არგენტინის გულშემატკივრებს მისალოცად აქვთ საქმე - კაცმა, რომლის ექსტრავაგანტური ქცევის გამო ბევრს შიში მეტი ჰქონდა, ვიდრე იმედი, მშვენიერი ნაკრები დააყენა ბრწყინვალე ფეხბურთელებისგან - პირველი გუნდი, რომელმაც ჯგუფური ეტაპი სამივე გამარჯვებით დაასრულა, არგენტინის ნაკრებია. 27 ივნისს, იოჰანესბურგში მუნდიალის მერვედფინალური მატჩია - არგენტინა მექსიკის წინააღმდეგ...

22 ივნისი. პოლოკვანე. "პეტერ მოკაბა სტედიუმი". 38 891 მაყურებელი

არგენტინა-საბერძნეთი 2:0

არგენტინა (4-3-1-2): რომერო - ოტამენდი, ბურდისო, დემიკელისი, კ. როდრიგესი - მ. როდრიგესი (63. დი მარია), ვერონი, ბოლატი, - მესი - მილიტო (80. პალერმო), აგუერო (77. პასტორე).

საბერძნეთი (5-4-1): ცორვასი - ვინტრა, პაპადოპულოსი, მორასი, კირიაკოსი, ტოროსიდისი (55. პაცაცოღლუ) - კაცურანისი (54. ნინისი), ციოლისი, სოკრატისი, კარაგუნისი (46. სპიროპულოსი) - სამარასი.

გოლები: 1:0 დემიკელისი (77), 2:0 პალერმო (89)

გაფრთხილება: კაცურანისი (30), ბოლატი (76)

მატჩი დაიწყო: საბერძნეთი; დარტყმა: 22-7 (12-3); ჯარიმა: 8-15; კუთხური: 10-1; ბურთის ფლობა: 67%-33%.

არბიტრი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

საინტერესო მომენტები

18' - აგუერომ ბრწყინვალედ ითამაშა, გაცდა მცველებს და რომ არა ცორვასის თავგანწირული ნახტომი, ანგარიში გაიხსნებოდა.

19' - ვერონმა 25 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ცორვასმა ბურთი კუთხურზე გადააგდო.

32' - აგუეროს დარტყმული მცველმა მოიგერია.

45' - ცორვასმა ზედიზედ ორი რთული ბურთი მოიგერია.

48' - შორეული პასით სამარასი მოულოდნელად დაუსხლტა მეურვეებს და ძალზე სახიფათოდ დაარტყა რომეროს კარში, ბურთი ოდნავ აცდა მიზანს.

69' - ბოლატის ახლო მანძილიდან შეეძლო გოლის გატანა, მეკარემ იყოჩაღა.

77' - 1:0: როგორც იქნა, არგენტინელთა სრული უპირატესობა გოლში აისახა, დემიკელისის თავურს უნებლიედ მილიტო გადაეფარა, დემიკელისმა განმეორებითი დარტყმით გაიტანა.

86' - მესის დარტყმული ძელს მოხვდა.

89' - 2:0: მესის დარტყმული ცორვასმა კი მოიგერია, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა პალერმოს დამატებულს.

არგენტინის გულშემატკივრებს მისალოცად აქვთ საქმე - კაცმა, რომლის ექსტრავაგანტური ქცევის გამო ბევრს შიში მეტი ჰქონდა, ვიდრე იმედი, მშვენიერი ნაკრები დააყენა ბრწყინვალე ფეხბურთელებისგან - პირველი გუნდი, რომელმაც ჯგუფური ეტაპი სამივე გამარჯვებით დაასრულა, არგენტინის ნაკრებია. 27 ივნისს, იოჰანესბურგში მუნდიალის მერვედფინალური მატჩია - არგენტინა მექსიკის წინააღმდეგ.

B ჯგუფის ბოლო მატჩში გუნდებს სხვადასხვა ამოცანა ჰქონდათ გადასაჭრელი - ოტო რეჰაგელის გუნდს ჯგუფიდან გასვლა კორეის წინააღმდეგ ნიგერიის ნაკრების გამარჯვებისა და ფრის შემთხვევაში შეეძლო. ამიტომ "მეფე ოტომ" ძალზე ფრთხილი ტაქტიკით ითამაშა, ელინებმა ორი რკალი შემოავლეს საკუთარ საჯარიმოს, წინ მხოლოდ სამარასი გაამწესეს და ბურთი მთლიანად არგენტინას დაუთმეს. დიეგო მარადონამ კი სიახლეები შემოგვთავაზა, როგორც შემადგენლობაში, ისე ტაქტიკაში. ყოველ რგოლში გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც აქამდე შანსი ან არ ან ნაკლებად ეძლეოდათ. განსაკუთრებით საინტერესო იყო ორი ფორვარდის თამაშზე დაკვირვება: დიეგო მილიტომ ერთმნიშვნელოვნად ვერ გაამართლა და მექსიკასთან გოლეადორ იგუაინის დაბრუნებას უნდა ველოდოთ, აი, "კუნ" აგუეროს თამაშს ასეთ ერთმნიშვნელოვან შეფასებას ვერ მივცემთ - პირველ ტაიმში აგუერო კარგი იყო, მეორეში კი დაიღალა.

არგენტინელთა ნაკრები უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში ბერძენთა გოლკიპერმა ალექსანდროს ცორვასმა, რომელმაც წინა ორ შეხვედრაში რამდენიმე კურიოზული შეცდომა დაუშვა (ამ მატჩშიც ერთი-ორი უცნაურობა ჩაიდინა), სულ მცირე, ოთხჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი გოლისგან. ალბათ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც მას დავასახელებდით, რომ არა ორი მიღებული გოლი მატჩის ბოლო 13 წუთში. 77-ე წუთზე მარტინ დემიკელისმა გახსნა ანგარიში, ხოლო 89-ე წუთზე მეორე მარტინმა, პალერმომ ანგარიში 2:0 გახადა.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლისას მსაჯი აშკარად შეცდა, დემიკელისის თავური დიეგო მილიტოს აშკარად ხელზე მოხვდა და ისე დაუბრუნდა არგენტინელ მცველს, რომელმაც უკვე ზუსტად კარში დაარტყა. ალბათ, არგენტინის ნაკრების ყველაზე თავგადაკლულმა ფანმა თუ "ვერ შეამჩნია" ამ ეპიზოდში წესების აშკარა დარღვევა.

P.S. მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრების წევრმა სოკრატის პაპასტატოპულოსმა ლეო მესის ავტოგრაფი სთხოვა...

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ლეო მესი

ცორვასზე უკვე ვთქვით - მესის კი საოცრად არ უმართლებს, ბევრ მომენტს ქმნის, სარგებლიანად თამაშობს, მუდმივად ტერორში ჰყავს მეტოქეთა დაცვა, კარში კარგად ურტყამს როგორც ახლო, ასევე შორი მანძილიდან, მაგრამ... გოლი ჯერ ვერადავერ გაიტანა. მესიმ საბერძნეთთან მატჩში 5-ჯერ დაარტყა კარში, ოთხჯერ ზუსტად, ერთხელ კი ბურთი ძელს მოხვდა. სწორედ, ლეოს დარტყმულს დაამატა და მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა ვეტერანმა მარტინ პალერმომ. რომ არა მესი, საუკეთესოდ ვეტერან ხუან სებასტიან ვერონს დავასახელებდით.

მატჩის შემდეგ

მარტინ პალერმო (არგენტინა): "ეს შეუფასებელი საჩუქარია - მთელი ცხოვრება ვიქნები დიეგო მარადონას მადლიერი. ძალიან ბევრ ფორვარდს მიიჩნევდნენ ჩემზე უკეთესად, მაგრამ მარადონა და მისი გუნდი მენდო და მუნდიალზე წამიყვანა. ბიჭებმაც ისე გაიხარეს ჩემი გოლი, თითქოს თავად გაეტანოთ".

სახალისო სტატისტიკა

ლეო მესი: კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, 4 კარში წავიდა, 1 ძელს მოხვდა; 4 სოლორეიდი; 4-ჯერ წააქციეს; მისი 72 პასიდან 54 ზუსტი იყო; გაირბინა 8 155 მეტრი.

ყველაზე მეტი პასი: ვერონი (151)

ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ვერონი (118)

ყველაზე მეტი ჩაწოდება: დი მარია (4)

ყველაზე მეტი გაირბინა: ვერონი (10 877)

ყველაზე სწრაფი: პასტორე (27,82 კმ?სთ)

ნიკოლოზ ნეფარიძე

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა