ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში ბრწყინვალედ ასპარეზობას განაგრძობს და მუდამ იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად "ნაპოლისა" და "კვარას" შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ი წერს და "პარტენოპეის" წარმატების მთავარ შემოქმედად სწორედ ჩვენებურს ასახელებს.

"ნაპოლიმ" ისტორიაში პირველად მოახერხა ზედიზედ 8 გამარჯვების მოპოვება (ყველა ტურნირზე). რეკორდი შემთხვევითობა არ არის, აღსანიშნავია, რომ კაპიტანი დი ლორენცო და მისი თანაგუნდელები უკვე 13 მატჩია, რაც დაუმარცხებლები არიან. ნეაპოლელებს უკეთესი შედეგი ბოლოს 2017 წელს მაურიციო სარის ხელმძღვანელობისას ჰქონდათ. ლუჩანო სპალეტის გუნდს კიდევ რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის, კერძოდ, 6 მოპოვებული პენალტი ყველა ტურნირზე, რაც მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

"კრემონეზესთან" თამაშის (1:4) შემდეგ "ნაპოლის" რიგებში გოლი უკვე 12 მოთამაშეს აქვს გატანილი, რაც ევროპის მასშტაბით ასევე საუკეთესო შედეგია, ეს რეკორდი კი, უპირველესად, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, ქართველი "პარტენოპეის" გატანილ 7 გოლში მონაწილეობდა (5 გოლი, 2 საგოლე პასი). გარდა ამისა, "კვარამ" ამ სეზონში უკვე მეორე პენალტი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით "ბოლონიას" შემტევს ნიკოლა სანსონეს გაუთანაბრდა" - წერს გამოცემა.

"ნაპოლიმ" გუშინდელი გამარჯვების შემდეგ 23 ქულა დააგროვა და სერია A-ს ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

მამუკა
რედაქცია ცუდათ არ გაიგოთ, ხვიჩას გაუმარჯოს მაგრამ ეს საიტი ნუ გადააკეთეთ ხვიჩა.გე-თ სხვა საინტერესო სპორტული მოვლენებიც ხდება გარშემო და ისინიც გააშუქეთ

სანიოლს ადარებ სპალეტის?
Givi
Kvaram qinqladze damaviwka,chemi bavshvobis gmiri...neta ertad kofilikvnen amat vin gaacherebdaa...
გიორგი
გეთანხმები. სპალეტიმ იცის რასაც აკეთებს. უკვე არა ერთხელ თქვა რომ პარტნიორებზე პასების გაკეთება უკან დაუბრუნდება ხვიჩას. იცის კაცმა ფეხბურთელების ურთიერთობებს რა აყალიბებს. ხვიჩამ საგოლე პასს რო უკეთებს პარტნიორებს თამაშზეც ზრდის მის გავლენას და თანაგუნდელებზეც.
ირაკლი
სრული თანხმობა!… - მრავალი კრიტიკა შეხვდა სპალეტის ქართველებისგან, ისევე როგორც სანიოლს. თუმცა, ორივე საქმით ამტკიცებს, რომ სწორ გზას ადგანან და ფაქტები დასტურად შეგვიძლია მოვიშველიოთ. ვაცადოთ ამ ხალხს მუშაობა. დავტკბეთ მიღწეული შედეგით და თუ ღმერთმა არ ქნას და აუგად წავიდა საქმე, მერე მივითითოთ. გვეყო გასული წლების ნეგატიური განწყობები და რადგან წინსვლა სახეზე გვაქვს, პოზიტივისკენ გავიხედოთ. ეს ერთგვარი თხოვნაც არის ჩემგან, უარყოფითად განწყობილი პირებისთვის…
ზვიადი
ტრავმა ახლაც ქონდათ მაგრამ ოსიმენის გარეშე ყველა თამაში მოიგეს რაც გრძელი სკამის დამსახურებაა და იმედია მასე გააგრძელებენ
soso-s
100%-ით გეთანხმები ტველაფერში, რაც დაწერე
სოსო
შარშან, ნაპოლის ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა.12 ტურში 10 გამარჯვება და 2 ფრე.მხოლოდ მე-13 ტურში დამარცხდა,თუმცა შემდეგ,ტრავმები მოეძალათ და საკმაოდ ბევრი მატჩი წააგეს.წელს ჩემპიონატში,ჯერჯერობით,9 თამაშში 7 გამარჯვება და 2 ფრე აქვს,მაგრამ ამის გარდა,ჩემპიონთა ლიგაზე აქვს კიდევ 3 გამარჯვება და ვფიქრობ მათი ჩათვლაც შეიძლება.ამრიგად,წელს ნაპოლიმ უკვე გაიმეორა შარშანდელი ბრწყინვალე სტარტი და ახლა,გაუმჯობესებას შეეცდება.ჯერჯერობით არც ტრავმების ეპიდემია იგრძნობა და იმედია,წარმატებულ სერიას კიდევ უფრო გააგრძელებენ.რაკი ნაპოლი რეკორდებს ამყარებს,ალბათ დროა,ჩვენც ვენდოთ სპალეტის და ჩვენი კერძო ინტერესები,ცოტა მოვთოკოთ.ხვიჩა გუნდის ნაწილია და გუნდის ინტერესები,უფრო მაღლა დგას.მასზე პასუხისმგებელი კი,სწორედ სპალეტია და სწორედ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს იმას,რასაც აკეთებს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა