ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მსოფლიო პრესაში კვლავ ბევრს წერენ. ქართველი სერია A-ში ბრწყინვალედ ასპარეზობს და შედეგიანი თამაშითაც გამოირჩევა.

ამჯერად ქართველ ტალანტზე ვრცელ სტატიას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი აქვეყნებს.

"ნაპოლის" ქომაგებს არც ისე დიდი ხანი დასჭირდათ, რომ ზაფხულის შენაძენი შეჰყვარებოდათ, ქართველმა ომის გამო მძიმე წელი გადაიტანა, ამის შემდეგ კი იტალიას მიაშურა და სერია A-ს მარჯვენა მცველებისთვის თავის ტკივილად იქცა.

21 წლის ფეხბურთელმა "აიაქსის" წინააღმდეგ გამარჯვებაში (6:1) დიდი წვლილი შეიტანა და ტურნირზე სადებიუტო გოლიც გაიტანა, 2022 წელს გარემარბის ანგარიშზე 11 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე პასია.

მისი სისწრაფისა და ოსტატური თამაშის შემხედვარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩას "კვარადონას" უწოდებენ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის პატივსაცემად.

ხვიჩა კვარაცხელია 2001 წელს, ქალაქ თბილისში დაიბადა. მამა ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ "კვარამ" ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო, ქართველი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება მამის გამო არ მიუღია და მხოლოდ თამაშის სიყვარული ამოძრავებდა.

ხვიჩას დებიუტი მშობლიურ კლუბში, თბილისის "დინამოში" 16 წლის ასაკში შედგა, მაგრამ კარიერა "რუსთავში" განაგრძო, საიდანაც 2019 წელს იჯარის წესით მოსკოვის "ლოკომოტივში" გადაბარგდა და რუსეთის თასის გამარჯვებულიც გახდა.

იჯარის ამოწურვის შემდეგ, კვარაცხელია "რუბინს" შეუერთდა და მალევე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ყაზანელთა რიგებში წარმატებული სეზონის შემდეგ, "კვარა" ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა 21-ე საუკუნეში დაბადებულ ფეხბურთელთა საუკეთესო 50 მოთამაშეში დაასახელა და გარემარბის სატრანსფერო ფასი 5-ჯერ გაიზარდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ხვიჩამ "რუბინთან" კონტრაქტი შეაჩერა და საქართველოში დაბრუნდა. რუსეთის ჩემპიონატში ხვიჩას თამაშებს ევროპული საფეხბურთო გრანდების სკაუტები აკვირდებოდნენ, განსაკუთრებით, ნეაპოლში. იტალიელები ყველაზე სწრაფები აღმოჩნდნენ, მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტის" და "ტოტენჰემის" დაინტერესებისა. "კვარას" დამატებას "მილანიც" განიხილავდა, მაგრამ თავდაპირველად ქართველისთვის ბრძოლაში ტურინის "იუვენტუსი" ლიდერობდა."ბებერი ქალბატონების" სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად თანამდებობა დატოვა და ყველაფერი შეიცვალა.

"მილანის" 2 ყოფილი ფეხბურთელის კრისტიან ძაკარდოსა და კახა კალაძის დახმარებით, კვარაცხელია "ნაპოლიში" აღმოჩნდა და "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

ყველანაირი შიში, რომელიც ლუჩანო სპალეტის ლორენცო ინსინიეს წასვლის გამო ჰქონდა, ხვიჩამ მალევე გააქრო, პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი "ნაპოლის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ს პირველ 2 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა, "კვარამ" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.

უდავოა, რომ ქართველი უდიდეს ნიჭს ფლობს, გააჩნია შემოქმედებითი ნიჭი, თავდაჯერებულობა და მცველების მარტივად ჩამოტოვების უნარი, ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს და საჰაერო ორთაბრძოლებში მეტოქეს არაფერს უთმობს, ამ ყველაფერს კი ხვიჩამ გოლებიც შემატა, რაც ნიშნავს იმას, რომ 21 წლის ფეხბურთელს სისუსტე აღარ გააჩნია, კვარაცხელია ახალ გამოწვევებს ადვილად უმკლავდება, მათ შორის, გასულ თვეში "ინსტაგრამის" გამომწერთა რაოდენობის 200 000 მომხმარებლით გაზრდას.

"მას შეუძლია ბურთი ნებისმიერ სიტუაციაში დაიმორჩილოს. ცხოვრებაში ძალიან მორცხვია, არასოდეს სურს იყოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ მოედანზე თავდაჯერებულად გამოიყურება" - აღნიშნავს ლუჩანო სპალეტი.

"უფრთხილდით კვარაცხელიას, არაპროგნოზირებადი და ნიჭიერი მოთამაშეა, როგორც ჩანს, ევროპული ფეხბურთისთვისაა დაბადებული" - განაცხადა იტალიელმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხვიჩას ანგარიშზე 19 მატჩში 10 გატანილი გოლია, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის წინააღმდეგ შესრულებულმა დუბლმა იანა ანდერსონის გუნდს დიდი ზიანი მიაყენა, ერთა ლიგაზე გატანილი 5 გოლით კი საქართველოს ნაკრებს B ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. გულშემატკივარი უკვე მიეჩვია მისგან გოლის საფირმო აღნიშვნას, საქართველოში მცხოვრები საყვარელი ადამიანის მიმართ.

კვარაცხელიას სამშობლოში დროის გატარება ძალიან უყვარს, რადგან ქართველ ხალხთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. როგორც ამბობენ, ქართველ ემიგრანტებს ნეაპოლში უკვე დიდ პატივს სცემენ, ხვიჩა უპირველეს ყოვლისა მეოჯახე ადამიანია, ჰყავს 2 ძმა, თავად შუათანაა. უმცროსი ძმა 12 წლისაა და უკვე იმედოვნებს, რომ ოჯახის წევრების კვალს გაჰყვება. "ნაპოლის" ფეხბურთელს თავისუფალი დროის გატარება მეგობრებთან ერთად უყვარს, თამაშობს კალათბურთს ან განტვირთვის მიზნით მთებში მიემგზავრება. კვარაცხელია საქართველოს 2-გზის წლის საუკეთესო მოთამაშეა და მალე ტიტულების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

მიაქციეთ ყურადღება კვარაცხელიას, ის ამას იმსახურებს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ "ნაპოლის" მაისურით ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი გამართა, "კვარას" ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასია. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს მომდევნო შეხვედრას კვირას, 9 ოქტომბერს, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

დდდ
მაინც 17 წელი მოგვიწევდა ლოდინი, რადგან ეგ თამაში 2000 წელს ჩატარდა. მაგრამ ვოოტ-ის კომენტარში საუბარი იმაზეა, რომ ბადრი კვარაცხელიაზე უამრავი რამის თქმა შეიძლება საფეხბურთო თვალსაზრისით და ბრიტანულმა ტაბლოიდმა კი ლამის აზერად მოიხსენია მათ ნაკრებში ჩატარებული სამი კინკილა თამაშის გამო.
G.LA
შამქირი ლიგაზე არასოდეს ყოფილა. საკვალიფიკაციოზე გატანილი გოლები ლიგაზე გატანილად არ ითვლება. რომ ითველებოდეს 17 წელი არ მოგვიწევდა ქართული გოლის ლოდინს ლიგაზე.
ბმბ
უყურე შენ ამ დამპალ ევროპელებს?! დდდ
Lasha
ამ ცალკე გასული და ქედმაღალი ბრიტანელების არც ფეხბურთი ვარგა და არც ქედმაღლობა. არაფერს წარმოადგენს მათი ლიგა. ისე, ჯერ ჯობია ლა ლიგა, სერია ა, ბუნდესკიგა ან ლიგა 1. მერე კი წადი საემიროებში...
L.J .
Statia badris ar edzgvnoda :)tu ara ar gamorchebodat
ვოოტ
უყურე შენ ამ ყოვლისმჩხრეკველ ბრიტანელებს, ბადრი კვარაცხელიას სამი მატჩი არ გამორჩათ აზერების სახელით ნათამაშევი და ის კი გამორჩათ, რომ იმავე ფეხბურთელს ჰეთ თრიკიც კი აქვს შესრულებული ჩემპიონთა ლიგაზე შამქირის შემადგენლობაში და აზერბაიჯანის ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა ერთხელ...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა