ქართველმა დიდოსტატმა ბარბერა დელ ვალესის 24-ე საჭადრაკო ფესტივალზე პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მოიპოვა
ბარბერა დელ ვალესის 24-ე საჭადრაკო ფესტივალზე A ჯგუფის ბოლო ორი ტურის პაექრობები ერთობ დაძაბული გამოდგა. არც არის გასაკვირი - მერვე ტურის წინ ხომ 5,5-5,5 ქულით ერთბაშად 5 დიდოსტატი მეწინავეობდა, 7 მოჭადრაკე მათ ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა, ხოლო 14 მონაწილეს - 4,5-4,5 ქულა ჰქონდა.

ბოლოსწინა ტურში ლევან აროშიძემ მექსიკელი მანუელ ლეონი დაამარცხა და 6,5 ქულით რუმინელი ალინა ლამის მძლეველ კირილ გეორგიევთან ერთად ლიდერობა განიმტკიცა. ამ დუეტთან ქულებით გათანაბრება შეეძლო არგენტინელ ფერნანდო პერალტას, მაგრამ მან თეთრი ფიგურებით ედუარდო იტურისაგასთან (ვენესუელა) დაზავება არჩია.

ასევე ყაიმით დასრულდა ხოზე გონსალესისა (მექსიკა) და მარკ ნარკისოს (ესპანეთი) პარტია. პირველ 18 დაფაზე, ამ ორი ორთაბრძოლის გარდა, ყველა შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდა, მათ შორის ხუან ოლივეირას კანალისა და ანა მათნაძისა: შავი ფიგურებით ქართველმა დიდოსტატმა რეიტინგში მასზე დაბლა მდგომ მეტოქეს საათი გააჩერებინა.

ასევე უშეღავათო გამოდგა მე-9 ტური, რომელშიც აროშიძემ იყოჩაღა - შავი ფიგურებით კუბელი არიან გონსალეს პერესი დაამარცხა და 7,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა, რადგან მისი უშუალო კონკურენტი - ბულგარელი კირილ გეორგიევი თეთრი ფიგურებით არგენტინელ ფერნანდო პერალტას დაუზავდა. ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ედუარდო იტურისაგა (ვენესუელა) და ჰექტორ დელგადო რამოსი (კუბა). 5,5 ქულის მქონეთა პარტიები კი ასე დამთავრდა: ხოზე გონსალეს გარსია (მექსიკა)-ჰოლდენ ჰერნანდესი (კუბა) 1:0, ანა მათნაძე-ლუის მარტინეს არისმენდი (ესპანეთი) 0:1, მანუელ ლეონი (მექსიკა)-მარია ფერფინია როფესი (ესპანეთი) 1:0, მარკ ნარკისო (ესპანეთი)-პონტუს კარლსონი (შვედეთი) 0:1, ალექსანდრ ხაიმე კუარტასი (კოლუმბია)-იაკობ კარსტენსენი (დანია) 1:0.

ამდენად, 9 ტურის შემდეგ 7,5 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ლევან აროშიძემ მოიპოვა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩა გეორგიევი. 7-მა მოჭადრაკემ 6,5-6,5 ქულა მოაგროვა. უკეთესი კოეფიციენტით მესამე ადგილი პერალტას ერგო.

ანა მათნაძეს შანსი ჰქონდა, რჩეულთა ათეულში მოხვედრილიყო, მაგრამ ბოლო ტურში არისმენდისთან მარცხის შემდეგ მხოლოდ 5,5 ქულა შერჩა და მე-16 ადგილზე გავიდა, ქალებში კი რუმინელმა ალინა ლამიმ (6,5 ქულა) გაასწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა