რა თქმა უნდა, პროგნოზები რთული საკითხია, თუმცა ის მაინც ყოველთვის გარკვეულ ლოგიკას ეფუძნება. მას შემდეგ, რაც ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი" აღიარებულმა ლიდერებმა დატოვეს, ახალი სეზონის წინ იტალიაში ამ გუნდს მთლად პერსპექტიულ მომავალს არ უწინასწარმეტყველებდნენ. ამის გამო ვერც ვერავის გაამტყუნებდი, რადგან ჯერ ერთი, რა დონის ფეხბურთელიც უნდა შეიძინო, მას აკლიმატიზაციისათვის გარკვეული დრო ყოველთვის სჭირდება; და მეორე საკითხი - ნეაპოლელები ფართო აუდიტორიისთვის არც ისე ცნობილი მოთამაშეებით გაძლიერდნენ.

თანამედროვე სამყაროში რთულია, ვინმეზე წარმოდგენა არ გქონდეს და რა თქმა უნდა, იტალიელი ქომაგები ქართველი კვარაცხელიას შესახებ ეტაპობრივად ბევრ რამეს ნახავდნენ, მათ შორის, მის თამაშებს ესპანეთისა თუ შვედეთის ნაკრებების წინააღმდეგ, თუმცა ვაღიაროთ, თავდაპირველად ექსპერტებისა თუ გულშემატკივრებისთვის რთული წარმოსადგენი იყო, ხვიჩას ასე წარმატებით და ისე დაეწყოს, თითქოს ამ კლუბსა და თანაგუნდელებს დიდი ხანია, რაც იცნობდა.

მხოლოდ ჩვენებურზე რომ არ შევჩერდეთ, რომელსაც ლორენცო ინსინიეს შეცვლა უწევს, სპალეტის გუნდი თურქული "ფენერბაჰჩესგან" სამხრეთკორეელი კიმით ძლიერდება, რომელმაც "ჩელსიში" გადასული კულიბალი ჩაანაცვლა. ეს გზაც ძალიან წარმატებით დაიწყო.

ასეთი დეტალებით დიდი გუნდები იქმნება. "ნაპოლი" საკმაოდ დაბალანსებულია და გამოკვეთილად სუსტი რგოლი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. სასიამოვნო ისაა, ასეთ გუნდში "კვარაზე" ბევრ რამ რომაა დამოკიდებული და ის ყველა შეხვედრაში შესამჩნევია, ჯერ ჩავარდნა არ ჰქონია.

ეს მოკლედ "ნაპოლის" სანაკრებო შესვენებისწინა მდგომარეობაზე. რაც შეეხება "მილანთან" მატჩს, ბოდიში "ლივერპულის" გულშემატკივრებთან, მაგრამ ალბათ კვარაცხელიამ ყველაზე დიდი გამოცდა ჩააბარა, რაც აქამდე ჰქონია. ტურის ცენტრალურ მატჩებს იტალიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი დიდ ფსიქოლოგიურ ნაბიჯს გადადგამდა იმისკენ, რომ ჩემპიონობაზე ეფიქრა. ხვიჩა ახლა მართლაც მთელმა იტალიამ გაიცნო.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც თქვა, რომ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, კვარაცხელია კიდევ უფრო რომ განვითარდეს. ამის ხაზგასმა ნამდვილად მუდმივად გვსურს, რომ "კვარას" მეტი შეუძლია და კრიტიკული ელემენტები მაგის გამო არც არასდროს დაგვიკლია. ქართველი გარემარბი ახლა გაცილებით ძლიერი იყო დაცვით ოპერაციებში, თუმცა ორჯერ ბურთი დაკარგა, რასაც მილანელთა კონტრშეტევა მოჰყვა. არ შეიძლება იმ დონის დრიბლიორმა, როგორიც კვარაცხელიაა, ბურთის დაკარგვის შიშით ყველაფერზე უარი თქვას, ამით მართლაც ჩვეულებრივ მოთამაშეს მივიღებთ და არა განსაკუთრებული უნარების მქონეს, როგორიც ისაა. ამის მიუხედავად, როცა მწვრთნელი ამას დიდ ყურადღებას უთმობს, ხვიჩამაც მას სასაუბრო თემა არ უნდა დაუტოვოს. ქართველი შემტევი ართმევებზეც ვნახეთ, საპირისპირო ფლანგზე მოთამაშეც და თანაგუნდელების დამზღვევადაც. "კვარას" პასები ნამდვილად არ "ეშლება", თუმცა იყო ეპიზოდი, როცა შეტევის სხვაგვარად გაგრძელება შეეძლო. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ სპალეტის ის მაინც სასარგებლო რჩევები ხვიჩას თუნდაც მინიმალურ კომპლექსს უჩენს.

რა ვნახეთ ახალი? - კვარაცხელია, რომელსაც მეტოქე სიმულაციას აბრალებდა და მან ღირსეული პასუხი გასცა. გარკვეული დოზით ესეც საჭიროა, წარმატებულ ფეხბურთელებს ეს ყველაფერი აქვთ და ხვიჩასაც დასჭირდება. კარგი იყო მარიო რუის გამოქომაგება და მეტოქე ოლივიე ჟირუს ღირსეული საქციელიც. ჩვენებურმა "გამოცდა" ამ კუთხითაც "ჩააბარა". ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის წესი ხომ არაერთხელ დაარღვიეს და მწვრთნელი აიძულებულები იყო, ორი მოთამაშე "გაერიდებინა".

ახლა "ნაპოლი" ცოტათი უნდა "დავასვენოთ", კვარაცხელიათი კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვისიამოვნოთ!

gulshematkivari
რა ოხერი - ოხერი დაიჩემე, ადამიანო!
Diversant.*
ბიჭო, იმას ვამბობ რომ ეგეთი უნდა იყო!!!
ქუთაისელი
დივერსანტის კომენტარი ცალკე სტატიად დადეთ :) ბრავო :)
ზვიადი
კვარამ იმდენი ქნა უკვე რომ ნაპოლიდან რუსეთის ჩემპიონატის ისედაც გადაბრუნებული საერთოდ ამოტრიალება დაიწყო საზანოვით დაიწყო მომავალში სხვებიც მიბაძავენ ვინც დარჩა უცხოელი
გიგა
დივერსანტს ყველაფერში ვეთანხმები
Diversant.*
ხვიჩას დიდი მონდომებით მეცადინეობით და დივერსანტული საქმიანობით!!! ხვიჩა დივერსანტია, ეგეთი ცოცხალი მოუსვენარია ოხერი ისეთ რაღაცეებს აკეთებს მოწინააღმდეგე გუნდს აზარალებს გეგმებს უშლის ძირავს მოულოდნელად ღუპავს საერთოდ. მილანს რა უქნა? მილანი ამან დაღუპა შოკში ჩააგდო. ჯერ ყვითლები მერე პენალი აკიდა და მეორე გოლშიც მაგის წვლილია იმიტომ რომ 2 მეტრიანი ვირგლა კაიერი და კალაბრია გააგდო რითაც გაუდვილა გოლის გატანა თავის გუნდელებს. ეს რა ოხერი ყოფილაო მგონი შოკიდან კიდე ვერ გამოდიან. ყველა გუნდთან ამან იჩალიჩა ესეთი რაღაცეები ამან მოაგებინა და გადაარჩინა, თორე ეხლა ნაპოლი იქნებოდნენ ცხრილის შუაში სადღაც. ნაპოლი მკვდარია ამის გარეშე ეგენი მაგეთი რაღაცეების გამკეთებლები არ არიან, ესაა ეს რომელსაც ნაპოლის თამაშში შეაქ სიცოცხლე ცეცხლი ნაპერწკალი დაბადებულია ქაოსის და დესტაბილიზაციის შესატანად. მარადონაც ასეთი იყო ცოცხალი მოუსვენარი ოხერი და მაგის მერე არ ყოფილა მგონი იტალიაში ესეთი ოხერი მოტორიანი ტორნადოს დამტრიალებელი ტიპაჟი /ფიგურა. იმათთვის თარსი, ოხერი არ ჩერდება თან. ტიპი 2 თვის ჩამოსულია და იმდენი ქნა უკვე მოასწრო დივერსია სერია A ცხრილის თავდაყირა დაყენება. ნაპოლი პირველ ადგილზეა, კიარა ჩემპიონთა ლიგაშიც არ დააკლო ლივერპულს რა უქნა პირველ ადგილზე მოიკალათა. ეს გგონია მოსწონთ ვიღაც ვიღაცეებს? ამ ოხერმა ქართველმა ყველას საფიქრალი გაუჩინა, ზიან გამწარებული ზვიგენებივით და ფიქრობენ რა მოუხერხონ. მოკლედ კინო ჯერ არ "გახურებულა", ბოლოს ვისი აჯობებს დავინახავთ(!) .))
ვაჟა მასწავლებელი
ოლივერ ჟირუ ჯიგარი ყოფილა; სავარაუდოდ ხვიჩას ჭკუა ამ სტილში დაარიგა: "გაანებე თავი ამ ქაჯებსო". ისე, როცა პირველად ვნახე საფრანგეთის ნაკრებში თამაშის დროს, გარეგნობით ძველი ქართული ფილმების (მაგ. დარიკო) პერსონაჟი აზნაურები გამახსენა - მხოლოდ ჩოხა აკლდა.
mate
ეგრე იყოს!
სოსო
კარგი სტატიაა!ყოჩაღ ღვთისავარ!გათამაშების ცხრილის ჩვენებაც კარგია,მაგრამ თუ ტურის მიმოხილვებში,მიმდინარე გათამაშებების,ჩვენთვის საინტერესო ჩემპიონატებისას მაინც,სრულ ცხრილებსაც აჩვენებთ,კიდევ უკეთესი იქნება.სხვაგან ძრომიალი აღარ დაგვჭირდება.წარმატებები.
მერაბი
ქართული ფეხბურთის აღორძინებისა იყოს!!!
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა