ბერლინში, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ განვლილი ტურნირის შეფასებისას სხვებთან ერთად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოარჩია, ხოლო “თბილისი არენას” ევრობასკეტ 2022-ის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა უწოდა.

ფიბა ევროპის გენერალურმა მდივანმა და ფიბას აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტის ერთი წლით გადავადებამ ფიბა ევროპისა და ოთხი მასპინძლისთვის წამოჭრა ბევრი ლოგისტიკური საკითხი, თითოეული მასპინძელი ფედერაციის მონდომებამ მოლოდინს გადააჭარბა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის წყალობით მათ შესანიშნავად გაართვეს ყველაფერს თავი.

„ამ ევრობასკეტის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არის ახალი არენა თბილისში, რომელიც პანდემიის გამო სამუშაოების გადადების მიუხედავად აშენდა, – განაცხადა კამილ ნოვაკმა. – ეს ევრობასკეტი განსაკუთრებული იყო ჯგუფურ ეტაპზე თანამედროვე არენებით კიოლნში, პრაღასა და თბილისში და მილანის ისტორიული არენით, რამაც ის განსაკუთრებული გახადა მაყურებლისთვის. გულშემატკივართა გამოცდილება გაუმჯობესდა ულამაზესი მასპინძელი ქალაქების სტუმართმოყვარეობით”.

კამილ ნოვაკმა ასევე ხაზი გაუსვა ევრობასკეტის სოციალურ ასპექტს თითოეულ მასპინძელ ქალაქში და ყურადღება გაამახვილა ორგანიზატორების მიერ გამოყენებულ სტრატეგიაზე მოხალისეთა გაერთიანების საქმეში, რომლებმაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი დააკომპლექტეს, სადაც ახალგაზრდები საპენსიო ასაკის მოხალისეებთან ერთად მუშაობდნენ.

ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა ტურგაი დემირელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევრობასკეტ 2022-მა მიაღწია ახალ სიმაღლეებს პარიტეტისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პლეი-ოფში საშუალო მოგების ზღვარი (ნახევარფინალამდე) იყო მხოლოდ 7.8 ქულა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია 2003 და 1937 წლების ევრობასკეტების შემდეგ.

“ეს გვიჩვენებს ევროპული კალათბურთის სიძლიერეს და ნამდვილად, როგორც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ევრობასკეტი არის მსოფლიოში საუკეთესო სანაკრებო შეჯიბრება, – განაცხადა ფიბა ევროპის პრეზიდენტმა. – კონკურენციის დონემ აჩვენა, რომ ევრობასკეტის მონაწილე 24 ნაკრებიდან ყველას ჰყავს ძალიან კარგი მოთამაშეები და შეუძლია კონკურენტუნარიანი იყოს სხვა გუნდებთან მიმართებით. ეს ეხება არა მხოლოდ მოთამაშეებს, არამედ მწვრთნელებსაც, რომელთა დონეც ძალიან მაღალი იყო“.

თურგაი დემირელმა მადლობა გადაუხადა ოთხ მასპინძელ ფედერაციას (საქართველოს, გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს), ტურნირის მოხალისეებს, ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტებს და ევრობასკეტ 2022-ის ელჩს დირკ ნოვიცკის ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის, რომლებმაც გაამართლეს გულშემატკივრების მოლოდინი. ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა დასძინა, რომ 2015 წელს შემოღებულმა ფორმატის ცვლილებამ, რომელიც ტურნირის მასპინძლობის 4 ქვეყანაზე განაწილებას გულისხმობს, გაამართლა და ის წარმატებული აღმოჩნდა სხვადასხვა მიმართულებით.

“დასწრების თვალსაზრისით, ეს იყო მეორე ყველაზე ყურებადი ღონისძიება ევროპული კალათბურთის ისტორიაში და ძალიან ახლოს იყო ლიდერთან გაყიდული ბილეთების საერთო რაოდენობით. ლიდერი გახლავთ 2015 წლის ევრობასკეტი, რომლის პლეი ოფი ჩატარდა საფრანგეთის ქალაქ ლილში და იქაური არენის ტევადობა გახლდათ 25000“ – დასძინა თურგაი დემირელმა.

GBF.GE

zura222
საინტერესოა თურქეთის ნა....მა მწვრთნელმა და ფედერაციამ რა თქვეს ქართული მხარის ქებაზე რომ გაიგეს ??
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე