"ასტონ ვილას" 26 წლის გარემარბი, სტიუარტ დაუნინგი „ლივერპულში“ ითამაშებს
26 წლის გარემარბი, სტიუარტ დაუნინგი „ლივერპულში“ ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულებაა 20 მილიონი ფუნტი. „ასტონ ვილა“ თავიდან ძალიან ენერგიულად აცხადებდა, რომ დაუნინგი არ იყიდებოდა, მაგრამ როდესაც თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ მერსისაიდზე სურს გადასვლა და აშკარად გამოჩნდა, რომ მისი ნათქვამი სავაჭრო ხერხი კი არა, გულიდან წამოსული სურვილი იყო, ბირმინგემელები გატყდნენ.

„ასტონ ვილას“ დაუნინგის შემცვლელად „უიგანის“ 25 წლის ფრანგი ნახევარმცველი, შარლ ნ’ზოგბია ესახება და, როგორც წერენ, ეს საქმეც, გაჩარხულია. ნ’ზოგბიაში „ვილა“ 9 მილიონ ფუნტს იხდის.

დაუნინგი გასულ სეზონში „ასტონ ვილას“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კონტრაქტის თანახმად მას „ვილა პარკზე“ კიდევ ორი წელიწადი უნდა გაეტარებინა, მაგრამ ინგლისის ნაკრებში ბოლო გამოძახების დროს, მოულოდნელად განაცხადა, რომ ბირმინგემიდან წასვლა უნდოდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ასტონ ვილას“ პირველი ოფიციალური რეაქცია კატეგორიული იყო - კლუბის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ გარემარბს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიდნენ. მათ 15 მილიონიან შემოთავაზებაზეც უარი თქვეს, მაგრამ შემდეგ, კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ რენდი ლერნერმა პირველი ნათქვამი ჩვეულებისამებრ უარყო და ფეხბურთელი გაყიდა.

მეპატრონის ასეთმა ქცევამ ბირმინგემელ ფანებს ეჭვი გაუჩინა - აქვს კი ამ კაცს რაიმე ამბიცია? მოგეხსენებათ, ლერნერმა ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეშლი იანგი მიჰყიდა. ბოლოს და ბოლოს ფეხბურთია თუ მშრალი ბიზნესი?

შეგახსენებთ, რომ დაუნინგი „ასტონ ვილამ“ 2009 წელს „მიდლსბროსგან“ იყიდა. მასში ბირმინგემელებმა 12 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. გასულ სეზონამდე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ გარემარბს ფასი თუ დააკლდებოდა, თორემ მომატებით ნამდვილად არ მოემატებოდა, მაგრამ გასულ სეზონში ყველაფერი შეიცვალა - ის შესანიშნავად ათამაშდა და სეზონის ბოლოს „ვილას“ დირექტორები მიადგნენ კიდეც ახალ კონტრაქტზე სალაპარაკოდ, მაგრამ დაუნინგმა უკვე იცოდა, რომ მისი ყიდვა „ლივერპულს“ სურდა.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ნ’ზოგბიას, ის „ვილას“ ახალ მწვრთნელ ალექს მაკლიშს ერთი წლის წინ კინაღამ მის წინა გუნდში, „ბირმინგემ სიტიში“ შეუერთდა. მაშინ, „სიტიმ“ ფრანგს დიდი ხელფასი ვერ დაუნიშნა, „ვილას“ კი, იანგისა და დაუნინგის გაყიდვით ფული შემოუვიდა. დღეს-ხვალ „ვილა“ ირლანდიელ მეკარეს, 35 წლის შეი გივენსაც იყიდის „მანჩესტერ სიტისგან“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა