საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა.

ტოპ 14-ის მე-6 ტურში "სტად ფრანსემ" "პერპინიანი" მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის წინ მიიღო ბურთი და მძლავრი დარტყმით მცველს უკან დაახევინა. მე-19 წუთზე მელიქიძემ რაქიდან შეუტია, სამი მბოჭავი არ შეიმჩნია და ლელოს ხაზი გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ გიორგის ზედიზედ ორი ტურია ლელო გააქვს. ის 53-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა შორის 49-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა სერგი აბრამიშვილი. სტუმართა ძირითადში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს გიორგი თეთრაშვილი.

"ლა როშელმა" "ლიონს" პირველ ტაიმში ორი ლელო გაუტანა და 15:6 დაწინაურდა. მასპინძლებმა ჯარიმებით შეამცირეს ჩამორჩენა. 55-ე წუთზე, "ლიონის" ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, საღინაძემ მარჯვენა ფრთაზე მიიღო გადაცემა და ლელოთი საკუთარი გუნდი დააწინაურა – 19:18. მისმა გუნდმა მატჩის მიწურულს კიდე ორი ლელო გაიტანა და 36:21 იმარჯვა. საღინაძემ და ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. სტუმართა შორის 55-ე წუთზე გამოჩნდა ლექსო ყაულაშვილი.

"კასტრმა" "მონპელიეს" უმასპინძლა და 26:13 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის მე-60-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა ძირითადში იყო და მისთვის უჩვეულო, ფრთის პოზიციაზე შუცვლელად გაისარჯა გელა აფრასიძე. მე-12 წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 34-ე წუთზე კი სალელოვე პასი გააკეთა. გელამ მარჯვენა ფრთაზე, კიდით ხაზთან მიიღო გადაცემა, ორმაგი ბოჭვის მიუხედავად მოედანში დარჩა და თანაგუნდელს ოფლოუდი ამოუგდო, მისი შემჩერებელი კი არავინ იყო.

იგივე ანგარიშით, 26:13 დასრულდა პარიზში გამართული შეხვედრა, რომელშიც "რასინგ 92""პოს" მასპინძლობდა. სტუმართა შორის ფლანკერის პოზიციაზე სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ, ხოლო გურამ პაპიძე შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა.

"ბეიონმა" "ლა როშელი" მიიღო და 29:13 მოუგო. მასპინძელთა მარქაფაში იყო და მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა კოტე მიქაუტაძე.

"ტულონმა" "ბრივს" 7 უპასუხო ლელო გაუტანა და 47:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

"კლერმონი" "ტულუზს" ეწვია და 10:46 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში პირველად ითამაშა გიორგი ძმანაშვილმა. ის 52-ე წუთზე შეცვალეს.

პრო დე2

პრო დე2-ის მე-6 ტურის პირველ მატჩში "ბიარიცმა" უშუალო კონკურენტი "მონტობანი" სტუმრად 46:32 დაამარცხა. უხვქულიან მატჩში 23-ე წუთზე ლელო თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანა. 5-მეტრიანი შერკინებიდან მან თავად შეუტია, რამდენიმე მბოჭავი ჩამოიცილა და სტუმრები 20:13 დააწინაურა. ჯალაღონიამ შეუცვლელად ითამაშა. "ბიარიცის" ძირითადში იყო ლუკა ჭელიძე, მე-17 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 48-ეზე კი ლაშა ტაბიძემ შეცვალა. მასპინძელთა რიგებში 42-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა.

"ორიაკი" "აჟენს" ეწვია და 20:43 დამარცხდა. 58-ე წუთზე მიხეილ ალანია დერეფნის შემდეგ შეტევას მიჰყვა, ოფლოუდი შეირგო და ლელო გაიტანა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. სტუმართა ძირითადში 4 ქართველი იყო. ალანიამ 65 წუთი ითამაშა, ბექა შვანგირაძე შეუცვლელად გაისარჯა, გიორგი ქართველიშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, ლუკა ნიორაძე კი 64-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, 51-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე მე-60-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ჯავახიამ.

"ბეზიემ" დასკვნით წუთებში ორი ჯარიმა გაუშვა და "კოლომიესთან" საკუთარ მოედანზე 17:20 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითადში იყო 52-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ახალაძე.

"მონ-დე-მარსანმა" "ანგულემი" მიიღო და 34:26 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს ლაშა მაჭარაშვილი. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 27-ე წუთზე შევიდა ომარ ოდიშვილი და 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"კარკასონმა" "მასი" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში მეტოქე კაცნაკლული დარჩა და რამდენიმე წუთი 12 კაცის ამარა მოუწია თამაში, 17:20 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითადში იყო სოსო ბეკოშვილი და შესვენებისას ის ვახტანგ ახობაძემ შეცვალა.

"ნევერმა" "რუანს" 27:17 სძლია. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლადო ჩაჩანიძე და შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად გაისარჯა. 46-ე წუთიდან მას ლაშა ჯაიანი შეუწყვილდა. მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა თორნიკე მატარაძე.

Rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"ლივერპულის" მწვრთნელმა ბოლო ორ შეხვედრაში მარცხის მიზეზი დაასახელა
"ხანდახან ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს..." - დემბელემ მეუღლის შესახებ ისაუბრა
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
მიხეილ ალანიას საოცარი დებიუტი საფრანგეთის პრო დე 2-ში [VIDEO]
ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ქართველები ევროთასების ფინალში
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
"რაგბი ევროპა" მიხეილ ალანიაზე - მამის ნაკვალევზე
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
ლეგიონერები - ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო
მაისაშვილი: დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა მათ მივულოცო პირველი სანაკრებო კეპი
პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
დავით ნინიაშვილი: ვერც კი წარმოვიდგენდი...
"ბორჯღალოსნების" სამი დებიუტანტი
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
გიორგი მელიქიძემ ტოპ 14-ში ლელო დადო [VIDEO]
ამხელა სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან მატჩს აფასებს
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშობლოში დაბრუნდნენ [VIDEO]
ლეგიონერები - საღინაძის და ნინიაშვილის ქართული აქცენტი
ბექა საღინაძე: თასი ხარისხიანი თამაშით უნდა მოვიპოვოთ!
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ბექა საღინაძე: იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები - ბათუმში ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ