ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა კორტს
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა კორტს. მან ამერიკაში ტრადიციულ გუნდურ ტურნირში - World Team Tennis-2011-ში "ნიუ იორკ სპორტაიმის" ღირსება დაიცვა და კვლავ დაადასტურა თავისი მაღალი კლასი.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ებიგეილ სპირსთან წყვილში მოუგო მოქმედ ჩოგბურთელებს - ლაიზა რეიმონდსა და 19 წლის ბეატრის კაპრას - 5:2. მატჩის შემდეგ მარტინა ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"ეს ტურნირი კარგი ტესტია ჩოგბურთში ჩემი შესაძლებლობების შესამოწმებლად. აქ შემიძლია ტოპ-მოთამაშეებს შევხვდე და შევამოწმო ჩემი ამჟამინდელი დონე.

როცა "დიდი სლემის" დღევანდელ ტურნირებს ვუყურებ, ხანდახან მინდება მოქმედ ჩემპიონებთან შეჯიბრი, მაგრამ ახლა სიამოვნებით ვაკეთებ ამას ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელის რანგში. ასე შემიძლია დავტკბე ჩოგბურთით და სასიამოვნოდ გავატარო დრო", - აღნიშნა ჰინგისმა.

მაგრამ ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ მარტინას მაინც მოუწიოს ერთხელ პროფესიულ დონეზე გამოსვლა. ეს შეიძლება მოხდეს 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ჰინგისი ლეგენდარულ თანამემამულე როჯერ ფედერერს შეუერთდება და მიქსტში გამოვა.

"საინტერესო იდეაა. სხვათა შორის, ირიბად ამის შესახებ როჯერ ფედერერმაც მკითხა. პირადად არა, მაგრამ მისი გუნდის წევრებმა მომმართეს ამ შეკითხვით. მაგრამ ჯერ ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია. ოლიმპიადამდე ჯერ დიდი დროა - ერთი წელი და ვინ იცის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ თუ ოლიმპიადაზე გამოსვლა გადავწყვიტე, მთლიანად ამ საქმეს უნდა მივუძღვნა საკუთარი თავი. რამდენიმე ტურნირში მონაწილეობა მომიწევს ფორმის აღსადგენად. არავინ იცის, რა მოხდება ამ ერთი წლის განმავლობაში", - ამბობს მარტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"