოქმედება ასე იშიფრება: - გაანებე ამ ქაჯებს თავი, თავისი გაჭირვებაც ეყოფათო! არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მილანელები ცოტა ქედმაღლურად იქცეოდნენ მოედანზე და როცა უჭირდათ ეგრევე უხეშობდნენ, მსაჯმაც - მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე - ბევრჯერ "დახუჭა თვალი" მათ დარღვევებზე. ცოტა დაიცადეთ და "კვარა გასწავლით ჭკვას"!
ჩემი აზრით
ხვიჩა ნაპოლის "ჯოკერია"მაგრამ ამ სოფლურ ვარცხნილობას რატომ ატარებს.შეყვარებული ვერ ეტყვის რომ ძაან გოიმურია.მითუმეტეს იტალია სტილისტების ქვეყანაა.
ირაკლი
ყველა ინტრიგანზე პასუხი გაცემულია, კვარამ ნაპოლის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. სუპერ თამაში ქონდა, მთლად აურ დაურია პიოლის გეგმები იმ ორი აკიდებული ბარათით კიაერსა და კალაბრიაზე)) ამ კარგი თამაშით და ნაპოლის გამარჯვებით ყველაზე მეტად ატკინა-კრუნიჩებს და მისნაირებს და გაახარა მისი და ნაპოლის გულშემატკივრების გულები. ისე კი ჩაუკაკუნებენ კრუნიჩს როგორც საჭიროა, არც მაგის ხალხი აკლია ნაპოლის და კვარას))
gio
მარიო რუი რაღაც კაი ტიპი ჩანს და ძალიან მევასება იმ მაიმუნმა ხვიჩას საშინლად ჩაარტყა ფეხი უკან ისე რომ თითქმის შეუმჩნევლად. ხვიჩა რომ მოვლენაა და მილანის მცველები გააპარტახა ეს ყველამ დაინახა. მგონი პოლიტანოს მეტ პენალს აღარ დაარტყმევინებენ, საშინლად დაარტყა და შემთხვევით გაიტანა, ისე მაგარი მარიაჟა ტიპია უფრო ვიდრე საქმის გამკეთებელი. ღმერთი ფარავდეს ჩვენ ხვიჩას
რატი
მოდი აქაააა! კრუნიჩიიი!:)))
Dato
კრუნიჩი არ იყო, ტომოი იყო. ან ხვიჩას გაექაჩა და მარიომ უპადერჟკა, ან პირიქით, მაგრამ უფრო პირველი...
რაბუ
ჟირუმ კაი ბადრიევიჩ მე მეცი პატივი და მაჩუქე ეს კაციო
imereli
პროდუქტიულია ყველა თამაშში შედეგს დებს

ეს იყო ზუსტად? მე რამდენჯერმე ვუყურე ვიდეოს რომ გამერკვია ვინ გაეჭიმა მაგრამ ვერ გავარკვიე. მოსალოდნელი კი იყო რომ ეს ტილიანი პროვოკატორი ბალკანელი კრუნიჩი იქნებოდა მაგრამ ვიდეოში საიდანღაც გვერდიდან მოდის და მაგას არავინ იჭერს, არ არის ეპიცენტრში საერთოდ . შუაში დგანან ტომორი და მარიო რუი, მარიო თითქოს იხრჩობა ან ვიღაცა ახრჩობს. ვერ გაიგებ რა ხდება ვის რა უნდა არ ჩანს
I
ჟირუ რა მაგარი კაცია,როგორ ჯიგრულად გაიყვანა კვარა იქეთ :)
Spain
ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ.დაალეწეს ფეხები. ასეთი სიუხეშის ფონზე საკმაოდ კარგად ითამაშა. მის წინააღმდეგ ვინც იყო იმ მცველების შეცვლა მოუხდათ, რადგან ყვითელი მიაღებინა. ვინც შემოუშვეს იმათ მაგივრად, იმასთან პენალი მოიპოვა. მოკლედ თავის შედეგს დებს და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ყველა თამაშზე. კრიტიკოსებმა იყეფონ რამდენიც უნდათ, თუმცა ეგეც საჭიროა რაღაც პონტში:) როგორც კი ეგრევე ფეხებში არ უვარდებიან დაფრინავს, როგორც კი ეუხეშებიან ცოტას ფრთხილობს. ეგ ლოგიკურიცაა. ისე მეშინოდა ამ სანაკრებო თამაშის წინ ტრავმა არ მიეღო. დააკვირდით ყოველი ბურთის მიღებისას როგორ აქცევდნენ.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა