fmc.hu-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ფეჰევარის" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ თავისი კლუბის ქომაგები აღაშფოთა.

გუშინ, 10 ოქტომბერს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა შედგა და "ფეჰევარი" საკუთარ მოედანზე "უიპეშტთან" 0:1 დამარცხა, ბუდუ კი ცვლილებაზე შემოვიდა და მოედანზე ბოლო 17 წუთი გაატარა...

გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, "ფეჰევარის" ფეხბურთელები თავიანთი გუნდის ფანებს წაგებული თამაშის გამო ბოდიშს უხდიდნენ, ზივზივაძე კი ამ დროს "უიპეშტის" ფეხბურთელბთან ერთად იცინოდა. მოგეხსენებათ, სწორედ ამ გუნდში გაატარა განათხოვრების წესით ნახევარი სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა და გასაკვირი არაა, რომ ის "უიპეშტის" მოთამაშეებს კარგად იცნობდა.

თუმცა ყველაფერი ამით არ შემოფარგლულა... გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებისთვის მაისურების გახდა მოუთხოვიათ, რადგან ბოლო პერიოდში საშინელი შედეგები აქვთ. მოთამაშეებმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს, უფრო მეტი აღშფოთება კი ზივზივაძეს გამოუწვევია, რომელმაც "უიპეშტის" ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, მეტოქე გუნდის ფანებს ხელი დაუქნია და მოედანი ისე დატოვა...

ზივზივაძის "ფეჰევარს" 10 ტურში 11 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა. მწვრთნელი ქართველს ძირითადად შეცვლებზე ათამაშებს და ამიტომ თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა...

დათო
ბუდუსნაირი ფორვარდი გუნდში გყავდეს და სკამს ახეხინებდე?! ჩვეულებრივი იდიოტები არიან!
დათო ბუხ
ეს არის დიდი უსამართლობა როგორც ბუდის ექცევიან და მოექცნენ ბიჭი იმსახურებს ძირითადში თამაშ და არ ათამაშებენ უბრალოდ მიზეზი მოუძებნენ და ამით დასაჯეს რაღაც მაისურის გაცვლის გულისთვის მთავარია ბუდუმ გააგრძელოს ვარჯიში თავის თავზე ორ თვეში თავისუფალი იქნება ამ უღირსი გუნდიდან წარმატებები ბუდუ იკითხონ მაგენმა

ფერენცვაროშის ნაცვლად უიპეშტი რომ გეწეროს, ყველაფერში დაგეთანხმებოდი ;)
კაპიტან გარდენბურგი
აცა ბაცას - კაცურად რა, საინტერესოა, სხვები რატომ ვერ აიღებდნენ ?
სოსო
ფერენცვაროშში დაფრინავდა ბუდუ,აქ არც მანამდე აღირსეს ძირითადი და ახლაც შეცვლაზე უშვებენ.ფერენცვაროშის ფანებთან თბილი დამოკიდებულება აქვს და ვიღაცის გამო,რატომ უნდა შეწყვიტოს მათთან მეგობრობა?არც გაუშვეს ფერენცვაროშში და არც თვითონ იყენებენ,თან თვითონვე ებერებიან?!ნეტავი გაუშვან,მაგრამ არც გამშვებები არიან.ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ,ფეჰერვარი ერთადერთი გუნდია,სადაც ქართველი თამაშობს და მის გუნდს წარუმატებლობას ვუსურვებ.არ მიმაჩნია სწორ ხალხად და იმიტომ.
ლაშა
წარმატებები ბუდუს!
თენგო
წამოსვლა უნდა ეტყობა აბრაზებენ

ეს რა ჩაუდენია... მაგათმა თავიანთ პრორუს ოლიგარქს მიხედონ.

ხოდა წამოდი მაქედან ბუდუ, არ არიან ესენი შენი ღირსი!
გიორგი
ბუდუზე უკეთესი ვინ ჰყავთ? 15 წუთი არ ათამაშებენ და ბოდიშის მოხდასაც თხოვენ.
გიორგი
მაგარი გულშემატკივრები ჰყოლია ბუდუს - რას ჰქვია "გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებისთვის მაისურების გახდა მოუთხოვიათ?"... ჩახდა რომ მოსთხოვონ, უნდა ჩაიხადოს?
აცა ბაცა
სამუშაო ვიზას ვერ აიღებდა ბუდუ. საერთოდაც, ინგლისი სამშაო ვიზის არება შეუძლიათ მამარდაშვილს, კვარაცხელიას, წიტაიშვილს და ლობჟანძეს. ლობჟანიძე უნდოდა შოთის, მარა ძვირი დააფასეს თურქებმა და ჰალიმ ვერ გაუქაჩა.
ალეკსანდრე
არც არის გასაკვირი, იმ გუნდში ენდობოდნენ და პატივს სცემდნენ, რა სჭირს ბუდუს საიმისო რომ 15წუთს ათამაშებენ, ეგეც სულ ვარსკვლავებით დაკოპლექტებული გუნდი არა მყავდეს
კაპიტან გარდენბურგი
შოთას უნდა წაეყვანა ჰალში, რომ ერკვეოდეს რამეში , მაგრამ რად გინდა, ისე მოხსნეს ერთი კაცი ვერ მოაწყო გუნდში. საქმე იმაშია, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხია თუ სწორად მიუდგები , მაშინ შეიძლება მთები გადადგან. იგივე შოთა აიაქსში რომ მოხვდა მარტო ეგ ხომ არაა? ენდო მწვრთნელი და გუნდმაც უშუალოს მიიღო. ამას ვეღარ ხვდებიან, რომ სხვასაც შეიძლება ასე მიეხმარო ცხოვრებაში. მარტო საკუთარ თავზე და ახლობლებზე არ იფიქრო. უჯიგრესი ქეცბაია, უდიდეს პატივს ვცემ ამ კაცს
კაპიტან გარდენბურგი
დიდი პატივიაცემა სწორედ ამის გამო! მაგატი კაცია ბუდუ. ყოჩაღ!! კაცს რომ შეცვლაზე უშვებენ და კიდევ ამისგან ბოდიშს ითხოვენ? შევარცხვინე ეგეთი გუნდი
გიორგი კაჭკაჭიშვილი
როდის გაუვა კონტრაქტის ვადა რომ წამოვიდეს მაგ გუნდიდან. უიპეშტსაც არ მისცეს და თვითონაც მცირე დროს აძლევენ, უიპეშტში მაგარი სეზონი ჰქონდა.
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ცნობილი გახდა, რამდენი დაუჯდა "კარლსრუეს" ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
კობოური "უიპეშტის" ფეხბურთელი გახდა
ბერიძის გოლმა "უიპეშტი" მარცხისგან ვერ იხსნა
ბერიძეს "უიპეშტში" ისევ გააქვს [VIDEO]
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
გიორგი ბერიძე: ბელგიის ჩემპიონატი ქართველებისთვის ცუდია?! ასე არ ვფიქრობ...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო