"ბარსელონამ" პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე ტრიუმფით დაასრულა აზიური ტურნე

"ბარსელონამ" პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე ტრიუმფით დაასრულა აზიური ტურნე, კატალონიურმა გრანდმა 3:0 გაანადგურა ადგილობრივი "გუოანი". პირველ ტაიმში თავი სერხი რობერტომ და ნოლიტომ გამოიჩინეს, მეორეში - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. მე-10 წუთზე ევროპელემა ედუ ორიოლის წამოწყებული კონტრშეტევით გაიტანეს. ზუსტად სამ წუთში "ბარსელონა ბ-ს" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ნოლიტომ ადრიანოს ჩაწოდების შემდეგ შეაგდო. ამ შეხვედრაში კარგად ითამაშეს ადრიანომ და ჯონათან დოს სანტოსმა, დაცვაში კი საიმედო იყო ცენტრში მოთამაშე ერიკ აბიდალი. 32-ე წუთზე ლეო მესის დარტყმული ბურთი ჩინელთა კარის ხარიხამ მოიგერია.

მეორე ტაიმში ხოსეპ გვარდიოლამ მეკარის გარდა მთელი გუნდი გამოცვალა. "გუოანმა" სცადა სიტუაციის გამოსწორება, თუმცა "ბარსამ" მატჩის მიწურულს აქეთ გაუტანა - შვედმა ფორვარდმა დაბალი დარტყმული გაუშვა მეტოქის კარის კუთხეში - 3:0. "ბარსელონას" მორიგი მატჩი, უკვე ოფიციალური, 14 აგვისტოს ელის ესპანეთის სუპერთასზე.

"ბარსელონამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: პინტო, ადრიანო (46. ილიე), ს. გომესი (46. არმანდო), აბიდალი (46. მილიტო), მაქსველი (46. მუნიესა), დოს სანტოსი (46. კეიტა), ს. რობერტო (46. სანჩესი), ვასკესი (46. რივეროლა), მესი (46. იბრაჰიმოვიჩი), ედუ ორიოლი (46. ბენჟა), ნოლიტო (46. სორიანო).

ლელო

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს