საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა RMC Sport-ს ინტერვიუ მისცა. რა თქმა უნდა, საუბარი "ნაპოლის" ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

სანიოლმა ქართველი ფეხბურთელი ფრანგ ფრანკ რიბერისაც შეადარა:

"გულახდილად, რომ გითხრათ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ხვიჩას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ის ნაკრებში მივიწვიე, 20 წლის იყო. თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში არ გახლდათ, მაგრამ ეტყობოდა, რომ დიდი შესაძლებლობები ჰქონდა.

ხვიჩა უცბად აფეთქდება, ის ყოველთვის წინსვლას ცდილობს. სწორედ ასეთი მოთამაშეა თანამედროვე ფეხბურთში მოთხოვნადი.

ლიგა 1-ის არაერთ კლუბს ვთავაზობდი, რომ ხვიჩა შეეძინათ. ზოგმა მითხრა - ის ქართველია, ვერ მოახერხებს, რომ დასავლეთ ევროპაში ადაპტაცია გაიაროსო...

ზოგი მეუბნებოდა, ლათინური ზედმეტსახელი შეურჩიე, უკეთ რომ წარადგინოო; ზოგმაც მითხრა, ჩემი გუნდის პრეზიდენტს კვარაცხელიას ტრანსფერი, რომ შევთავაზო, სამსახურიდან დამითხოვსო...

თუ გსურს კარგი მუშაობა, ამისთვის მსოფლიოს მასშტაბით 30-40 სკაუტი უნდა გყავდეს... სამწუხაროდ, საფრანგეთში ამის კულტურა ჯერ არ არის. ფრანგული გუნდები ხელიდან უშვებენ უამრავ შესაძლებლობას, რაც სინამდვილეში ძალიან ადვილად მიღწევადია...

ხვიჩასა და რიბერის შედარება? - რა თქმა უნდა, მათ შორის ბევრი მსგავსებაა. მაგალითად, როდესაც ფრანკი 21 წლის გახლდათ. ბურთს მიიღებდა და მაშინვე წინ გარბოდა. ის ან კარში ურტყამდა, ან ვინმეს პასს მისცემდა და გაამწვავებდა... კვარაცხელიაც ზუსტად ასეა... მან "ნაპოლიში" შედეგიანობაც გააუმჯობესა და ახლა უფრო მეტი გოლი გააქვს", - ამბობს სანიოლი.

საქართველო
სხვა კი არა კალაძეც მაგას ამბობდა ჯერ უნდა გაიზარდოსო და მერე ნაპოლი და მილანიო!!! მაგრამ 21 წლის ბიჭმა ყველაფერი დაამტკიცა ჩვენი სიამაყე გახდა.
alexandre
ქინქლაძე და კალაძე, არველაძე. ყიფიანი და ჩივაძე! ძაოძუაშვილი და ხურცილავა! მესხი და მეტრეველი! მიშამ მთელი პარკ დე პრენსი (ადრე პარიზის N 1 სტადიონს ცოტა სხვანაირად ქვიოდა, ბოდიში) ფეხზე ააყენა და ყვიროდნენ მესხი-მესხი-მესხი! რამდენი ახსოვთ ასეთი, სხვა გუნდის ფეხბურთელის სახელს რომ სკანდირებდნენ! ეეე.... სამწუხაროდ მაგათ კი არა აქ აღარ ახსოვთ ძველი გენიოსი ფეხბურთელი. მაქვს იმედი და მწამს - კიდევაც დაიზრდებიან საქართველოს გენიალური მეკარეები, მცველები, ნახევარმცველები, ფორვარდები!
თემური
მარგალია ქართველია კავკასელია ჩვენი ხვიჩა კვარა კვარადონა კვარაცხელია მაგრამ არავის ჩაოუვარდება არანაირი თავისი უჩვეულო ტალანტით სისწრაფით ფინთებით თუ პასებით.
დავით 67
კაცმა იკითხა, რომელი ჯობდაო და ეს დისლაიქები რომ დააყარეთ, რა იყო. ასე ბნელა?
ManchesterCity
რას ქვია მერამდენე ვართ რეიტინგში და ა.შ, ქართულ ფეხბურთს რომ დიდი წარსული აქვს და თუნდაც ქინქლაძე კალაძე არ უნდა ახსოვდეთ რატო არ გაითვალისწინეს? ან ეხლა მაგალითად არგენტინას ცუდი პერიოდი რონ დაუდგეს და რეიტინგში 78ე ადგილზე დაქვეითდეს 20 წლის მერე ეგრე უნდა თქვან მაგ დეგენერატებმა არგენტინელია ვერ ითამაშებსო?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მართაალია ეს კაცი; ქართველია? პირველ ბეემვემდე და პირველ სვეტაფორის ბოძზე უნდა ეძებო შემოხვეული. მართალია და ამაშია საქმე.. მაგრამხვიჩამ იმხელა საქმე გაუკეთა დანარჩენ ქართველებს, რაც აქამდე არავის ერთად აღებული არ გაუკეთებიათ.. ერთი სტალინი იყო ბერლინამდე ჩავიდა და ედიკა სოხუმიდან მოძუძგა, ჩოყლაყზე საუბარიც არ შეიძლება, ეხლაც მისი ვლასტი რომ იყოს, იტყოდა მე გავზარდე, მე ვავარჯიშებდიო. არადა რა შტერიცაა მაგას გონია არავინ იცის, ეხლაც რატომ ტკივა მუცელი და რატომაა ავად? იმიტომ, რომ არ აქვს სათამაშო ქვეყანა თორემ გორგოლაჭებიან ცხენს და ალუმინის ხმალს, დიდი ხანია დაანება თავი..
ლაშა
ამიტომ ინგლისის და რუსეთის პრემიერლიგის გარდა გზა ხსნილია... ლიგა1, სერია ა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა!
ლაშა
ესაა რეალობა. როცა რეიტინგში 78-ე ხარ ძნელია ვინმეს ენდოს ტოპ 5-ის ლიგა ვინც არ უნდა იყოს ის და ვინც არ უნდა გაუწიოს მას რეკომენდაცია. ნაკრებმა თუ არ განიცადა პროგრესი, მერწმუნეთ (და ეს უმრავლესობამ იცით ბატონებო) ვერაფერი გამოვა. პროგრესისთვის კი მეტნაკლებად იდება ფული ფეხბურთში მთლად ისე არა როგორც საჭიროა, მაგრამ საქმე კეთდება და კანონზომიერია, რომ შედეგი იყოს იგივე ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან არა ფინანსებით, არამედ ნიჭის წყალობით. ასე რომ თუგინდ 90-00-იანი წლების უიმედობა უადგილოა, რადგან მაშინ თუ ქინქლა, ქეცბა და ძმები არველაძეები ან შემდეგ კალა, კობი და იაშკა გვყავდა, დანარჩენები პრაქტიკის გარეშე იყვნენ გუნდებში, ამჟამად კი ეს პრობლემა ასე თუ ისე მოხსნილია.
Emre
კუხნაში ჩქარა!
თათკა
დანებეთ ფეხღბურთს თავი! ქალთა სპორტს უგულშემატკივრეთ :)
გივი
21 წლის ახალგაზრდას ავკიდოთ ევროპის ჩემპიონატის ვერმოგების პასუხისმგებლობა? :)) ფეხბურთი გუნდური თამაშია კოლეგა. :)
თათკა
კვარამ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანოს შემდეგ მოვიგოთ ევროპის ჩემპიონატი და მერე ვილაპარაკოთ. ჯერ ჯობია კვარას ქებისგან თავი შევიკავოთ. შედეგი გვინდა სერიოზული.
ლევანი
საფრანგეთის ჩემპიონატი რაც არის კი ვხედავთ.ბორდო გავარდა ასეთი ტრადიციული კლუბი.მაგრამ ეს ყველაფერი იმ ბრალიც არის რომ ჩვენი კლუბები ნაკრები ფეხბურთელები დიდი შედეგებით ვერ დავიკვეხნიდით...ბოლოს როდის გვყავდა ფეხბურთელი ნორმალურ გუნდში.მაგრამ ეხლა ყველაფერი სასიკეთოდ იცვლება მამარდა.კვარა.ლოჩო.რაც უფრო მეტი ჩვენი ითამაშებს ასეთ დონეზე უფრო სხვანაირად შემოგვხედავენ მანამდე არ გვაგდებნენ სამწუხარიდ არაფრად...
კაპიტან გარდენბურგი
კარგი ვინმეა სანიოლი :) ჯიგარი და ესმის ფეხბურთი
zura222
ამიტომაცაა საფრანგეთის ლიგა მთელი ისტორიის მანძილზე ასეთი სუსტი რომ იდიოტი ფუნქციონერები ყავთ და ვერ შედის ტოპ ლიგებში და მესიმ და ნეიმარმაც ვერ უშველეს ისევ ისეთად დარჩა ! მთელი ისტორიის მანძილზე ერთადერთი კინკილა თასების თასი აქვთ მოგებული (პსჟ-ს) 1 ჩემპიონთა თასი კი "მოიგო" ოლიმპიკმა და ისიც უკან წაართვეს იმიტომ რომ მაქინაციებით მოიგეს DDD არადა ფრანგების მოგონილია ევროთასები 1950 ან წლებში და ერთადერთი კანონიერი თასის მოგება აქვთ ევროთასებში
ეჰ?
წაკითხულის გააზრება 0
zura
სანიოლი უფრო კარგი მცველი იყო თუ სალგადო ?
kaka
უკვე ზედმეტია
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
ლუის ენრიკე: "კვარა" უნიკალურია - სიამოვნებაა, რომ გუნდში მყავს
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
"ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩათი აღფრთოვანებულია
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს