სოფიომ ავსტრიაში WTA-ს ტურნირ "გაშტეინ ლედისზე" საკვალიფიკაციოდან ძირითად ბადეში გააღწია, რისთვისაც 17 სარეიტინგო ქულა მიიღო
საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (83) პალერმოს საერთაშორისო ტურნირ "სნაი ოუფენზე" ასპარეზობდა, რომლის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია. სამწუხაროდ, ჩვენებურს არ გაუმართლა - მე-6 ნომრად განთესილი ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა (48) შეხვდა. ტატიშვილი ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 5:7.

ავსტრიაში WTA -ს ტურნირ "გაშტეინ ლედისზე" (220 ათასი დოლარი) სოფიო შაფათავა საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაება. ჩვენმა თანამემამულემ ჯერ მე-2 ნომრად განთესილი ამერიკელი ეშლი ვეინჰოლდი დაამარცხა - 6:4, 7:6 (12). შემდეგ მან ძალზე იოლად აჯობა სლოვაკ ჟუჟანა ლუკნაროვას - 6:0, 6:2 და ფინალურ წრეში ავსტრიელ ნიკოლ როტმანსაც მოუგო - 4:6, 6:2, 6:4.

შაფათავა ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა, რისთვისაც 17 სარეიტინგო ქულა მიიღო. თავისთავად, ეს დიდი მიღწევაა. ძირითად ბადეში ქართველი მოწინავე ასეულის წევრ ხორვატ პეტრა მარტიჩს გადაეყარა და პირველი სეტიც მოუგო, თუმცა საბოლოოდ ქართველი დაემშვიდობა ტურნირს - 6:3, 3:6, 2:6.

იტალიურ იმოლაში 25-ათასიან ტურნირში ორი ქართველი ასპარეზობდა. მაკა ჩახნაშვილი (224) შეჯიბრების პირველი ნომერია. მან პირველ წრეში საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულ მასპინძელ ლორენცა სტეფანელის მოუგო - 7:5, 6:4. სოფიო ქვაცაბაიამ (448) კი იტალიელ ეველინ მაირთან (381) ორთაბრძოლის მეორე სეტში შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა - 1:6. ჩახნაშვილი მერვედფინალში "უაილდ ქარდით" მიწვეულ ხორვატ მარია აბრამოვიჩს (572) ხვდება. წყვილებში მაკა ნადია ლალამისთან (385) ერთად მესამე ნომრადაა განთესილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა