ისევ ისე, როგორც შარშან - რუსთაველებმა შინ ყაზახურ გუნდს ამჯერადაც ვერ სძლიეს

მეტალურგი-ირტიში 1:1

14 ივლისი. რუსთავი. “ფოლადი”. 3000 მაყურებელი.

მეტალურგი: ბედიაშვილი - მახვილაძე, კვახაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე - მაისურაძე, რაზმაძე, მიქაბერიძე (84. ტყემალაძე), გეწაძე (78. ქავთარაძე) ქობალია (63. ტატანაშვილი) მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, აბურჯანია, პავლიაშვილი, ლომაია.

ირტიში: ცირინი - ბალაჟიჩი, ჩერნიშოვი, კულიბალი, დანაიევი - ივანოვი, სერგიენკო (86. ასანბაევი), გოვედარიცა, სიმინიდი (70. ზარეჩნი) - დასკალოვი, ტლეშევი (46. მალცევი).

მთავარი მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი.

სათადარიგოები: კალმიკოვი, კრიუკოვი, ნიკოლიჩი, მიხაილუკი.

გოლები: 1:0 კვახაძე (73), 1:1 დასკალოვი (79)

გაფრთხილება: გეწაძე (32), ქავთარაძე (33), მახვილაძე (40), ჩერნიშოვი (48), ივანოვი (57), ტყემალაძე (88).

მსაჯი: რენე აისნერი (ავსტრია)

ისევ ისე, როგორც შარშან - რუსთაველებმა შინ ყაზახურ გუნდს ამჯერადაც ვერ სძლიეს, რომელსაც მესამედ ხვდებოდნენ და ამჯერადაც ფრე, ამჯერად სინანული და კითხვა - ესენი როგორ ვერ დავამარცხეთ?

და, ისევე როგორც გასულ წელს, ახლაც სინანული “მეტალურგებმა” თავის უფხობას უნდა დააბრალონ. ვერ ვიტყვით, რომ პავლოდარული კლუბი სუსტია, მაგრამ გრანდი არ არის და მესამეხარისხოვალი ლეგიონერებითა და კარგად მორბენალი ყა ბიჭებით არის დაკომპლექტებული, მათი მწვრთნელის თქმის არ იყოს, “საბჭოთა, პავლოდარულ” სტილში თამაშობენ, ეს არის და ეს.

რუსთაველების ბლიც-კრიგი არ გამოუვიდათ, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრებმა შემართებით დაიწყეს და პრესინგის გამოყენებით ცდილობდნენ, ქართველებისთვის პლუსების გამოყენების საშუალება არ მიეცათ.

უკვე მე-4 წუთზე ედუარდ სერგიენკო მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და საჯარიმოში სახიფათოდ ჩაკიდა - მისი თანაგუნდელები დროულად ვერ გაიხსნენ და სახიფათო მომენტი განიმუხტა.

მალე რუსთაველებმა თამამად შეუტიეს, მე-11 წუთზე კარის აღება სცადეს გიორგი მიქაბერიძემ და ირაკლი მოდებაძემ, მე-20 წუთზე კი სტუმართა კონტრშეტევის დაგვირგვინებას ფიოდორ სიმინიდი ცდილობდა. ამ ეპიზოდში სტუმრებმა შეტევები გააძლიერეს და სამი წუთის განმავლობაში საკმაოდ მწვავედ მოქმედებდნენ.

ჩვენების თამაში რევაზ გეწაძემ გახსნა, თამაში საკუთარ თავზე აიღო, მისი უცნაური მოძრაობები და ფინტები მეტოქეს უხერხულობას უქმნიდა, მათ სისუსტეებს აშიშვლებდა და რუსთაველებმაც მათი ნაკლის გამოყენება სცადეს. ჩვენებს ორთაბრძოლებში უჭირდათ, მაგრამ ბურთს თუ დაბლა და სწრაფად აგორებდნენ, მეტოქეს უჭირდა.

26-ე წუთზე უეფას ახალი წესი ვიხილეთ: ერთ-ერთი გუნდს მოთხოვნით, მსაჯმა თამაში გააჩერა და საშინელ სიცხეში მოთამაშეებმა წყურვილი მოიკლეს.

წყალი ჩვენებმაც დალიეს, მათზე დოპინგივით იმოქმედა და ტაიმის ბოლოს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შემქნეს: 27-ე წუთზე ლექსო კვახაძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ირაკლი მოდებაძე დატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ მოიხერხა და მეკარემ დარტყმა მოიგერია.

31-ე წუთზე გეწაძე საჯარიმოში შეიჭრა და ერთი შეხედვით, მცველმა უხეშად მოცელა, ავსტრიელმა მსაჯმა კი სიმულაცია შენიშნა და პენალტს ვინ ჩივის, მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

36-ე წუთზე კი მიხეილ მახვილაძე-ირაკლი მაისურაძის სწრაფ კომბინაციას ირაკლი ქობალია ასრულებდა - ბურთი კარს სანტიმეტრებში აცდა.

პირველი ტაიმის დამატებულ დროში მოდებაძე ვალდებული იყო გაეტანა, მაისურაძემ სამსვლიანი კომბინაციით ის კვლავ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მეტალურგის ფორვარდმა ამჯერადაც ვერ ივარგა.

მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად წარიმართა: პავლოდარელებმა აქტიურად დაიწყეს, ჯერ სერგიენკომ სცადა მასპინძელთა კარის აღება, 59-ე წუთზე კი სერგეი ივანოვი მეტალურგებმა საკუთარ საჯარიმოში წააქციეს, სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯის სასტვენი ამჯერადაც დუმდა.

მოულოდნელად, სტუმრები გაჩერდნენ, მასპინძლებმა კი აქტიურად შეუტიეს და ნელნელა ტემპი გაზარდეს. 67-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეეძლო მოდებაძეს გატანა, როდესაც გეწაძემ მშვენიერი გადაცემით კარის წინ დასარტყმელ პოზიციაზე უპასა, მაგრამ ირაკლიმ კარს კვლავ ააცილა - გუშინ აშკარად არ იყო მისი დღე.

მერე ისევ გეწაძემ აიღო თავის თავზე თამაში, მისი დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია, რომელიც თავად შეასრულა, ლექსო კვახაძემ კი ბურთისთვის ბრძოლაში ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა - 1:0.

რუსთაველების უპირატესობა შთამბეჭდავი გახდა, თითქოს მეორადაც უნდა გაეტანათ, მაგრამ 78-ე წუთზე “მეტალურგის” მცველებს “ჩაეძინათ”, საჯარიმოში არეულობით გიორგი დასკალოვმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა მეორეს გატანა ვეღარ შეძლეს და დასანანი ფრე 1:1.

მატჩის შემდეგ პავლოდარელთა მთავარმა მწვრთნელმა ტალგათ ბაისუფინოვმა კიდევ ერთხელ თქვა საბჭოთა ფეხბურთის სტილის, ერთად ყოფნისა და მსგავსი სისულელეების სადღეგრძელო და ჩვენს კოლეგას ტაქტიანი “სპასიბა”-თი რომ არ ეგრძნობებინა, დავამთავროთო, განსხვავებულზეც არ იტყოდა უარს.

“მეტალურგის” მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ კი უიღბლობაზე დაიჩივლა. ჩვენ კი გვრჩება დიდი ტკივილი, რომ ყაზახებსა და მსგავს არასაფეხბურთო ქვეყნებს რომ ვერ ვუგებთ და რომ ჩვენივე მიზეზით პოტენციალს ვერ ვიყენებთ.

მთავარი არ დაგვავიწყდეს - ბიჭებზე, ისევე როგორც გასულ წელს, ამჯერადაც გავლენა იქონია გაურკვევლობამ - მათ არ იციან, მეტალურგიული ქარხნის ახალი მეპატრონე დააფინანსებს თუ არა გუნდს. ასეთი მდგომარეობა განწყობაზე აისახება, მემდეგ კი შედეგზეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nata
ნეტა დინამო რომ ყოფილიყო რუსთავის ნაცვლად რას დაწერდით
fc_dinamo
საღოლ ავტორ 2 დღეა მაგის კომენტარებზე ვიცინივარ მარკეტინგის სამსახურში რომ მუშაობდეს ირტიშისა უეჭველად ლოგოზე ნამგალსა და უროს გამოსახავდა..
bela
ეს რა უბედურება გვჭირს,რა ყველას დავცინით, მაშ საბჭოთა პერიოდის ჩვენი ფეხბურთი და ეხლანდელი ერთია? ხალხს კარგი ახსოვს და კარგად იგონებენ, ყველაფერს ცუდად რატომ ვუყურებთ და ვიგებთ? თუ ხალხს ერთმანეთი უყვარდა, დასაცინია?! კარგი ადამიანი ჩანს მათი მწვრთნელი.
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა