გადაწყდა: „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების 22 წლის მცველი ჟერომ ბოატენგი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს!
მორჩა, გადაწყდა: „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების 22 წლის მცველი ჟერომ ბოატენგი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს!

ტრანსფერი, რომლის შესახებაც საუბარი ორი თვის წინ დაიწყო, ბოლო დროს უტოპიური ჩანდა, რადგან ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები ახალგაზრდა გერმანელში 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, „ბაიერნს“ კი ეს თანხა ძალიან ეძვირებოდა.

სწორედ ამიტომ შევიდა მოლაპარაკებები ჩიხში და როგორც კი „ბაიერნის“ შეფებმა თქვეს, თუ „სიტი“ დათმობაზე არ წამოვა, ბოატენგზე ხელს ჩავიქნევთო, მანჩესტერელებმა ბოატენგის ფასი დააგდეს! ამრიგად, შეთანხმება შედგა და მართალია, კლუბები სატრანსფერო თანხას ასაიდუმლოებენ, მაგრამ „ბილდის“ ინფორმაციით, „სიტი“ 13.5 მილიონ ევროს დაყაბულდა. ჟერომ ბოატენგი „ბაიერნთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მიუნხენურ გრანდს თავის ბედს 2015 წლამდე დაუკავშირებს.

ბოატენგი ახლა „სიტისთან“ ერთად ლოს ანჯელესშია, სადაც მანჩესტერელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან, მაგრამ რაკი ტრანსფერი გადაწყდა, ჟერომი ამ დღეებში მიუნხენში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს, რის შემდეგაც ოფიციალურად გახდება ბავარიელი. ამრიგად, ჟერომ ბოატენგი მანუელ ნოიერის, ნილს პეტერსენის, ტაკაში უსამისა და დეილ ჯენინგსის შემდეგ, „ბაიერნის“ რიგით მეექვსე ახალწვეულია. ამასთან, ჟერომის სახით მიუნხენელებს გერმანიის ნაკრების რიგით მერვე მოთამაშე ეყოლებათ - ნოიერის, ბადშტუბერის, ლამის, კროოსის, შვაინშტაგერის, მიულერისა და გომესის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგი „მანჩესტერ სიტიში“ ზუსტად ერთი წლის წინ, „ჰამბურგიდან“ გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრანსფერით მიუნხენურმა გრანდმა უკანასკნელი სიცარიელეც ამოავსო - რეკორდმაისტერს გაძლიერება ყველაზე მეტად დაცვის ცენტრში სჭირდებოდა. ბოატენგს დანიელ ვან ბუიტენთან და ჰოლგერ ბადშტუბერთან მოუწევს კონკურენცია.

„მანჩესტერ სიტისთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და მათი დათანხმება ძალიან გაგვიჭირდა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჟერომ ბოატენგის ყიდვა შევძელით. მისი სახით „ბაიერნში“ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მაღალი კლასის მცველი გადმოდის,“ - ეს „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

ახლა ვუჩინიჩის რიგია?

როგორც ჩანს, „ბაიერნი“ სატრანსფერო აქტივობებს ბოატენგის ტრანსფერის შემდეგაც არ დაასრულებს. გუშინ, იტალიური გაზეთი „გაძეტა დელო სპორტი“ წერდა, რომ მიუნხენურმა კლუბმა „რომას“ თავდამსხმელ მირკო ვუჩინიჩს დაადგა თვალი. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, „ბაიერნი“ მზადაა, 27 წლის თავდამსხმელში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა „ბაიერნს“ სერიოზული კონკურენტები ჰყავს - ვუჩინიჩის ყიდვა „იუვენტუსს“ და „ტოტენჰემსაც“ უნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში