საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრები მოახლოვდა. პარასკევს, 23 სექტემბერს (20:00 სთ), ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ და როგორც "ერთა ლიგაზე" დაწინაურების, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის საკითხის მოგვარება აქვე შეგვიძლია. ამაზე საუბარი არ გვსურს, მაგრამ "ჯვაროსნებს" მიზნის მიღწევა ნებისმიერი შედეგის შემთხვევაშიც ხელეწიფება, რადგან ურთიერთშეხვედრებში უახლოეს მეტოქესთან მნიშვნელოვნად ვართ დაწინაურებული - სტუმრად სოლიდურად (3:0) დავამარცხეთ, რაც თანაბარი ქულების დაგროვებისას უპირატესობას გვაძლევს. მოგეხსენებათ, უკანასკნელ ტურში გიბრალტარს ვსტუმრობთ. პლეი-ოფში რაც შეიძლება მაღალი ქულით უნდა გავიდეთ, რათა ნახევარფინალი თბილისში შედგეს.

ვილი სანიოლის გუნდმა წინა საშინაო მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა (ბულგარეთთან 0:0). იმ შეხვედრების ფონზე, რაც თუნდაც ბულგარელებთან სტუმრად (5:2) გავმართეთ, ეს თითქოს ლოგიკური არ იყო, თუმცა საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა გუნდად, რომელიც ძალიან სწრაფად უტევს, სივრცეებს იყენებს და კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა, ხოლო როცა მოწინააღმდეგემ კარის დაცვას უფრო დიდი ძალა დაახარჯა, გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ.

ფრანგ მთავარ მწვრთნელს ხსენებულ შეხვედრაში გამოტანილი დასკვნები ახლა ძალიან უნდა გამოადგეს, თანაც ჩრდილომაკედონიელები შეტევაზე მეტად იფიქრებენ. სტუმართა მთავარი თავსატეხი ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზებაა, 'ნაპოლის" გარემარბზე ყურადღების გადატანა კი სივრცეებს სხვა ქართველ ფეხბურთელებს გაუხსნის, რასაც გამოყენება სჭირდება.

ჩვენი შემადგენლობის პროგნოზირება ახლა საკმაოდ რთულია. რამდენიმე პოზიციის გარდა, გუნდში სერიოზული კონკურენციაა, თუმცა ვეცდებით, მასზე მაქსიმალურად ობიექტურად ვიმსჯელოთ და სასტარტო თერთმეტეული გამოვკვეთოთ.

მეკარე

ივნისში ჩატარებული 4 შეხვედრიდან გიორგი მამარდაშვილმა მონაწილეობა მხოლოდ ერთში მიიღო, პირველი კიპერი კი კვლავ გიორგი ლორია იყო. ძალიან ლოგიკური იქნება, თუკი დარჩენილ ორ მატჩში კვლავ მათ როტაციას ვნახავთ.

"ვალენსიას" კარგ ფორმაში მყოფმა მეკარემ სწორედ ჩრდ. მაკედონიასთან ითამაშა. ისე მოხდა, რომ "მამარდას" ბოლომდე სავსე "დინამო არენის" გამოცდა ჯერ არ ჩაუბარებია, რისი საშუალებაც შესაძლოა, სანიოლმა სწორედ ახლა მისცეს, გიბრალტარში კი ლორია ითამაშებს. ერთმნიშვნელოვნად რამის თქმა რთული იქნება.

ცენტრალური მცველები

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპიტანი გურამ კაშია და "კოპენჰაგენის" უკანახაზელი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად იქნებიან. ამაზე როგორც მათი სათამაშო კონდიციები, ასევე მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულება და განვლილი შეხვედრები მიგვანიშნებს. გურამი სამი მცველიდან შუაში იქნება, დათა კი, წესითა და რიგით, მარცხნივ უნდა დადგეს. ვინ იქნება მესამე?

მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ყველაზე რეალური საბა კვირკველიას თამაშია. ბოლო მატჩებში ნაკლებად, თუმცა აქ ოთარ კაკაბაძეც თამაშობდა. თუკი ის ფლანგს არ დაუბრუნდება, მისი ამ პოზიციაზე განხილვა კვლავაც შეგვიძლია.

არის კიდევ ერთი ვარიანტი - ხოჭოლავამ მარჯვნიდან ითამაშოს და ამ შემთხვევაში, სასტარტოში "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი ვიხილოთ.

ფლანგები

მარჯვენა ფლანგზე ბევრი ფიქრი არ გვჭირდება. ზემოთ კაკაბაძეზე დავწერეთ. თუკი ოთარი ცენტრში ითამაშებს, მაშინ მარჯვნივ სიტუაციის კონტროლი საბა ლობჟანიძეს დაევალება. ის მიმდინარე სეზონში ნაკლებად შედეგიანია, თუმცა საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს, სწრაფი და ენერგიულია.

რაც შეეხება მარცხენა ფრთას, აქამდეც დავწერეთ, რომ წმინდა საკლუბო პრაქტიკით, ამის შანსი გურამ გიობელიძეს აქვს, თუმცა, გუნდში მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, მწვრთნელს ამ პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილი ძალიან მოსწონს. "ლეხის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე თავისუფალ სივრცეებს ნაყოფიერად იყენებს და ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადააქვს.

თუკი სადმე როტაციაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ მარცხნივაა. დიდი შანსია, ირაკლი აზაროვი უფრო გიბრალტარში ვნახოთ.

ნახევარმცველები

საქართველოს ნაკრების საყრდენ ზონაში დიდი კონკურენცია და არჩევანი არაა. ნიკა კვეკვესკირი აუცილებლად სასტარტოში იქნება და ის ჩვენი შეტევების მიმართულებისა და ტემპის მთავარი განმსაზღვრელი იქნება.

როცა ნიკა ძირითადშია, მის გვერდით თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილზე მეტად, გიორგი აბურჯანიას ველით. "აბუ" კლუბში ბევრს არ თამაშობს, თუმცა ზაფხულის სანაკრებო შეხვედრებში კარგად გამოიყურებოდა - პრესინგზე გაცილებით აქტიურად თამაშობდა და კვარაცხელიაზე მეტოქის ფეხბურთელების "შემოხვევით" მშვენივრად სარგებლობდა, რამდენჯერმე დასარტყმელი პოზიციაზე აღმოჩნდა.

გიორგი ჩაკვეტაძე უკვე ნამდვილად მზადაა, სრული შეხვედრა ითამაშოს, თუმცა ამ ტაქტიკურ სქემაში მისი ადგილის პოვნა მაინც რთულია. წინა სამეულზე მეტად, იქნებ სანიოლი მის თამაშს ცენტრში განიხილავდეს და გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართოს. უფრო ლოგიკური იქნება, თუკი "ჩაკვეს" მეორე ტაიმში ვიხილავთ.

შემტევები

ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, უალტერნატივოდ, ძირითადში იქნებიან. "კვარა" გუნდის აღიარებული ლიდერია და მის მნიშვნელობაზე ბევრი საუბარი საჭირო არცაა. ვნახოთ, ჩრდილომაკედონიელები მის წინააღმდეგ რას მოიფიქრებენ. ერთ-ერთი ვარიანტი იქნებ "ნაპოლიში" მისი თანაგუნდელის, ელიფ ელმასის დაცვით ოპერაციებში მეტი ჩართვა იყოს, თუმცა ეს მათ შემტევ პოტენციალს სერიოზულად დააზარალებს.

ზურიკო კი ძალიან პროდუქტიული ფეხბურთელია, ნახევარდაცვაში დაუზარებელია და ბევრს მუშაობს, შეტევაში კი ბევრი ხიფათის შექმნა და ულამაზესი გოლების გატანა შეუძლია. ვაკო ყაზაიშვილსაც მეორე 45 წუთში ვვარაუდობთ.

რაც შეეხება ცენტრფორვარდს - ბოლო მატჩებს თუ ავიღებთ, გიორგი მიქაუტაძე ბუდუ ზივზივაძეზე კარგ ფორმაშია, თუმცა ივნისის სანაკრებო შეხვედრებში ბუდუ მაინც უფრო პროდუქტიული იყო. ნაკლებად გვგონია, ამ საკითხზე სანიოლს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდეს, ყველაფერი ბოლო ვარჯიშებზე უნდა გადაწყდეს.

ისე მაინც
მართლა რა იყო ეს, ჰაა??? ძალიან მაგარი სეივი გააკეთა
გულშემატკივარი
ვენაცვალე ყველა ქართველ ფეხბურთელს, მაგრამ მერწმუნეთ! ჩაკვეს ფორმაში ყოფნა, უდიდესი ძალაა. ყველას ერთნაირად გაგიმარჯოთ ბიჭებო.
Levani
Me vuyure hataisporis or tamashs bolo kvireebshi da Kommentatori sul lobjanidze-lobjanidzes yviris.hataispotis chasvra sabas brali ar Aris,sxvebi ver uwyoben
Givi
Chemi azrit lobjanidze ver unda ikos idealur formashi,sezonis startze faqtiurad ushedegod tamashobs turqetshi,marjvniv zuriko da shuashi chakve kargi iqneba,mamardas aucileblad karshi daakenebs 100% it darwmunebulivar,win albat miqautadzes atamashebs ase mgonia,warmatebebi chvens nakrebs!!!
BOSS
რის როტაცია,მამარდა უნდა იყოს უპირობო პირველი ნომერი.ლორიას მადლობა ყველაფრისთვის,მაგრამ მაგის დრო წავიდა უკვე
აჩი
მამარდა არის ძალიან მაგარი მეკარე და მეექვსე ტურის "ტოპ სეივის" გამარჯვებულიც გახდა. https://www.youtube.com/watch?v=Ror0Kh0rZu0
qomagi
ჩაკვეტაძე აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს, რადგან საგრძნობლად მოუმატა და კიდევ მოუმატებს, სათამაშო პრაკტიკაც არ აკლია 2 საყრდენის წინ ჩაკვეტაძე უნდა იყოს აუცილებლად,ლობჟანიძე კი მარჯვნიდან შეუტევს ალბათ, რადგან ძალიან სწრაფია და ნაკრებს მისი სისწრაფეები ჭირდება,რაც შეეხება დავითაშვილს რა თქმა უნდა ნიჭიერია და კარგ კლუბშიც მოხვდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლია მას სხვებთან შედარებით,ის მეორე ტაიმში უნდა ჩაერთოს ყაზაიშვილთან ერთად,ფორვარდებზე მინდა ვთქვა ორივე ზივზივაძეც და მიქაუტაძეც კარგი ფორვარდები არიან, ორივეს თავიანთი პლიუსები აქვს.კარში კი ჩემი აზრით უკვე დროა მამარდაშვილი დადგეს სტაბილურად, კაცი ბოლობოლო ვალენსიის ძირითადში დგას და ლა-ლიგას თამაშობს თან გამოჩეულად, ამით ყველაფერია ნათქვამი,მისი არ დაყენება მე ახლა უსამართლოდ მიმაჩნია.ამით იმას არ ვამბობ რო ლორია ცუდი მეკარეა, მაგრამ დადგა დრო ლორიამ ახალგაზრდებს დაუთმოს გზა როგორც ეს კანკავამ გააკეთა.
უვიცი
ჩაკვე მიდი მოიხოდე, ცენტრში უნდა დადგე შენ იდეაში, თუმცა ჯერ ფიზიკურად მოსამატებელი გაქვს, ფიზიკას როცა მოაგვარებ მერე გვარდიოლა გინდა ერთი სეზონი და ოქროს ბურთი შენია.
უვიცი
ვინმემ დამიჯერეთ და ყაზაიშვილი ცენტრალურ ნახევარმცველზე დააყენებინეთ სანიოლის, გიბრალტართან მაინც, მგონია რომ კიტეს დაბრუნებამდე ვაკოს შეუძლია ამ პოზიციაზე კარგად თამაში
დიმა
ცენტრალურ ზონაში კარგად გვახსოვს კვეკვესთან ერთად მოთამაშე ანანიძე და ზოგჯერ კიტეიშვილიც, შედეგიც იდეალური იყო, მე მაგალითად ჩაკვეს და კვეკვეს გამოვცდიდი ერთად იმ ფონზე რომ გიორგიმ დაცვაში თამაშს საკმაოდ მოუმატა.
las
მე ლობჟანიძის ადგილას მარჯვენა ფლანგზე წიტაიშვილს დავაყენებდი. გამთამაშებლად ჩაკვეტაძეს
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება