ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გეგმები და იდეები ლეოსგან

გეგმები და იდეები ლეოსგან

პარიზში გუშინ ლეონარდოს პრეზენტაცია შედგა
პარიზში გუშინ ლეონარდოს პრეზენტაცია შედგა. მოგეხსენებათ, ბრაზილიელ ჩინოვნიკსა და პარიზულ კლუბს შორის მოლაპარაკებათა პროცესი ძალიან გაიწელა - ინფორმაცია, რომ ის ინიშნებოდა, ჯერ კიდევ ივნისის პირველ ნახევარში გაჩნდა.

გაჭიანურების მიუხედავად ბოლოს ყველაფერი მოგვარდა და საქმეს წერტილი დაესვა. “კლუბის მესაკუთრეებს სურთ, რომ საკლუბო პოლიტიკა პერსპექტივაზე იყოს გათვლილი. ასე რომ, ჩვენ არ ვგეგმავთ ათი ლიონელ მესის ყიდვას, რათა გუნდმა შედეგებს ხვალვე მიაღწიოს. გუნდი ნაბი-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ. ამ მიზნისთვის საკმაოდ დიდი საფუძველი უკვე ჩაყრილია და ის კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ. პირველ რიგში გვინდა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს და ჩემპიონატში გაიმარჯვოს. უახლოეს დღეებში აუცილებლად შევხვდები ანტუან კომბუარეს და მასთან ერთად განვიხილავ, ვინ დარჩება ჩვენთან და ვის შეიძლება შეველიოთ,” - აღნიშნა ლეონარდომ პრესკონფერენციაზე.

თუმცა უკვე შეიძლება იმის თქმა, თუ ვისზე გააკეთებენ პარიზელები აქცენტს. ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ კლუბი აუცილებლად შეიძენს ერთ თავდამსხმელს მაინც. მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯ-წითლებში” უკვე ირიცხებიან პეგი ლუინდულა, გილემ ოარო და კევინ გამეირო, ამ მიზანზე ისინი უარს არაფრის დიდებით არ იტყვიან. გარდა ამისა, დაცვითი რედუტების გასაძლიერებლად აუცილებელია ცენტრალური მცველისა და უფრო კრეატიული შეტევებისთვის მაღალი კლასის გამთამაშებლის ყიდვა. თავდამსხმელებზე უკვე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ აღარ გავიმეორებთ. კლუბში ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ ვის შეიძენენ საბოლოოდ. თუმცა რიგი სააგენტოები აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი შანსი ნიკოლა ანელკას აქვს. რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს, ლეონარდო აპირებს, რომ მოსკოვის ცსკა-ს დაუკავშირდეს და იაპონელ კეისუკე ჰონდაში 12 მილიონი ევრო შესთავაზოს. 25 წლის იაპონელს მოსკოველები სწორედ ამ თანხად აფასებენ. თუმცა ჰონდას შეძენა მარტო პარიზელებს არ უნდათ, ანალოგიურს ესწრაფვის ტურინის “იუვენტუსიც” და ბუნებრივია, მათ შეუძლიათ ფრანგებს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-მ ფეხბურთელის თავიდან მოშორება მას მერე გადაწყვიტა, რაც მან იაპონურ პრესას განუცხადა, ამ კლუბში გაჩერება ჩემთვის ტანჯვის მეტი არაფერია, სიცოცხლეც კი აღარ მიხარიაო. ბუნებრივია, ასეთმა განცხადებამ ფეხბურთელს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭა. მიუხედავად იმისა, რომ ჰონდა ამტკიცებდა, მსგავსი არაფერი მითქვამსო, მისი არავის სჯერა. რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში ფეხბურთელმა სულ 11 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

დაბოლოს, მივადექით დაცვის ხაზსაც. პორტუგალიური “ა ბოლა” ამტკიცებს, რომ ლისაბონის “ბენფიკას” უკვე დაუკავშირდნენ პარიზული კლუბის წარმომადგენლები და ბრაზილიელი ლუიზაოს სატრანსფერო თანხის დასახელება სთხოვეს. 30 წლის ფეხბურთელი ამჟამად “სელესაოსთან” ერთად კოპა ამერიკაზე თამაშობს და შესაბამისად, მისი ტრანსფერის ამბავი უახლოეს დღეებში ვერ გაირკვევა, მაგრამ სანამ კოპა დამთავრდება იმას მაინც გავიგებთ, სურთ თუ არა ლისაბონელებს ფეხბურთელის გასხვისება. ლუიზაოს “ბენფიკასთან” გაფორმებული კონტრაქტი 2013 წელს ეწურება. “არწივების” შემადგენლობაში შარშან ფეხბურთელმა 36 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს

ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე