სახელგანთქმულმა იტალიელმა კალათბურთელმა გრეგორ ფუჩკამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
სახელგანთქმულმა იტალიელმა კალათბურთელმა გრეგორ ფუჩკამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ვეტერანი მოთამაშე დიდი ხანია არ გამოჩენილა დიდ არენაზე და, შესაძლოა, ბევრს ის წასული ეგონა დიდი კალათბურთიდან, მაგრამ ბოლო ორი წელი ფუჩკა იტალიის მეორე დივიზიონში მოკრძალებული "პისტოიას" ღირსებას იცავდა. ერთი თვის შემდეგ იტალიელი 40 წლის გახდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ წარმოშობით სლოვენიელი ცენტრი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაღალი კალათბურთელი იყო. უმეტესწილად სწორედ მისი წყალობით მოიგო 1999 წელს იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი, "ბარსელონამ" 2003 წელს ევროლიგის ტიტული, ხოლო დღეს მოკრძალებულმა "ხირონამ" ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. მოკლედ, ფუჩკა დიადი კალათბურთელი იყო და შეიძლება NBA-შიც წარმატებული კარიერა ჰქონოდა.

ცუდი სამსახური გაუწია "ბეშიქთაშს" ერთ-ერთმა თურქმა კალათბურთელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ანონიმმა HoopsHype-თვის მიცემულ ინტერვიუში "ბეშიქთაშს" თურქეთის ყველაზე ცუდი გადამხდელი კლუბი უწოდა.

უცნობმა კალათბურთელმა დაამშვიდა პუბლიკა - NBA-ის ვარსკვლავი, "ნიუ ჯერსის" გამთამაშებელი დერონ უილიამსი თავის კუთვნილ 5-მილიონიან ხელფასს უპრობლემოდ მიიღებს, სამაგიეროდ, ცუდ დღეში აღმოჩნდებიან მისი თანაგუნდელები, რომლებსაც საკუთარი ფულის მიღება სასამართლოს გზით მოუწევთ - ეს "ბეშიქთაშში" ერთგვარი ტრადიციაა.

"სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე - ყოველთვის სოლიდური შემადგენლობის მქონე "ბეშიქთაში" რატომ ვერ იგებს ტიტულს თურქეთში თუ ევროპაში", - დაასრულა ინტერვიუ თურქული კლუბის კეთილისმსურველმა.

"ნიუ ჯერსი ნეტსის" კიდევ ერთმა პლეიმეიკერმა ჯორდან ფარმარმა გამოთქვა ოკეანის გაღმა თამაშის სურვილი, ოღონდ აუცილებლად ისრაელის ლიგაში. მცველის ეს არჩევანი გასაგებია - ფარმარი ებრაელია და მისი აღმზრდელი მამინაცვალი ისრაელის მოქალაქე გახლავთ.

სარეკლამო საქმეების მოსაგვარებლად არის ჩასული ესპანეთში "ორლანდოს" სუპერცენტრი დუაიტ ჰოვარდი, რომელმაც, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყნის ჩემპიონატში თამაშის სურვილი გამოთქვა. თავისთავად ეს სურვილი გასაკვირი არ იქნებოდა, "სუპერმენს" სავარაუდო კლუბად "უნიკახა" რომ არ აერჩია.

ჰოვარდმა სიტყვა სიტყვით ასეთი რამ განაცხადა: "კარგი იქნებოდა თუ მსგავსი დიადი ტრადიციების გუნდს ახალი ტიტულების მოპოვებაში დავეხმარები". როგორც ჩანს, დუაიტი შეცდომაში შეიყვანეს, თორემ არ შეიძლება "დიადი ტრადიციები" ეწოდოს ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატისა და ერთხელ კორაჩის თასის მოგებას. თუ ჰოვარდს უთხრეს, რომ ანდალუსიის თასი ევროპის უმთავრესი ტურნირია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია - "უნიკახას" ეს ტურნირი ექვსჯერ აქვს მოგებული.

თუმცა ამ ამბის ნაკლებად გვჯერა, როცა ვკითხულობთ ჰოვარდის სიტყვებს უფრო ავტორიტეტული გამოცემის - "მარკას" ფურცლებზე. იქ დუაიტმა მკაფიოდ განაცხადა - თუ ევროპასა და ჩინეთს შორის მოუწია არჩევანის გაკეთება, უპირატესობას აღმოსავლეთს მიანიჭებს. "ჩინეთს აშკარა უპირატესობა აქვს", - განაცხადა ორლანდოელმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაში მდგომარეობს ეს უპირატესობა.

ვებგვერდმა ProBasketballNews.com-მა გამოაქვეყნა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც უახლოეს პერიოდში გადავლენ ევროპაში სათამაშოდ. ამ ჯგუფში შედიან - ბრენდონ ჯენინგსი, უილ ბინუმი, კარლოს აროიო, 2011 წლის დრაფტის ახალბედა ჯერემი ტაილერი და ევროპული საკლუბო კალათბურთის ყოფილი ვარსკვლავი ენტონი პარკერი.

სავარაუდოდ, ამ სიაში შეიძლება მოხვდეს "ფინიქსის" ფრანგი ფორვარდი მიკაელ პიეტრუსი. იგივე ProBasketballNews.com წერს, რომ ამ კალათბურთელს თურქული კლუბი ეპატიჟება, რომლის სახელი ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა. ასევე მოთამაშეზე პრეტენზიას სამი ესპანური გუნდი აცხადებს.

"ფილადელფის სიქსერზს" ახალი მფლობელი ჰყავს. ბიზნესმენების ჯგუფმა მილიარდერ ჯოშუა ჰარისის მეთაურობით კლუბი 290 მილიონ დოლარად შეიძინა. წინა მეპატრონე ედ სნაიდერი შეინარჩუნებს აქციათა 10 პროცენტს, მაგრამ მონაწილეობას არ მიიღებს კლუბის მართვაში. ამ გარიგებაში არ შესულა "ფილადელფიას" საშინაო არენა - Wells Fargo Center.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა