ესპანელი უკვე რომშია, არგენტინელი სამიზნეში
ზაფხული არ გავა, რომ დანიელე დე როსის “რომადან” შესაძლო აბარგების შესახებ ცნობები არ გავრცელდეს და გამონაკლისი არც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდია. მით უმეტეს, დანიელეს კლუბთან მომდევნო წელს უმთავრდება ხელშეკრულების ვადა და ჯერჯერობით, მისი გახანგრძლივება არა და არ მოხერხდა.

მოკლედ, ჟურნალისტებმა მშვენიერი საბაბი მიიღეს საიმისოდ, რომ ერთი ამბავი ატეხონ და დე როსის მომავალი სხვადასხვა გუნდებს დაუკავშირონ. ამ შემთხვევაში, წინა პლანზე “ჩელსის” ვარიანტმა წამოიწია, სადაც თურმე ნახევარდაცვის გაძლიერებას ეშურებიან და თვალი იტალიის ნაკრების შუახაზელზე დაუდგამთ. ამ საკითხზე “რომას” სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ისაუბრა:

“დე როსის გასხვისებას ნამდვილად არ ვაპირებთ და გავრცელებული ინფორმაციები სრული სისულელეა. ვერ ვხედავ ლოგიკას იმაში, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გავასხვისოთ და შემდეგ, ხავიერ პასტორეში 50 მილიონი ევრო გადავიხადოთ - ასე მთელ ბიუჯეტს გავხარჯავთ და რეალურად, გუნდი არ გაძლიერდება. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელი შევინარჩუნოთ და რამდენიმე უმაღლესი კლასის მოთამაშე დავიმატოთ”.

როგორც ჩანს, არნე რიისე წამყვან ფეხბურთელთა რიცხვში არ გახლავთ, რადგან პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ნორვეგიელი უკანახაზელი კარიერას ინგლისურ “ფულჰემში” გააგრძელებს. ამაზე ისიც მოწმობს, რომ უახლოეს დღეებში “ჯალოროსის” მესვეურები ხოსე ანხელთან გააფორმებენ ხელშეკრულებას. 21 წლის ესპანელი მცველი ხიხონის “სპორტინგის” აღზრდილია, ბოლო სამი სეზონი ამ გუნდში გაატარა, 59 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა. ანხელი ლუის ენრიკეს ფავორიტი მოთამაშეა და სწორედ მისი უშუალო ინიციატივით მოება თავი ამ ტრანსფერს. ესპანელი უკვე იტალიის დედაქალაქშია, სამედიცინო შემოწმებას გადის და ხვალ-ზეგ ხუთწლიან ხელშეკრულებასაც გააფორმებს. ჟურნალისტთა ცნობით, ანხელი სეზონში 700 000 ევროს მიიღებს.

“რომასთან” დაკვშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც კლუბის მესვეურები პაბლო საბალეტას გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. 26 წლის არგენტინელი ნახევარმცველი უკვე სამი სეზონია, რაც ‘მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს და ეროვნულ ნაკრებშიც სტაბილურად ასპარეზობს. საბალეტას შესაძლო გადაბირების საკითხზე საბატინის შემდეგი მოსაზრება აქვს:

“პაბლოს დიდი ხანია ვაკვირდებით და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი გადაბირების საკითხი დრის წესრიგში დგას. ფეხბურთელი ამჟამად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს და მასთან მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია - საკითხი კი სწორედ ისე დგას, რომ მოთამაშეს უნდა შევუთანხმდეთ, რადგან “მანჩესტერ სიტის” მესვეურები არგენტინელთან განშორების წინააღმდეგნი არ არიან. საბალეტა უნივერსალური ტვისებებით დაჯილდოვებული ფეხბურთელია, ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და დაცვაშიც - ამიტომ, მისი გადაბირებისთვის ძალღონეს არ დავიშურებთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა