შემდეგ ეტაპზე ველომრბოლებს ცნობილ ტურმალეზე ასვლა მოუწევთ და სავარაუდოდ, ამჟამინდელ ლიდერს ტომას ვიოკლერს ყვითელი მაისურის დათმობა მოუწევს
პირენეის მთებამდე ბოლო ეტაპი წინას ძალიან ჰგავდა. ისევ შედარებით მოკლე დისტანცია, სუსტი რელიეფი და იდეალური პირობები სპრინტერებისთვის.

რა თქმა უნდა, ისევ ვიხილეთ გაქცევა - პელოტონს დაშორდნენ ფრანგები ტრისტან ვალენტინი, მიკაელ დელაჟი, ჯიმი ენოლვენი, ესპანელი რუბენ მორენო და ჰოლანდიელი ლარს ბომი, რომელიც ასეთი ტიპის რბოლებისას არის აქტიური. სწორედ მან აიღო მაქსიმალური პრემია მესამე კატეგორიის მთაზე.

ამ ამაღლების გადალახვის შემდეგ გაქცეულები ოთხი წუთით დაშორდნენ პელოტონს. ეტაპის მსვლელობისას წვიმდა, ველომრბოლები ძალიან აკურატულად მოძრაობდნენ დაშვებისას და ერთი პირობა პელოტონი ორ ნაწილად გაიყო, მაგრამ სწორ მონაკვეთზე ისევ ერთ ჯგუფად შეიკრა და შეტევაზე გადავიდა. არც ლიდერები აპირებდნენ დანებებას, მაგრამ ფინიშამდე 50 კილომეტრით ადრე მათმა უპირატესობამ კლება დაიწყო, ხოლო მეოთხე მთის გადალახვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ფინიში სპრინტერული იქნებოდა.

თუმცა ბოლოსკენ იყო კიდევ ერთი გაბრძოლება, კერძოდ, ბომმა სოლო იერიში წამოიწყო და მაქსიმალურად ეცადა ფინიშამდე მარტო მისულიყო, მაგრამ ორი კილომეტრით ადრე ისიც დანებდა და სპრინტერულმა გუნდებმა ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს.

პირველი საფინიშო სწორზე "სქაის" წევრები გავიდნენ თავიანთი ლიდერით ევალდ ბოასონ ჰაგენით. კევენდიშმა, ისევე როგორც წინა დღეს, ოდნავ ადრე შეუტია, მაგრამ ამჯერად ანდრე გრაიპელი ვერ ჩაუდგა კვალში ბრიტანელს და მეორე შედეგით დაკმაყოფილდა. რევანში ძალიან დამაჯერებელი გამოვიდა და კევენდიშმა ამ ტურზე უკვე მესამე ეტაპი მოიგო. ამავე ეტაპის შემდეგ ბრიტანელმა მწვანე მაისურა მოიპოვა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე დამაჯერებლად ფლობდა ფილიპ ჟილბერი.

შემდეგ ეტაპზე კი სცენაზე ტურის ნამდვილი ფავორიტები გამოვლენ. ველომრბოლებს ცნობილ ტურმალეზე ასვლა მოუწევთ და სავარაუდოდ, ამჟამინდელ ლიდერს ტომას ვიოკლერს ყვითელი მაისურის დათმობა მოუწევს. ლიდერობის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი აქვთ კეიდელ ევანსსა და ძმებ შლეკებს.

XI ეტაპი. 167 კმ

1. მარკ კევენდიში (ბრიტ, THR) - 3.46,07; 2. ანდრე გრაიპელი (გერ, OLO) - იგივე დრო; 3. ტაილერ ფარარი (აშშ, GRM) - იგივე დრო; 4. დენის გალიმზიანოვი (რუს, KAT) - იგივე დრო; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - იგივე დრო; 6. რომან ფეიუ (საფ, VCD) - იგივე დრო... 29. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 33. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო... 36. ტონი მარტინი (გერ, THR) - იგივე დრო...47. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 50. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო... 52. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო... 75. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - იგივე დრო... 81. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო; 82. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 86. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - იგივე დრო... 96. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 45.52,39; 2. ლუის ლეონ სანჩესი (ესპ, RAB) - +1,49; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,26; 4. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +2,29; 5. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,37; 6. ტონი მარტინი (გერ, THR) - +2,38... 8. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +2,43... 11. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,36; 12. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,37... 16. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,07... 20. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +5,01... 35. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +7,16...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო