გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს და ჯენარო გატუზოს გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია, მოგეხსენებათ, ქართველმა ახლახანს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ღამურების" ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ესპანელმა საფეხბურთო მენეჯერმა ანტონიო ლოპესმა "მამარდას" შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"შევიტყვე, რომ თბილისის "ლოკომოტივში" ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარე თამაშობდა, მასზე თვალყურის მიდევნება დავიწყე, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგიმ "გრანადას" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, მატჩის შემდეგ "მამარდასთან" ვისაუბრეთ და თანამშრომლობა გადავწყვიტეთ, მისი შეძენა ესპანურ გუნდებს შევთავაზე, ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან, ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდეს, რაც მთავარია, კარგი სამუშაო ეთიკა აქვთ.

პირველ რიგში, მამარდაშვილში გამარჯვებულის მენტალიტეტმა მომხიბლა, მადრიდის "ატლეტიკოს", "ბარსელონას", "ჟირონას", "ბეტისს", "ვილიარეალს" დავუკავშირდი, მაგრამ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ საქართველოდანაა მათგან პასუხად ვიღებდი:

"ქართველი? არა, გმადლობთ".

ასეთი პასუხი ძალიან მაბრაზებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გიორგი თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდა და ასეც მოხდა" - განაცხადა ლოპესმა.

შეგახსენებთ, "ღამურები" ლა ლიგაში გამართული 6 მატჩის შემდეგ, 9 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, "ვალენსია" მორიგ შეხვედრას 2 ოქტომბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

კახაბერი
რომ გავითვალისწინოთ,ე.ი გაცილებით ადეკვატურები რომ ვიყოთ- რატომ იკავებენ თავს ფ ე ხ ბ უ რ თ შ ი ტოპ-ლიგები ქართველების აყვანას(?!); 1-ლი-ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონე (მგონი უკვე ერთადერთი ვართ,რომლის კლუბი არცერთ ევროპულ ტურნირში არ მონაწილეობს,გადახედეთ-თითქმის ყველა ევროზინის სახელმწიფოს ყავს-1 კლუბი მაინც ...), 2- ქართველი ფეხბურთელები საქართველოში ფიზიკურად არასწორად ჰყავთ აღზრდილი- არასწორად ზრდიან,ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატშიც კი დიდი უმრავლესობა მე-ე-2-3 სეზონეზეც ტრამვებს იღებენ,მერე ხარისხობრივად სუსტდებიან, 3- თუ ასე-არ ხდება,იქმნება მე-2 დიდი პრობლება,როცა ქართველი დიდი ფულს ,,მოღუნავს,,(კარგი კონტრაქტით),მერე ეშვება და... 4-არა ევროკავშირის სახელმწიფო ვართ- პრობლემები ექმნებათ... - აქვე-ხვიჩა ფიზიკურად კარგად არის მომზადებული,მაგრამ სანერვიულოა-ყოველ დაცემაზე ტრავმა არ მიიღოს! მე-2-ეც-2-4 სეზონის მერე არ მოეშვას,არც მამარდაშვილმა,არც დავითაშვილმა...
გეგი
დიდება უფალს!
გეგი
დიახაც მასეა.
Mesxi
გიორგი ჭანტურიათი იწყება მერე ქართული ფეხბურთი მერე??? ყიფიანები და ჩივაძეები რომ ჩადიოდნენ ესპანეთში და გაკვეთილს უტარებდნენ ეგ რატომ აღარ ახსოვთ და არ ითვალისწინებენ დეგენერატები
ზაქრო
"ქართველი? არა, გმადლობთ". მამარდაშვილისა და განსაკუთრებით ხვიჩას შემდეგ ალბათ მიხვდნენ, რომ ბოდიში და "ბებიამისისა" მიირთვეს.
მე მივხვდი
ჩვენ გვეკითხება
მორიელი
საქმეში, ქართველს ქართველი არ უყვარს და ესპანელის გიკვირთ?
simartle
სათაურს რომ პასუხი არ გასცა დამწერმა არის ჯურნალიზმის უმაღლესი დონე. პასუხი კი მარტივია - გიორგი ჭანტურია, რომელსაც უდიდესი ნიჭი ჰქონდა და მონაცემები მაგრამ საუკეთესოდ წარმოაჩინა "ქართული პროფესიონალიზმი". დღეს სად არის და სად დაიკარგა არავინ იცის.
a a
ეროვნების გამო არავის დაუწუნებია, ევროკავშირის პასპორტის არ ქონაზე, სუსტ ნაკრებზე და სუსტ ჩემპიონატზეა ლაპარაკი და არა იმაზე ქართველები არ გვინდაო. აქაც მაგრა გაუმართლა მამარდას თავისი შანსი რო შედარებით ადრე მიიღო ტრამვების გამო, რომელიც მერე გამოიყენა და ბარსაში ან ატლეტიკოში რო გადასულიყო ესე არ იქნებოდა. დიდი პატივისცემა და სიყვარული მამარდას მარა იქ ტერ შტეგენის და ობლაკის ხელში არ მოუწევდა თამაში. ვალენსია იდეალური გუნდია გიოსთვის.
გიო
აქ არის ორი მთავარი მიზეზი და არა ის, რომ ქართველები არ უყვართ (მამარდაშვილის "ეთნოკულტურული" წარმომავლობა არც აინტერესებდათ საერთოდ და თუ აწყობთ, სვაზილენდელსაც იყიდიან) : 1. მათი აზრით არასაფეხბურთო ქვეყანა (ვიყავით), ვინაიდან მამარდაშვილის დროს არცერთი ქართველი არ თამაშობდა ტოპ ჩემპიონატში. 2. ქართველებზე ვრცელდება არაევროკავშირელის ლიმიტი.
ბზდინა
სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაგიცია "ჟურნალისტ"
ბაჩო
მაგიტომ არ ვგულშემატკივრობ ესპანურ კლუბებს ყ₾€ები არიან
საქართველო
... "ქართველი? არა, გმადლობთ". ყველა მაგ აზროვნების ადამიანები, ჩაბეტონდით მელიქიშვილის დარჩენილ ადგილებში, ერთმორწმუნე არარაობებთან ერთად.
azri
რა თქმა უნდა არ განვაზოგადებ ყველაზე, მაგრამ ქართველის სპორტსმენები სპორტის გუნდურ სახეობებში ძირითადად თავისი ნიჭით და ტალანტით გამოირჩევიან და არა შრომისმოყვარეობით ან ყველა ბურთის უკან სირბილით, გუნდურობით, ან "შავი საქმის"კეთების სიყვარულით, რაც ასევე მნიშვნელოვანია ყველა გუნდურ სპორტში; ყველა მწვთნელი ამას ითხოვს(გუნდურობას, რომ ყველა დაიხარჯოს ბოლომდე) თანამედროვე სპორტში. ბარსა ცნობილია იმით, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ პიროვნულ მხარეს და არა მარტო ტექნიკურ მხარეს. ძალიან ძლიერი უნდა იყო სპორტული თვალსაზრისით რათა პიროვნულზე თვალი დახუჭონ. სხვათაშორის იგივე დამოკიდებულება აქვთ ბრაზილიელებთან. მათ სახელი აქვთ, რომ "ცვდებიან" ორ-სამ წელიწადში რადგან არ ცხოვრობენ სპორტული რეჟიმით და ეს მათ მენტალიტეტზე და ფიზიკურ მონაცემებზე აისახება მკვეთრათ. ავიღოთ ასევე ჭანტურიას მაგალითი. გვარდიოლას ხშირად გადაყავადა პატარებიდან და ძირითად გუნდთან ავარჯიშებდა. თიპი საფეხბურთო სკოლის თვალსაზრისით ოქსფორდში იყო. სთხოვდნენ სრულწლოვნებამდე მოეთმინა და დარჩენილიყო მაგრამ ვიტესის პირველივე შემოთავაზებას დახარბდა. ახლა სადაა ნეტა? სამწუხაროდ მსგავსი ამბები ქმნიან წარმოდგენას ქართველებზე და მათ სპორტულ ფსიქოლოგიაზე. წარმატებები ყველა ქართველს და ქართველ სპორტსმენს!
ჯიმა
ღმერთო შენ განადიდე ქართველი ერი.სადიდებლად შენდა. დიდება ღმერთს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ზაქრო
ვისაც ქართველი არ უყვარს ყველას ................
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო