ბარსელონურმა "ესპანიოლმა" რამონ დე კარანსას ტრადიციული თასი

ბარსელონურმა "ესპანიოლმა" რამონ დე კარანსას ტრადიციული თასი (პრესტიჟული ტურნირი, რომელიც 1995 წლიდან ყოველ ზაფხულს იმართება) მოიგო. "ესპანიოლსა" და "სევილიას" შორის ფინალი 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი კატალონიელებმა 4:1 იმარჯვეს. მატჩში ანგარიში ხავი ლოპესმა გახსნა, მაგრამ ტაიმის მიწურულს "სევილიას" ფორვარდმა ფრედი კანუტემ პენალტით გაათანაბრა. პენალტების სერიაში რომარიკს კარლოს კამენიმ აუღო, ხოლო დიეგო პეროტიმ საერთოდ ააცილა ბურთი კატალონიელთა კარს.

წყალქვეშა ნავში კაიუტები გაცვალეს

"ვილიარეალში" ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა შეიცვალა ნომრები. მსოფლიოს ჩემპიონმა ხოან კაპდევილამ 11-ნომრიანი მაისურა არჩია, რომლითაც მცველმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ბრაზილიელმა ფორვარდმა ნილმარმა 7-ნომრიანი მაისური არჩია 12-ის ნაცვლად, მარჯვენა მცველი ანხელ ლოპესი ახალ სეზონს 18-ნომრიანი მაისურით დაიწყებს, ხოლო ბორხა ვალერო - 20-ით.

ველესი დაიმტვრა

ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდი იონ ველესი "ვულვერჰემტონთან" ამხანაგურ მატჩში (1:2) დაიმტვრა. მან კუნთი დაიზიანა, თუმცა საბოლოო დასკვნას ექიმები დღეს გამოიტანენ, რამდენ ხანს გამოაკლდება ველესი ხოაკინ კაპაროსის გუნდს ჯერ უცნობია. ინგლისელებთან მატჩში ველესმა მეორე ტაიმში ინიგო დიასი შეცვალა.

ბერტოლო სარაგოსელია

არგენტინელი ნიკოლას ბერტოლო სეზონს "სარაგოსაში" გაატარებს. ნახევარმცველი ესპანურმა გუნდმა სიცილიური "პალერმოდან" იჯარით აიყვანა. "იტალიაში თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა, თუმცა იქ გამოცდილება შევიძინე. შევეცდები დავამტკიცო, რომ სასარგებლო ფეხბურთელი ვარ", - განაცხადა ბერტოლომ შაბათს ოფიციალურ პრეზენტაციაზე.

ლელო

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა