ხვიჩას კვარაცხელიას შესახებ სხვადასხვა უცხოური გამოცემა კვლავ აქტიურად წერს. ამჯერად ქართველის შესახებ ვრცელ სტატიას ესპანური გამოცემა estadiodeportivo.com-ი აქვეყნებს.

ამავე გვერდის ჟურნალისტის, რაფა კალას ცნობით, "კვარა" რამდენიმე თვის წინ "ვალენსიაში" გადასვლასთან ახლოს იყო. ასევე მის დამატებას "სევილიაც" განიხილავდა.

"ესპანურ ენაში არსებობს გამონათქვამი: "ჩვენ ყველანი მანოლეტები ვართ". ეს გამოთქმა ეხება ხალხს, რომელსაც რისკის გაწევა არ ახასიათებს და მხოლოდ ფაქტების საფუძველზე მოქმედებს. მსგავსი შემთხვევა საფეხბურთო სამყაროში, კერძოდ, სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ გვინახავს. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა. ქართველი ახლა ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს ვარსკვლავია და "ნაპოლიში" ბრწყინვალე სეზონს ატარებს. "კვარას" შეძენა გასულ ზაფხულს ესპანურ კლუბებს შეღავათიან, დაბალ ფასად ან თუნდაც უსასყიდლოთ შეეძლოთ.

გარემარბი, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, რამდენიმე თვის წინ, შესაძლოა, ლა ლიგაში აღმოჩენილიყო. "ვალენსიასთან" მოლაპარაკებების დროს შუამავლის როლს "ღამურების" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერი ანტონიო ლოპეს ვალენსია ასრულებდა. ესპანელმა ხელმძღვანელობას აუხსნა, რომ "კვარას" დამატება უკრაინა-რუსეთის ომის გამო სრულიად უსასყიდლოდ იყო შესაძლებელი. საბოლოოდ გარიგება ვერ შედგა და კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" გადავიდა, რამდენიმეთვიანი თავგადასავლის შემდეგ კი დაახლოებით 11 მილიონ ევროდ "პარტენოპეის" რიგებში აღმოჩნდა.

"ვალენსია" არ იყო ერთადერთი კლუბი, რომელიც ქართველის გადაბირებით ინტერესდებოდა. მის კანდიდატურას აქტიურად "სევილიაც" განიხილავდა. ამაზე ხვიჩას ერთ-ერთი წარმომადგენელი თემურ ლეფსაიაც საუბრობდა:

"დიახ, ანდალუსიელები დაინტერესდნენ ხვიჩას ტრანსფერით. კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრე მისი დადებითი მხარეების შესახებ, თუმცა არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები" - განაცხადა ლეფსაიამ.

დღესდღეობით, ხვიჩა "ნაპოლის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. "პარტენოპეი" ლიდერობს როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს, ასევე სერია A-ს გათამაშებას. ქართველს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და დიდი შანსია, კლუბმა მომავალში მისი გასხვისებით სატრანსფერო რეკორდი მოხსნას. ფაქტია, "ვალენსიამ" და "სევილიამ" "კვარას" ხელიდან გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვეს." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ მატჩს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

თემო
100% ით გეთანხმები. ვალენსიაში მამარდაც მეცოდება.გაუთავებელი პრობლემები აქვს კლუბს.ეხლა რომ დაადეს ფასი 100 მილიონი, რა ამითი უნდათ ვალების დაფარვა?
Suxumchanin
ასევე შესაძლოა დიდი დაძაბულობისა და ხისტი თამაშების ფონზე თვითონაც ფრთხილობს და მწვრთნელიც უფრთხილდება მარგალიტს
ლომი
პრობლემა შევატყვე ხვიჩას ამ ბოლო 2 თამაში. ფინტებს საერთოდ აღარ აკეთებს და თამაში შეცვალა. ასე მგონია რომ მწვრთნელი ამას უკრძალავს და ინდივიდუალორბას უშლის. ხვიჩამ არაფერი არ უნდა შეცვალოს პირიქით უნდა გააგრესიულდეს.
aburjga
გადარჩენილა! ძალიან კარგ ადგილას გადავიდა! განსაკუთრებით იტალიელი ტიფოზების მეიმედება, რომელთაც ასე ძალუმად შეიყვარეს ხვიჩა! ისინი ხვიჩას არავის დააჩაგვრინებენ! მეტი დრიბლინგი, მეტი გოლები ჩვენო საამაყო კვარადონა!
ვანჩოპე
ძალიან კარგი რომ არ გადაიყვანეს. არ დააფაასეს, ან ვერ ნახეს მისი ტალანტი. მშვენიერ ადგილას აღმოჩნდა ახლა.
რატი
აწი გვიანია ,,თითზე კბენანი''.
სოსო
ესპანეთში ვერც სევილია და მით უმეტეს,ვერც ვალენსია,ჩემპიონობაზე ვერ გაიქაჩებოდა.ნაპოლის კი,ამის შანსი აქვს და ჯერ ჯერობით რასაც ვხედავ,უხეშობაც აქ უფრო ნაკლებია.ასე რომ კვარასათვის,ეს უკეთესიც კი აღმოჩნდა.
G.LA.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს