საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტართან მატჩის წინა ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართა. "ვიქტორია სთედიუმზე“ ჩვენი გუნდის ვარჯიში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშის დაწყებამდე, ვილი სანიოლმა ჩვენს კითხვებს ნაკრების ვიცე-კაპიტან ნიკა კვეკვესკირთან ერთად უპასუხა.

ვილი სანიოლი: "ჩემი გეგმა ის არ არის, ყველა მოთამაშეს თანაბარი სათამაშო დრო მივცე, ჩემი მიზანია, დავაყენო გუნდი, რომელიც კონკრეტულ მატჩში გაიმარჯვებს. "ახალი სისხლი“ ყოველთვის საჭიროა, ბუნებრივია, ცვლილებები ხვალინდელ მატჩშიც იქნება, მაგრამ ნუ ელით, რომ 11 მოთამაშიდან ყველას შევცვლი. რაც შეეხება ხელოვნურსაფარიან მოედანს, ეს გასათვალისწინებელი საკითხია, თუმცა, ზოგიერთი ფეხბურთელი ხელოვნურ საფარზე უკეთ თამაშობს. მით უმეტეს, არაერთხელ გვინახავს ბუნებრივი საფარიც, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ასე რომ, ხელოვნური საფარი არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი.

...მიმაჩნია თუ არა ისტორიულ შედეგად ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა? ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ - ქართველი გულშემატკივარი უკეთ შეაფასებს. ბოლო თვეებია, კარგად ვთამაშობთ და პირველ რიგში, ეს მოთამაშეების დამსახურებაა. ჩემი ფეხბურთელები ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯებიან, ბუნებრივია, ქართველი ქომაგი ჩვენგან ხვალინდელ მატჩშიც 3 ქულას ელის, მაგრამ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული, არავინ იცის, როდის დასრულდება ჩვენი წარმატებული სერია. ამიტომ, საქმეს ძველებურად, პროფესიულად უნდა მივუდგეთ, ყველა შეხვედრაში ვაჩვენოთ რა გვინდა, საით მივდივართ და წინსვლა გავაგრძელოთ.

...ჩემთვისაც, ისევე როგორც გულშემატკივრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ფეხბურთელებთან, რომლებიც ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ. გარდა იმისა, რომ კვარაცხელიას, დავითაშვილის, მამარდაშვილის, სხვა ფეხბურთელების წარმატებული თამაშის წყალობით, საზღვარგარეთ სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ ქართული ფეხბურთის მიმართ, ეს მოთამაშეები ერთგვარი "ლოკომოტივის“ როლს შეასრულებენ, მეტ მოტივაციას მისცემენ სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც!

...რა შეიცვალა გასული წლის წარუმატებელი მატჩების შემდეგ? ალბათ, გახსოვთ, რომ კოსოვოსთან შეხვედრაში ვითამაშეთ განსხვავებული სისტემით და დაგეგმილი გვქონდა ნაკრებში მისი სამომავლოდ დანერგვა. ბოლო რვა თვის განმავლობაში, გვიმართლებდა იმ მხრივაც, რომ არ გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეები, გვქონდა შესაძლებლობა, გამოგვეცადა და დაგვენერგა ახალი სისტემა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვადასხვა ფეხბურთელს სხვადასხვა დრო სჭირდება ახალ სისტემასთან, მწვრთნელის ფილოსოფიასთან შესაჩვევად.

... დიახ, თუ ხვალ ითამაშებს, გიბრალტართან შეხვედრა გურამ კაშიასთვის მე-100 სანაკრებო მატჩი იქნება. არაფერთხელ მილაპარაკია მის პროფესიონალიზმზე, საქმისადმი მიდგომაზე. თუ ასე გააგრძელებს, გურამს კიდევ 100 შეხვედრის გამართვა შეუძლია...

... მეკითხებით - შეგვიძლია თუ არა, გიორგი მამარდაშვილი უკვე მივიჩნიოთ ეროვნულ გუნდის პირველ მეკარედ? თქვენ შეგიძლიათ ის თქვათ, რაც გსურთ, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელივანი ის არის, რომ ამ მომენტისთვის, გვყავს ორი მაღალი დონის მეკარე - ლორია და მამარდაშვილი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მამარდაშვილმა ითამაშა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იქამდე, ივნისის ოთხი მატჩიდან, სამ შეხვედრაში ნაკრების კარს ლორია იცავდა! ვიმეორებ, მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხვალ ლორია ითამაშებს!"

რატი შელეგია - სპეციალურად Sportall.ge-სთვის გიბრალტარიდან

დ.დ.
უნაწნავო ლორიას კარში დაყენება შეიძლება! ძაღლის ნაკბენივით მახსოვს გიბრალტარში მის მიერ 40 მეტრიდან გაშვებული გოლი - ნაწნავს ისწორებდა და ბურთისთვის არ ეცალა ! იმედია, დღეს წვერის ვარცხნას არ დაიწყებს თამაშის დროს !
ირაკლი
თურქეთი თუ ძირითადი ჯგუფიდან გავიდა ევროპაზე ლუქსემბურგი შეხვდება С დივიზიონის პირველადგილოსანს, ამიტომ დღეს გიბრალტარში გამარჯვება აუცილებელია რომ ამ ადგილზე საქართველოს ნაკრები აღმოჩნდეს.
ირაკლი
საუკეთესო მეორეადგილოსანი ლუქსემბურგია რადგან 11 ქულა აქვს და მასზე მეტს ვერც ჩრდილოეთ მაკედონია (7 ქულა ხუთი ტურის შემდეგ), ვერც კოსოვო (7 ქულა ხუთი ტურის შემდეგ) და ვერც აზერბაიჯანი (10 ქულა საბოლოოდ) ვერ დააგროვებენ.
ქომაგი
ლორიას დიდი მადლობა ყველაფრისათვისათვის, მაგრამ გამოუჩნდა ღირსეული შემცვლელი რომელიც სტაბილურად უნდა იდგეს ნაკრების კარშიც. სილესენი გაუშვა კაცმა გუნდიდან და არ ეკუთვნის ნაკრების პირველმეკარეობა? გუნდი ცოცხალი ორგანიზმია ვიღაც მოვა ვიღაც წავა. ლორიაც უნდა იყოს აუციებლად კონკურენცია სჭირდება მამარდას, მაგრამ ვფიქრობ გაისიდან 1 მეკარე მამარდა იქნება.
beqa
მაგას რა ტქმა უნდა რო ნაკრების პირველი მეკარე მამარდასჰვილი უნდა იყოს.სად კვიპროსი და სად ესპანეთის ჩემპიონატი

წაგებისთვის მოვემზადოთ.ასეთი პირი უჩანს
master
მითუმეტეს 3 რომ ითამაშა სამიც მამარდამ უნდა ითამაშოს.რა გამოდის ანუ მხოლოდ მაკედონიასთან ათამაშებს მამარდას.ასე ყველა თამაშში მეკარე უნდა ცვალოს?
GURJA
ყაზახეთმა წააგო, საბერძნეთმა წააგო, თურქეთმა წააგო... არ გამიკვირდება თუ ვერ მოვიგებთ...
გიო
არ გარისკა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე ლორიას ათამაშებს. ალბათ სხვა ცვლილებებსაც მიმართავს მოედნის საფარის გათვალისწინებით ფეხბურთელები რომ არ დაშავდნენ, თან გიბრალტარის ფეხბურთელები უხეშად თამაშობენ და ჩვენი ფეხბურთელების დაშავების მაღალი რისკია.
დდ
უბრალოდ, მოვიგოთ ეს დივიზიონი!!! აბა ვნახოთ,რისი შნო აქვს საბერძნეთს, გაიყოფს თავს ყულფში)))
დავითი
არ არის ეგრე. იმიტომაა ჯერ საკვალიფიკაციო ევროპის და მერე ერთა ლიგის პლეიოფი,რომ საჭიროებისამებრ ჩანაცვლდნენ. თურქეთი თუ გავიდა საკვალიფიკაციოდან მის ადგილას პლეიოფში ლუქსემბურგი ჩაჯდება
რრრ
თუ თურქეთი შესარჩევიდან გავა პირდაპირ ლუქსემბურგით არ ჩანაცვლდება, არამედ საუკეთესო მეორე ადგილოსნით ჩანაცვლდება და ეს შეიძლება მაკედონიაც იყოს, ან სულაც ბულგარეთი.
მე სხვა რამ მგონიას
თუ თურქეთი გავა პირდაპირ, თურქეთი კი არ ჩანაცვლდება სხვა გუნდით, არამედ ყველა ერთით წაინაცვლებს, და ახალი გუნდი 4 პოზიციას დაიკვებს. ანუ გუნდები ლაგდება 1, 2, 3, 4, 5, 6,… 1-4 2-3 თუ ვთქვათ 1 ადგილი პირდაპირ გავიდა 2-4 3-5 თუ ვთქვათ 2 გავიდა პირდაპირ 1-5 3-4
დიდგორელი
...მომეჩვენა თუ, ცოტა აგრესიული ტონით ულაპარაკია ვილის.
zura222
რა გაუჭირდა ისეთი გიბრალტარს რომ დღემდე ვერ მოაწყო ბინებრივი საფარი ბალახის ? @@@ აბა ჩვენ გვექნა ეგრე ფიფა და უეფა ანათემას გადაგვცემდნენ @@
ბესო შიოშვილი
რა ბედნიერებაა! იმ ძველი თბილისის დინამოს ის პერიოდი მახსენდება, კარში პირველ ტაიმში უძლიერესი და გამოცდილი დავით გოგია გამოსვლებზე ცალი ხელით რომ იღებდა ბურთებს და მეორეში კი ახალგაზრდა უნიჭიერესი ოთარ გაბელია კატისებრი ნახტომებით რომ ალამაზებდა თამაშს!.. შიგადაშიგ გაგოშიძესაც ათამაშებდნენ... ვაჰ, დრონი!.. დრონი!..
მე სხვა რამ მგონია.
ან მართლა წააგეს, ან იმის იმედი აქვთ, თურქეთი ჯგუფიდან ისედაც გავა და ჩანაცვლდება ლუქსემბურგით. მაგ შემთხვევაში არ ვიცი, ლუქსემბურგით თუ შეიცვლება თურქეთი, პირველზე ამოვა თუ მეოთხეზე ლუქსემბურგი.
ლომი
რატომ ერთი გამაგებინე? ულოგიკო არის ეს. ვინმე ახალგაზრდას მაინც მიეცი შანსი.
ხარი ხართან დააბიო
არ აწყენინო ქართულ-ჯიგრულში. აბა რაა.

ბოლოზე თუ გავიდა დიდი ალბათობით თურქებს შეხვდებიან
roma bejanidze
მე ვიყო ტუტუცი თუ იმის გამო ათამაშებს ლორიას მამარდაშვილს ემანდ ხელოვნურსაფრიან მოედანზე რამე არ მოუვიდეს. ლორია უფრო გამოცდილია ხელოვნურ საფარზე და იცის როგორ აირიდოს ტრავმა. მამარდამ კი შეიძლება ერთ ნახტომს ხელი ზედ მიაყოლოს. მე ლორიას ისე ვენდობი დღეს როგორც მამარდაშვილს და ჩემთვის ამ ორში პირველი სულერთია ვიცი გოლს არცერთი არ გაუშვებს გიბრალტარში
ტტტ
მე მგონი ჯობდა ისევ მამარდა მდგარიყო, რადგან მცველებთან კომუნიკაციას მეტად დახვეწდა, ლორია კი პატარა ბიჭი არაა, რომ გაიბუტოს რატო არ მათამაშებთო.
ირაკლი
თავს ვერ დავდებ, მაგრამ ყაზახეთმა პირველებში, ბოლო პოზიციაზე ამჯობინეს ყოფნა, ვგონებ თბილისსში სათამაშოთ :)
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება