იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sky Calcio Club-ის ეთერში ისაუბრა:

"მწვრთნელმა და კომპანიამ ტრანსფერებზე კარგად იმუშავეს, ვინაიდან ცხადი იყო იმ სტილის ფეხბურთელების შეძენაზე მითითებები, რომლებიც სპალეტის სჭირდებოდა. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგი იყო - შეიძინა არა პირველი კლასის, არამედ ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც გიჟური ზეგავლენა მოახდინეს. ანგისა "ტორინოსთან" შესანიშნავად გაისარჯა. კიდევ ჰყავთ შთამბეჭდავი "კვარა". მეურვეს ყოველთვის ატყუებს. ეს ადამიანი-დრიბლინგია, ამას მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის მტკივნეულად აკეთებს. პოლიტანოც ახერხებს, მაგრამ ინსინიესავით მოედნის შუაში იწევს. კვარაცხელია მეტოქეზე პირდაპირ მიდის.

ქართველს აქვს ძრავა, ტექნიკა, სიმამაცე და თავხედობა. მართლაც გასაკვირ რაღაცებს აკეთებს და იმედია, ასე გააგრძელებს, რამეთუ მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს, თავიდანვე გაქვს უპირატესობა, რომლის მიერ დაცვის გარღვევის შემთხვევაში, მთელი გუნდი აცნობიერებს, რომ დამატებითი იარაღი გააჩნია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ სპალეტის გუნდები მრავალი წლის განმავლობაში კარგად თამაშობენ. ამიტომ ფეხბურთელებისთვის თავის საუკეთესოდ წარმოჩენის პირობები მათ მთელი თავიანთი უნარების გამომჟღავნების საშუალებას აძლევს.

როდემდე გაგრძელდება "ნაპოლის" წარმატებული სერია? არავინ იცის. დღეს ეს შოუა, რომელიც უნდა ნახოთ, როგორ თამაშობენ. ისინი კარგად გამოიყურებოდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, განსაკუთრებით, "ლივერპულთან". სასიამოვნოა ფეხბურთის ცქერა, რომელიც ტოტალური ხდება. მათ იციან ბურთით მოძრაობა, ბურთის დაჭერა, ვერტიკალურად შეტევა და შემადგენლობის შეცვლისასაც ახერხებენ წარმატების მიღწევას".

ვაუ
სამსახურს ეძებ?
L.J .
Magrad gadaob sheni azrit???
ვა რა დონეა
ეტყობა ზოგიერთმა არ იცის რა არის დრიბლინგი რასაც ყველა თამაშში ხვიჩა აკეთებს.აშკარად ფეხბურთი ცხოვრებაში ეზოშიც კი არ უთამაშიათ.თან ფეხბურთის პროფესორ დელ პიეროს ფეხბურთსაც ასწავლიან.
nyk
წარმატებები კვარაცხელიას!!!
პლეხანოვზე გაზრდილი
ნეტავ თუ იციან სანაიამ და სხვა "ბუჩქებში ჩამალულებმა" დელ პიერო ვინ არის და ვინ იყო?
dato
წელს ძაან მაგარი გუნდია ნაპოლი დიდი ალბათობით ნანატრ სკუდეტოსაც მოიგებენ და რა თქმა უნდა ხვიჩას დახმარებით!
ქართველი
გასაოცარია! ხვიჩას რაც აკლია იტალიაში გადასვლის კერე სწორედ დრიბლინგია.. არადა რუსეთში დრიბლინგი ჰქონდა და გოლები+პასით არა.. ბოლო მატჩში ტორინოსთან 4ჯერ ჩაერთო ბრძოლაში ბურთზე და ყველა წააგო, 2 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და ორივე უშედეგო.. 1 დარტყმა და ისიც გოლი.. ვოტა უნდა მოუმატოს კვარამ აქტიურობას თორემ ეს პრესა როგორც აქებს ისე გაასწორებს მიწასთანაც..
სოსო
კარგი რა ალექსანდრო!ბავშვობაში წაკითხულს(მგონი მაინ რიდის,"უთავო მხედარიდან"),საიდან არის ,არ მახსოვს,მაგრამ ახლა ხვიჩაზე გავაკეთებ პერიფრაზს:ხვიჩა იმ კატას ჰგავს,თევზის ჭამა რომ აუკრძალეს.დღევანდელ ხვიჩას ყველაფერს დავარქმევ,კაცი გოლი,კაცი პენალტი,კაცი პასი,კაცი ვარსკვლავი,მაგრამ კაცი დრიბლინგი?მაგან რომ იცოდეს,ჩვენ რას ვუყურებდით ხოლმე,ხვიჩას შესრულებით,დღევანდელ ხვიჩაზე მაგას როგორ იტყოდა.ბიჭს ფაქტობრივად აკრძალული აქვს,ის ლაღი დრიბლინგები,რითაც სტადიონებს ხალხს უბრუნებდა და რასაც ახლა აკეთებს,ესეც კი აგიჟებს,დელ პიეროს.ესე იგი,ჩვენ მართლაც ბედნიერები ვყოფილვართ,რომ ნანახი გვაქვს ის,რაც დელ პიეროს არა აქვს ნანახი და სავარაუდოდ,ვერც მომავალში ნახავს. ხვიჩას და ნაპოლის,უხვგოლიან გამარჯვებას და კარგ თამაშს ვუსურვებ.აიაქსიც საოცარი გუნდია და ძალიან საინტერესო თამაში იქნება.შესაძლოა ალოგიკურიც გამოვიდეს,მაგრამ კარგი სანახავი რომ იქნება,ნაღდია.
ნუცა
რაღა დროის შენი ფეხბურთია ალესანდროოოოოო....პამპერსებს შენ ყიდულობა თუ ვინმეს მოაქვს?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
მწარე სიმართლე - დელ პიერომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
დელ პიერომ შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე
"ამას იტალიაში "ნაპოლისგან" ვერავინ წარმოიდგენდა" - დელ პიერო
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა